⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.11.2008)
გაუქმებულია:

გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2006
ძალის დაკარგვა 20.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008076
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 31/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,094 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2006 მიღება
20.11.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi {mso-style-name:pasuxi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Style1, li.Style1, div.Style1 {mso-style-name:Style1; margin-top:20.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.076 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №57 2006 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესა­ხებ” 57-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესა­ხებ” მე-5 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის თანდართული წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის სასაოფლო-სამეურნეო კოლეჯი, როგორც საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს კანონის „განათლების შესახებ” სახელ­მწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონე­ბით ,,განათლების შესახებ”, ,,ზოგადი განათლების შესახებ” და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიში ბანკში, იური­დიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი). 4. კოლეჯში დაუშვებელია პოლიტიკური და რელი­გიური გაერთიანებების შექმნა. 5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქ. გორი, ცხინ­ვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგო­ლის კვალიფიციური სპეციალისტები. 2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძ­ლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. 3. კოლეჯის მთავარ ამოცანად და საქმიანობის საგნად ითვლება: ა) საშუალო სპეციალური განათლების მქონე კვალი­ფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთაც აქვთ საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები სპეციალობაში; ბ) სპეციალისტთა მომზადების ხარისხის განუხრელი სრულყოფა თანამედროვე წარმოების, მეცნიერების, ტექ­ნიკის, კულტურის, მოთხოვნებისა და მათი განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით; გ) მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან ურთიერთ­თანამშრომლობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარე­ბის თვალსაზრისით ურთიერთობების განვითარება; დ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევას. 4. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სას­წავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით. 5. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.     მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი 1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელ­დება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავი­სებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწი­ფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუ­შავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზ­ღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით.     მუხლი 4🔗. კოლეჯის დირექტორი 1. კოლეჯის დირექტორი არის დაწესებულების უმაღ­ლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში. 2. დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. დირექტორი სპეციალური მინდობილობის გარეშე მოქმედებს კოლეჯის სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, პერსონა­ლურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, კოლეჯის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 4. კოლეჯის დირექტორს უფლება აქვს: ა) აწარმოოს კოლეჯის ფულადი სახსრების ხარჯვა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინ­დი­­ვი­­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტე­ბი; გ) შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს მასწავ­ლებელთა და სხვა მუშაკთა სამუშაოზე მიღებას და გათავისუფლებას. 5. კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო მუშაობის დარგში ინიშნება კოლეჯის დირექტორის მიერ იმ სპეციალისტთაგან, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება და აგრეთვე საწარმოო და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება. 6. კოლეჯში არის ორი დირექტორის მოადგილე, რომელთა ფუნქციები დანაწილებულია შემდეგნაირად: ა) დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდე­ლობით დარგში, რომელიც განაგებს კლასგარეშე მუშაობას; ბ) დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში. 7. სასწავლებლის დირექტორის მოადგილეებს ნიშნავს დირექტორი, ისინი პასუხისმგებელნი არიან მათ­ზე მინდობილი სფეროს მუშაობაზე. 8. დირექტორის მოადგილის, აგრეთვე სასწავლებ­ლის სხვა ხელმძღვანელ მუშაკთა კომპეტენციას ადგენს დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 9. კოლეჯის ადმინისტრაციას წარმოადგენს: დირექ­ტორი, დირექტორის მოადგილე (მოადგილეები), ბუ­ღალ­ტერი და საქმეთა მმართველი.     მუხლი 5🔗. პედაგოგიური საბჭო 1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის დაწესებუ­ლების მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქ­მიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლე­ჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნის­ტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგო­გიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავ­ლო კვირის ხანგრძლივობას, არდადეგების გრაფიკს. 4. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად, თავისი შემადგენლობიდან, ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 5. პედაგოგიური საბჭოს რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-სა და არა უმე­ტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. 6. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახე­ლების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს. 7. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტი­ლებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარ­ჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრა. 8. პედაგოგიური საბჭო წესდებით განსაზღვრული წესითა და რაოდენობით წარადგენს თავის წარმომად­გენელს კოლეჯის სამეურვეო საბჭოში. 9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სასწავლო მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენ­დებულ­თაგან. 10. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი. 11. დირექტორი ამტკიცებს შინაგანაწესს პედაგო­გიური საბჭოს მონაწილეობით.     მუხლი 6🔗. სამეურვეო საბჭო 1. კოლეჯში მატერიალური და ფინანსური სახსრე­ბის მიზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, კოლე­ჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, 2 მშობელი და საზოგადოების სხვა თვალსაჩი­ნო წარმომადგენელი. 3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით. 4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. 5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დარჩენილი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობის დაცვით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს. 6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო პედაგო­გის – პედაგოგიური საბჭოს მიერ პედაგოგისათვის უფ­­ლე­­ბა­­მო­სილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა.     მუხლი 7🔗. მასწავლებლები, სასწავლო-დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალი 1. კოლეჯში მასწავლებლად ინიშნებიან პირები, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება. 2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრუ­ლების საფუძველზე კონკურსის წესით ან მის გარეშე. 3. კოლეჯის მასწავლებლებს უფლება აქვთ: ა) ისარგებლონ კოლეჯის ლაბორატორიებით, კაბინე­­ტებით, აუდიტორიებით, სამკითხველო დარბაზით, ბიბლიოთეკით, აგრეთვე სპორტული ბაზებითა და ნაგებობებით; ბ) მონაწილეობა მიიღონ კოლეჯის ძირითადი სა­კით­ხების განხილვაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა­ზე, თათბირებზე და შეიტანონ თავისი წინადადებები სასწავლებლის ადმინისტრაციაში; გ) მონაწილეობა მიიღონ სასწავლებლის ადმინის­ტრაციის ან მმართველობის ორგანოების მიერ პედაგოგ­თა მუშაობის შემოწმების შედეგების შეჯამებაში. 4. კოლეჯის მასწავლებლები მოვალენი არიან: ა) წარმართონ სასწავლო და მეთოდური მუშაობა თავის სპეციალობაში, უზრუნველყონ სასწავლო გეგმის შესრულება; ბ) აწარმოონ მოსწავლეთა მოსწრების აღრიცხვა, ორგანიზაცია გაუკეთონ და გააკონტროლონ მათი დამოუკიდებელი მუშაობა; გ) აწარმოონ კლასგარეშე საგანმანათლებლო მუშაობა; დ) უზრუნველყონ უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნების შესრულება; ე) აიმაღლონ კვალიფიკაცია. 5. ხელშეკრულებით განისაზღვრება მასწავლებლის დამატებითი ფუნქციების შესრულება. 6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნის­ტროსთან შეთანხმებით კოლეჯი ადგენს სასწავ­ლებლის დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურ­ნეო პერსონალის საშტატო თანამდებობებს.     მუხლი 8🔗. მოსწავლეები 1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პრო­­ფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესას­წავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში. 2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობების დასაუ­ფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობ­რივი ცენზი. 3. კოლეჯში ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება: ა) უფასო და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახუ­რების სახე და მისი განხორციელების პირობები; ბ) განათლების მიღების ფორმა; გ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათ­ვის. 4. მოსწავლეებს უფლება აქვთ: ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგ­რა­მა; ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა; გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი; დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს; ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში; ვ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას. 5. მოსწავლეები ვალდებულნი არიან: ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფ­ლონ არჩეულ პროფესიას; ბ) დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი; გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომლების უფლებებს; დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი; ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის, გარიცხვაც.     მუხლი 9🔗. სასწავლო პროცესი 1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელ­დება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება სა­ქარ­­თველოს კანონით ,,განათლების შესახებ” და კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. სასწავლო მუშაობა წარმოებს სასწავლო გეგმე­ბითა და პროგრამებით, რომელსაც ამტკიცებს საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 5. მოთხოვნათა მოცულობა, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეებს სასწავლო გეგმის ყოველი საგნის შეს­წავლისას, აგრეთვე პრაქტიკის ჩატარებისას, განისაზ­ღვრება სასწავლო პროგრამებით, რომელიც მუშავდება და მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს მიერ. 6. კოლეჯში გათვალისწინებულია სასწავლო მუშაობის შემდეგი სახეები: თეორიული სწავლება, ლაბორატორიული პრაქტიკა, საწარმოო პრაქტიკა, საკურსო და სადიპლომო გეგმარები.     მუხლი 10🔗. დაფინანსება 1. კოლეჯის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებუ­ლი სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. კოლეჯის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძა­ლულია.     მუხლი 11🔗. ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდ­ლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება. 2. კოლეჯი ფლობს მისთვის გადაცემულ ქონებას და სარგებლობს ამ ქონებით კანონმდებლობით დად­გენილი წესით.     მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს შემდეგი ქმედებე­ბის განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქ­მიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებ­ლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორ­ციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკუ­რი განვი­თარების სამინისტროს თანხმობას. 4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. კოლეჯის საფინანსო კონტროლი ხორ­ციელდება კანონმდებლო­ბით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბა­მება მოქმედ კანონმდებლობასა და კოლეჯის წესდე­ბას. 6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს სისტემის მართვის ორგანოების მოთხოვნისთანავე წარადგინოს კოლეჯის საქმიანობას­თან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუ­მენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.     მუხლი 13🔗. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია 1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. 3. კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 14🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებანი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი, წარმოადგენს გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის უფლებამონაცვლეს.