⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.12.2008)
გაუქმებულია:

ხონის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2006
ძალის დაკარგვა 29.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008077
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 31/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,106 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2006 მიღება
29.12.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi {mso-style-name:pasuxi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Style1, li.Style1, div.Style1 {mso-style-name:Style1; margin-top:20.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.077 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №58 2006 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი ხონის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ” 57-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” მე-5 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. ხონის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯი დაფუძ­ნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს ხონის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის თანდართული წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხონის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ხონის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯი, როგორც საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს კანონის ,,განათლების შესახებ” სახელ­მწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონე­ბით ,,განათლების შესახებ”, ,,ზოგადი განათლების შე­სა­ხებ” და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიში ბანკში, იური­დიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი). 4. კოლეჯში დაუშვებელია პოლიტიკური და რელი­გიური გაერთიანებების შექმნა. 5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქ. ხონი, დ. აღმაშენებლის ქ. №113.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები. 2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძ­ლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღე­ბული აქვს საბაზო განათლება. 3. კოლეჯის მთავარ ამოცანად და საქმიანობის საგ­ნად ითვლება: ა) საშუალო სპეციალური განათლების მქონე კვალი­ფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთაც აქვთ საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები სპეციალობაში; ბ) სპეციალისტთა მომზადების ხარისხის განუხრელი სრულყოფა თანამედროვე წარმოების, მეცნიერების, ტექნიკის, კულტურის, მოთხოვნებისა და მათი განვითა­რების პერსპექტივების გათვალისწინებით; გ) მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან ურთიერთთანამ­შრომ­ლობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით ურთიერთობების განვითარება; დ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომ­ლებიც უზრუნველყოფენ ამ წესდებით დასახული მიზ­ნების მიღწევას. 4. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სას­წავ­ლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით. 5. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს რო­გორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.     მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი 1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელ­დება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავი­სებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზ­ღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით.     მუხლი 4🔗. კოლეჯის დირექტორი 1. კოლეჯის დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში. 2. დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. დირექტორი სპეციალური მინდობილობის გარეშე მოქმედებს კოლეჯის სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, კოლეჯის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 4. კოლეჯის დირექტორს უფლება აქვს: ა) აწარმოოს კოლეჯის ფულადი სახსრების ხარჯვა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; გ) შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს მასწავლებელთა და სხვა მუშაკთა სამუშაოზე მიღებას და გათავისუფლებას. 5. კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო მუშაობის დარგში ინიშნება კოლეჯის დირექტორის მიერ იმ სპეციალისტთაგან, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება და აგრეთვე საწარმოო და პედაგოგიური მუშაო­ბის გამოცდილება. 6. კოლეჯში არის ორი დირექტორის მოადგილე, რომელთა ფუნქციები დანაწილებულია შემდეგნაირად: ა) დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდე­ლობით დარგში, რომელიც განაგებს კლასგარეშე მუშაო­­ბას; ბ) დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში. 7. სასწავლებლის დირექტორის მოადგილეებს ნიშნავს დირექტორი, ისინი პასუხისმგებელნი არიან მათზე მინდობილი სფეროს მუშაობაზე. 8. დირექტორის მოადგილის, აგრეთვე სასწავლებ­ლის სხვა ხელმძღვანელ მუშაკთა კომპეტენციას ადგენს დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 9. კოლეჯის ადმინისტრაციას წარმოადგენენ: დირექტორი, დირექტორის მოადგილე (მოადგილეები), ბუღალტერი და საქმეთა მმართველი.     მუხლი 5🔗. პედაგოგიური საბჭო 1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის დაწესებუ­ლების მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლე­ჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს ტესტირებისა და გა­მოც­დების დანიშვნის საკითხი. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგო­გიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავ­ლო კვირის ხანგრძლივობას, არდადეგების გრაფიკს. 4. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 5. პედაგოგიური საბჭოს რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. 6. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს. 7. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტი­ლებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარ­ჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრა. 8. პედაგოგიური საბჭო წესდებით განსაზღვრული წესითა და რაოდენობით წარადგენს თავის წარმომად­გენელს კოლეჯის სამეურვეო საბჭოში. 9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სასწავლო მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლე­ბი­სა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდე­ბულთაგან. 10. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედა­გოგი. 11. დირექტორი ამტკიცებს შინაგანაწესს პედაგო­გიური საბჭოს მონაწილეობით.     მუხლი 6🔗. სამეურვეო საბჭო 1. კოლეჯში მატერიალური და ფინანსური სახსრე­ბის მიზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, კოლე­ჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, 2 მშობელი და საზოგადოების სხვა თვალსა­ჩინო წარმომადგენელი. 3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით. 4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. 5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დარჩენილი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობის დაცვით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს. 6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო პედაგო­გის – პედაგოგიური საბჭოს მიერ პედაგოგისათვის უფ­ლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა.     მუხლი 7🔗. მასწავლებლები, სასწავლო დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალი 1. კოლეჯში მასწავლებლად ინიშნებიან პირები, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება. 2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრუ­ლების საფუძველზე კონკურსის წესით ან მის გარეშე. 3. კოლეჯის მასწავლებლებს უფლება აქვთ: ა) ისარგებლონ კოლეჯის ლაბორატორიებით, კაბინეტებით, აუდიტორიებით, სამკითხველო დარბაზით, ბიბლიოთეკით, აგრეთვე სპორტული ბაზებითა და ნაგებობებით; ბ) მონაწილეობა მიიღონ კოლეჯის ძირითადი საკითხების განხილვაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა­ზე, თათბირებზე და შეიტანონ თავისი წინადადებები სასწავლებლის ადმინისტრაციაში; გ) მონაწილეობა მიიღონ სასწავლებლის ადმინის­ტრაციის ან მმართველობის ორგანოების მიერ პედაგოგ­თა მუშაობის შემოწმების შედეგების შეჯამებაში. 4. კოლეჯის მასწავლებლები მოვალენი არიან: ა) წარმართონ სასწავლო და მეთოდური მუშაობა თავის სპეციალობაში, უზრუნველყონ სასწავლო გეგმის შესრულება; ბ) აწარმოონ მოსწავლეთა მოსწრების აღრიცხვა, ორგანიზაცია გაუკეთონ და გააკონტროლონ მათი დამოუკიდებელი მუშაობა; გ) აწარმოონ კლასგარეშე საგანმანათლებლო მუშაო­ბა; დ) უზრუნველყონ უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნების შესრულება; ე) აიმაღლონ კვალიფიკაცია. 5. ხელშეკრულებით განისაზღვრება მასწავლებლის დამატებითი ფუნქციების შესრულება. 6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით კოლეჯი ადგენს სასწავ­ლებლის დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალის საშტატო თანამდებობებს.     მუხლი 8🔗. მოსწავლეები 1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პრო­ფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესას­წავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიც­ხება სასწავლებელში. 2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობების დასაუფ­ლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრი­ვი ცენზი. 3. კოლეჯში ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება: ა) უფასო და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახუ­რების სახე და მისი განხორციელების პირობები; ბ) განათლების მიღების ფორმა; გ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათ­ვის. 4. მოსწავლეებს უფლება აქვთ: ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა; გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი; დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს; ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებ­ლო დაწესებულებაში; ვ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას. 5. მოსწავლეები ვალდებულნი არიან: ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფ­ლონ არჩეულ პროფესიას; ბ) დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი; გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომლების უფლებებს; დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მის­თვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი; ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის, გარიცხვაც.     მუხლი 9🔗. სასწავლო პროცესი 1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელ­დება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწი­ფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება საქარ­თველოს კანონით ,,განათლების შესახებ” და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. სასწავლო მუშაობა წარმოებს სასწავლო გეგმე­ბითა და პროგრამებით, რომელსაც ამტკიცებს საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო. 5. მოთხოვნათა მოცულობა, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეებს სასწავლო გეგმის ყოველი საგნის შესწავ­ლისას, აგრეთვე პრაქტიკის ჩატარებისას, განისაზღვრება სასწავლო პროგრამებით, რომელიც მუშავდება და მტკიც­დება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. 6. კოლეჯში გათვალისწინებულია სასწავლო მუშაო­ბის შემდეგი სახეები: თეორიული სწავლება, ლაბორა­ტო­რიული პრაქტიკა, საწარმოო პრაქტიკა, საკურსო და სადიპლომო გეგმარები.     მუხლი 10🔗. დაფინანსება 1. კოლეჯის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინე­ბული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. კოლეჯის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალუ­ლია.     მუხლი 11🔗. ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსას­ყიდ­ლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება. 2. კოლეჯი ფლობს მისთვის გადაცემულ ქონებას და სარგებლობს ამ ქონებით კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით.     მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს შემდეგი ქმედებე­ბის განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” და “გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და ,,ე” ქვეპუნქტე­ბით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭი­როებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სა­მი­ნის­ტროს თანხმობას. 4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. კოლეჯის საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და კოლეჯის წესდებას. 6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს სისტემის მართვის ორგანოების მოთ­ხოვნისთანავე წარადგინოს კოლეჯის საქმიანობასთან დაკავ­შირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუ­მენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.     მუხლი 13🔗. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია 1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. 3. კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 14🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებანი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ხონის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯი წარმოადგენს ხონის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის უფლებამონაცვლეს.