„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.“.
2. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სპეციალურ წოდებებს;“;
3. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „ჰაუპტვახტსა და სადისციპლინო სამხედრო ნაწილში“ შეიცვალოს სიტყვით „ჰაუპტვახტში“;
ბ) მე-7 და მე-9 პუნქტებში სიტყვები „მთავარი სამხედრო პროკურორის წარდგინებით" შეიცვალოს სიტყვებით „ამ კანონით დადგენილი წესით“.
4. მე-10 მუხლის:
მე-6 და მე-8 პუნქტებში სიტყვები „საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის წარდგინებით" შეიცვალოს სიტყვებით „ამ კანონით დადგენილი წესით“.
5. მე-12 მუხლის:
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქ. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი ამ კანონით დადგენილი წესით.“.
6. მე-13 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „საგამოძიებო იზოლატორში“ შეიცვალოს სიტყვებით „საპყრობილესა“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რაიონის (ქალაქის) პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონის (ქალაქის) პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების წარდგინებით. სასჯელაღსრულებით პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“.
გ) მე-4 პუნქტში სიტყვები „შესაბამისი პროკურორის წარდგინებით“ შეიცვალის სიტყვებით „ამ კანონით დადგენილი წესით“.
7. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორების გადაწყვეტილებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვას.“.
8. მე-19 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტში სიტყვები „საქმის წინასწარ მოსმენაში“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაში“;
ბ) მე-5 პუნქტში სიტყვები „და სარევიზიო წარმოების სტადიებზე“ შეიცვალოს სიტყვებით „წარმოების სტადიაზე“.
9. 23-ე მუხლის პირველ პუნქტში რიცხვი „16“ შეიცვალოს რიცხვით „15“.
10. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სარევიზიო წესით ან“.
11. 34-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროკურატურის მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლება“;
ბ) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურატურის მუშაკს თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ ან პროკურატურიდან დაითხოვენ:“;
გ) ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ–ო“ ქვეპუნქტები:
„მ) სამსახურში მიღებისას ან თანამდებობაზე დანიშვნისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის;
ნ) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაუბარებლობის გამო;
ო) საპენსიო ასაკის გამო (ქალებისათვის – 60 წელი, მამაკაცებისათვის – 65 წელი). ამ წესიდან გამონაკლისს შეადგენენ გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის ის მუშაკები, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად“.“
12. 35-ე მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა".
13. 38-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ანდა პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის, მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8–17 პუნქტები:
„8. გენერალური პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის ნებისმიერი სახე.
9. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ გამოიყენონ შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა, საყვედური და სასტიკი საყვედური.
10. თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია გამოყენებულ იქნეს ის დისციპლინური სახდელი, რომელიც მხოლოდ გენერალური პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურორი წარდგინებით მიმართავს გენერალურ პროკურორს.
11. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
12. საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს გააუქმოს, შეამსუბუქოს ან დაამძიმოს პროკურატურის მუშაკის მიმართ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროკურორების მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.
13. დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით. იგი უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. ბრძანება დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.
14. პროკურატურის მუშაკი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია ერთი წელი და მას არ შეეფარდა ახალი სახდელი.
15. პროკურატურის მუშაკს წინათ დადებული დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ამ კანონის 39-ე მუხლით დადგენილი წესით. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც გააცნობენ პროკურატურის მუშაკს და დაურთავენ მის პირად საქმეს.
16. პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან სასამართლოში 30 დღის ვადაში.
17. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას.“.
14. მე-40 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონით "საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" და მოქმედი კანონმდებლობით.“.
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს წელიწადში ერთხელ უფასოდ ეძლევა დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.“.
15. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ხელფასის“.
16. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, პროკურატურის მიერ ამოღებული თანხის 15% რჩება საქართველოს გენერალური პროკურატურის ანგარიშზე, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების მიერ ამოღებული თანხების 10% – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ანგარიშზე, ხოლო 5% კი – გენერალური პროკურატურის ანგარიშზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხები გამოიყენება მხოლოდ პროკურატურის მუშაკთა მატერიალური სტიმულირებისა და პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისათვის.“.
17. 44-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურის“ შეიცვალის სიტყვებით „სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურის, სასწავლო ცენტრისა“.
18. 45-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროკურატურის მუშაკები ატარებენ დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს, ხოლო სამხედრო პროკურატურის მუშაკები–სამხედრო ფორმის ტანსაცმელს“;
ბ) მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სამხედრო". ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. პროკურატურის მუშაკის ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს გენერალური პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
19. 46-ე მუხლში სიტყვა „გამოიმუშავებს“ შეიცვალოს სიტყვით „შეიმუშავებს“.
20. 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „ნაწილის უფროსი ან მისი მოადგილე“ შეიცვალოს სიტყვებით „ნაწილის უფროსი და მისი მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი და მისი მოადგილე, გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი, გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურის უფროსი“.
21. X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი X
კონტროლი საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე და მის მიერ სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე“.
22. 53-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. კონტროლი სახელმწიფო სახსრების გამოყენებასა და ხარჯვაზე“;
ბ) ტექსტში სიტყვები „ხარჯვას ზედამხედველობას უწევს“ შეიცვალოს სიტყვებით „ხარჯვაზე კონტროლს ახორციელებს“.
23. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან, „ო“ ქვეპუნქტი – 2003 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო მე-40 მუხლის 21 პუნქტი 2003 წლის 1 ივლისიდან.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 30 აგვისტოს №126 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახურის შესახებ“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2002 წლის 3 დეკემბერი.
№1791–Iს