ნიკოლოზ ბეგიშვილის სახელობის ახალციხის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2006
ძალის დაკარგვა 29.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008079
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 31/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ნიკოლოზ ბეგიშვილის სახელობის ახალციხის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi {mso-style-name:pasuxi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Style1, li.Style1, div.Style1 {mso-style-name:Style1; margin-top:20.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 42.5pt 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.079
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №62
2006 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
ნიკოლოზ ბეგიშვილის სახელობის ახალციხის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ” 57-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” მე-5 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ნიკოლოზ ბეგიშვილის სახელობის ახალციხის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ნიკოლოზ ბეგიშვილის სახელობის ახალციხის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯის თანდართული წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკოლოზ ბეგიშვილის სახელობის ახალციხის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯის წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნიკოლოზ ბეგიშვილის სახელობის ახალციხის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯი, როგორც საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით ,,განათლების შესახებ”, ,,ზოგადი განათლების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიში ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი).
4. კოლეჯში დაუშვებელია პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებების შექმნა.
5. კოლეჯის იურიდიული მისამართია ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №122.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება.
3. კოლეჯის მთავარ ამოცანად და საქმიანობის საგნად ითვლება:
ა) საშუალო სპეციალური განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთაც აქვთ საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები სპეციალობაში;
ბ) სპეციალისტთა მომზადების ხარისხის განუხრელი სრულყოფა თანამედროვე წარმოების, მეცნიერების, ტექნიკის, კულტურის, მოთხოვნებისა და მათი განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით;
გ) მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით ურთიერთობების განვითარება;
დ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევას.
4. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
5. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 4🔗. კოლეჯის დირექტორი
1. კოლეჯის დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. დირექტორი სპეციალური მინდობილობის გარეშე მოქმედებს კოლეჯის სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, კოლეჯის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
4. კოლეჯის დირექტორს უფლება აქვს:
ა) აწარმოოს კოლეჯის ფულადი სახსრების ხარჯვა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;
გ) შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს მასწავლებელთა და სხვა მუშაკთა სამუშაოზე მიღებას და გათავისუფლებას.
5. კოლეჯში არის ორი დირექტორის მოადგილე, რომელთა ფუნქციები დანაწილებულია შემდეგნაირად:
ა) დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, რომელიც განაგებს კლასგარეშე მუშაობას;
ბ) დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში.
6. კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო მუშაობის დარგში ინიშნება კოლეჯის დირექტორის მიერ იმ სპეციალისტთაგან, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება და აგრეთვე საწარმოო და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
7. სასწავლებლის დირექტორის მოადგილეებს ნიშნავს დირექტორი, ისინი პასუხისმგებელნი არიან მათზე მინდობილი სფეროს მუშაობაზე.
8. დირექტორის მოადგილის, აგრეთვე სასწავლებლის სხვა ხელმძღვანელ მუშაკთა კომპეტენციას ადგენს დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. კოლეჯის ადმინისტრაციას წარმოადგენს: დირექტორი, დირექტორის მოადგილე (მოადგილეები), ბუღალტერი და საქმეთა მმართველი.
მუხლი 5🔗. პედაგოგიური საბჭო
1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის დაწესებულების მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას, არდადეგების გრაფიკს.
4. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.
5. პედაგოგიური საბჭოს რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან.
6. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს.
7. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.
8. პედაგოგიური საბჭო წესდებით განსაზღვრული წესითა და რაოდენობით წარადგენს თავის წარმომადგენელს კოლეჯის სამეურვეო საბჭოში.
9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სასწავლო მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულთაგან.
10. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი.
11. დირექტორი ამტკიცებს შინაგანაწესს პედაგოგიური საბჭოს მონაწილეობით.
მუხლი 6🔗. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში მატერიალური და ფინანსური სახსრების მიზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, 2 მშობელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი.
3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.
4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დარჩენილი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობის დაცვით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს.
6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო პედაგოგის – პედაგოგიური საბჭოს მიერ პედაგოგისათვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
მუხლი 7🔗. მასწავლებლები, სასწავლო დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალი
1. კოლეჯში მასწავლებლად ინიშნებიან პირები, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება.
2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე კონკურსის წესით ან მის გარეშე.
3. კოლეჯის მასწავლებლებს უფლება აქვთ:
ა) ისარგებლონ კოლეჯის ლაბორატორიებით, კაბინეტებით, აუდიტორიებით, სამკითხველო დარბაზით, ბიბლიოთეკით, აგრეთვე სპორტული ბაზებითა და ნაგებობებით;
ბ) მონაწილეობა მიიღონ კოლეჯის ძირითადი საკითხების განხილვაში პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, თათბირებზე და შეიტანონ თავისი წინადადებები სასწავლებლის ადმინისტრაციაში;
გ) მონაწილეობა მიიღონ სასწავლებლის ადმინისტრაციის ან მმართველობის ორგანოების მიერ პედაგოგთა მუშაობის შემოწმების შედეგების შეჯამებაში.
4. კოლეჯის მასწავლებლები მოვალენი არიან:
ა) წარმართონ სასწავლო და მეთოდური მუშაობა თავის სპეციალობაში, უზრუნველყონ სასწავლო გეგმის შესრულება;
ბ) აწარმოონ მოსწავლეთა მოსწრების აღრიცხვა, ორგანიზაცია გაუკეთონ და გააკონტროლონ მათი დამოუკიდებელი მუშაობა;
გ) აწარმოონ კლასგარეშე საგანმანათლებლო მუშაობა;
დ) უზრუნველყონ უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნების შესრულება;
ე) აიმაღლონ კვალიფიკაცია.
5. ხელშეკრულებით განისაზღვრება მასწავლებლის დამატებითი ფუნქციების შესრულება.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით კოლეჯი ადგენს სასწავლებლის დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალის საშტატო თანამდებობებს.
მუხლი 8🔗. მოსწავლეები
1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში.
2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობების დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი.
3. კოლეჯში ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:
ა) უფასო და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახე და მისი განხორციელების პირობები;
ბ) განათლების მიღების ფორმა;
გ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
4. მოსწავლეებს უფლება აქვთ:
ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;
გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;
დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;
ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ვ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას.
5. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:
ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას;
ბ) დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი;
გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომლების უფლებებს;
დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;
ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის გარიცხვაც.
მუხლი 9🔗. სასწავლო პროცესი
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სასწავლო მუშაობა წარმოებს სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. მოთხოვნათა მოცულობა, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეებს სასწავლო გეგმის ყოველი საგნის შესწავლისას, აგრეთვე პრაქტიკის ჩატარებისას, განისაზღვრება სასწავლო პროგრამებით, რომელიც მუშავდება და მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
6. კოლეჯში გათვალისწინებულია სასწავლო მუშაობის შემდეგი სახეები: თეორიული სწავლება, ლაბორატორიული პრაქტიკა, საწარმოო პრაქტიკა, საკურსო და სადიპლომო გეგმარები.
მუხლი 10🔗. დაფინანსება
1. კოლეჯის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. კოლეჯის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 11🔗. ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კოლეჯს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.
2. კოლეჯი ფლობს მისთვის გადაცემულ ქონებას და სარგებლობს ამ ქონებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.
4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. კოლეჯის საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და კოლეჯის წესდებას.
6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის მართვის ორგანოების მოთხოვნისთანავე წარადგინოს კოლეჯის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
მუხლი 13🔗. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია
1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
3. კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 14🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა
კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნიკოლოზ ბეგიშვილის სახელობის ახალციხის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯი წარმოადგენს ნიკოლოზ ბეგიშვილის სახელობის ახალციხის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯის უფლებამონაცვლეს.