კულაშის ზოოვეტერინარული კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2006
ძალის დაკარგვა 27.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008085
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 31/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,104 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2006 მიღება
27.11.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კულაშის ზოოვეტერინარული კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi {mso-style-name:pasuxi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Style1, li.Style1, div.Style1 {mso-style-name:Style1; margin-top:20.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 42.5pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.085 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №64 2006 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი კულაშის ზოოვეტერინარული კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შე­სახებ” 57-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართვე­ლოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის შესახებ” მე-5 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. კულაშის ზოოვეტერინარული კოლეჯი დაფუძ­ნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს კულაშის ზოოვეტერინარული კო­­ლე­­ჯის თანდართული წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულაშის ზოოვეტერინარული კოლეჯის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კულა­შის ზოოვეტერინარული კოლეჯი, როგორც საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, საქარ­თველოს კანონის ,,განათლების შესახებ” სახელ­მწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონე­ბით ,,განათლების შესახებ”, ,,ზოგადი განათლების შესახებ” და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიში ბანკში, იური­დიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრი­ბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი). 4. კოლეჯში დაუშვებელია პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებების შექმნა. 5. კოლეჯის იურიდიული მისამართია სამტრედიის რაიონი, დაბა კულაში.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები. 2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. 3. კოლეჯის მთავარ ამოცანად და საქმიანობის საგნად ითვლება: ა) საშუალო სპეციალური განათლების მქონე კვალი­ფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთაც აქვთ საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევე­ბი სპეციალობაში; ბ) სპეციალისტთა მომზადების ხარისხის განუხრელი სრულყოფა თანამედროვე წარმოების, მეცნიერების, ტექნიკის, კულტურის, მოთხოვნებისა და მათი განვითა­რების პერსპექტივების გათვალისწინებით; გ) მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან ურთიერთ­თანამ­­შრომლობა და გამოცდილების ურთიერთგაზია­რე­ბის თვალსაზრისით ურთიერთობების განვითარება; დ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომ­ლებიც უზრუნველყოფენ ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევას. 4. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სას­წავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით. 5. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.     მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი 1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელ­დება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზ­ღვრება საქართველოს კანონით “განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით.     მუხლი 4🔗. კოლეჯის დირექტორი 1. კოლეჯის დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში. 2. დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. დირექტორი სპეციალური მინდობილობის გარეშე მოქმედებს კოლეჯის სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, კოლეჯის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 4. კოლეჯის დირექტორს უფლება აქვს: ა) აწარმოოს კოლეჯის ფულადი სახსრების ხარჯვა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; გ) შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს მასწავლებელთა და სხვა მუშაკთა სამუშაოზე მიღებას და გათავისუფლებას. 5. კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო მუშაობის დარგში ინიშნება კოლეჯის დირექტორის მიერ იმ სპეციალისტთაგან, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება და აგრეთვე საწარმოო და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება. 6. კოლეჯში არის ორი დირექტორის მოადგილე, რომელთა ფუნქციები დანაწილებულია შემდეგნაირად: ა) დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდე­ლობით დარგში, რომელიც განაგებს კლასგარეშე მუშაობას; ბ) დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში. 7. სასწავლებლის დირექტორის მოადგილეებს ნიშნავს დირექტორი, ისინი პასუხისმგებელნი არიან მათზე მინდობილი სფეროს მუშაობაზე. 8. დირექტორის მოადგილის, აგრეთვე სასწავლებ­­ლის სხვა ხელმძღვანელ მუშაკთა კომპეტენციას ადგენს დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 9. კოლეჯის ადმინისტრაციას წარმოადგენს: დირექ­ტორი, დირექტორის მოადგილე (მოადგილეები), ბუღალტერი და საქმეთა მმართველი.     მუხლი 5🔗. პედაგოგიური საბჭო 1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის დაწესებულე­ბის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქ­მიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლე­ჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგო­გიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავ­ლო კვირის ხანგრძლივობას, არდადეგების გრაფიკს. 4. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 5. პედაგოგიური საბჭოს რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5 და არა უმე­ტეს 1/3. თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. 6. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს. 7. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტი­ლებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარ­ჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრა. 8. პედაგოგიური საბჭო წესდებით განსაზღვრული წესითა და რაოდენობით წარადგენს თავის წარმომად­გენელს კოლეჯის სამეურვეო საბჭოში. 9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სასწავლო მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენ­დებულთაგან. 10. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედა­გოგი. 11. დირექტორი ამტკიცებს შინაგანაწესს პედაგო­გიური საბჭოს მონაწილეობით.     მუხლი 6🔗. სამეურვეო საბჭო 1. კოლეჯში მატერიალური და ფინანსური სახსრე­ბის მიზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, კოლე­ჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, 2 მშობელი და საზოგადოების სხვა თვალ­საჩინო წარმომადგენელი. 3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით. 4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. 5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დარჩენილი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობის დაცვით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს. 6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო პედა­გოგის – პედაგოგიური საბჭოს მიერ პედაგოგისათვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა.     მუხლი 7🔗. მასწავლებლები, სასწავლო დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალი 1. კოლეჯში მასწავლებლად ინიშნებიან პირები, რომელ­თაც აქვთ შესაბამისი განათლება. 2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკ­რულების საფუძველზე კონკურსის წესით ან მის გარეშე. 3. კოლეჯის მასწავლებლებს უფლება აქვთ: ა) ისარგებლონ კოლეჯის ლაბორატორიებით, კაბინეტებით, აუდიტორიებით, სამკითხველო დარბაზით, ბიბლიოთეკით, აგრეთვე სპორტული ბაზებითა და ნაგებობებით; ბ) მონაწილეობა მიიღონ კოლეჯის ძირითადი საკით­ხების განხილვაში პედაგოგიური საბჭოს სხდო­მაზე, თათბირებზე და შეიტანონ თავისი წინადადებები სასწავლებლის ადმინისტრაციაში; გ) მონაწილეობა მიიღონ სასწავლებლის ადმინის­ტრაციის ან მმართველობის ორგანოების მიერ პედა­გოგთა მუშაობის შემოწმების შედეგების შეჯამებაში. 4. კოლეჯის მასწავლებლები მოვალენი არიან: ა) წარმართონ სასწავლო და მეთოდური მუშაობა თავის სპეციალობაში, უზრუნველყონ სასწავლო გეგმის შესრულება; ბ) აწარმოონ მოსწავლეთა მოსწრების აღრიცხვა, ორგანიზაცია გაუკეთონ და გააკონტროლონ მათი დამოუკიდებელი მუშაობა; გ) აწარმოონ კლასგარეშე საგანმანათლებლო მუშაობა; დ) უზრუნველყონ უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნების შესრულება; ე) აიმაღლონ კვალიფიკაცია. 5. ხელშეკრულებით განისაზღვრება მასწავლებლის დამატებითი ფუნქციების შესრულება. 6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით კოლეჯი ადგენს სასწავ­ლებ­ლის დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალის საშტატო თანამდებობებს.     მუხლი 8🔗. მოსწავლეები 1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფე­სიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესას­წავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიც­ხება სასწავლებელში. 2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობების დასაუფ­ლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობ­რივი ცენზი. 3. კოლეჯში ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმოამდგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება: ა) უფასო და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახუ­რების სახე და მისი განხორციელების პირობები; ბ) განათლების მიღების ფორმა; გ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლო­ბისათვის. 4. მოსწავლეებს უფლება აქვთ: ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა; გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი; დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს; ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებ­ლო დაწესებულებაში; ვ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმია­ნობას. 5. მოსწავლეები ვალდებულნი არიან: ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფ­ლონ არჩეულ პროფესიას; ბ) დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი; გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომლების უფლებებს; დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მის­თვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი; ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის გარიცხვაც.     მუხლი 9🔗. სასწავლო პროცესი 1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელ­დება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება საქართველოს კანონით “განათლების შესახებ” და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. სასწავლო მუშაობა წარმოებს სასწავლო გეგმე­ბითა და პროგრამებით, რომელსაც ამტკიცებს საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 5. მოთხოვნათა მოცულობა, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეებს სასწავლო გეგმის ყოველი საგნის შესწავ­ლისას, აგრეთვე პრაქტიკის ჩატარებისას, განისაზღვრება სასწავლო პროგრამებით, რომელიც მუშავდება და მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. 6. კოლეჯში გათვალისწინებულია სასწავლო მუშაო­ბის შემდეგი სახეები: თეორიული სწავლება, ლაბორა­ტორიული პრაქტიკა, საწარმოო პრაქტიკა, საკურსო და სადიპლომო გეგმარები.     მუხლი 10🔗. დაფინანსება 1. კოლეჯის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებუ­ლი სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. კო­ლე­ჯის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძა­ლულია.     მუხლი 11🔗. ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსას­ყიდ­ლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი სახელ­მწიფო ქონება. 2. კოლეჯი ფლობს მისთვის გადაცემულ ქონებას და სარგებლობს ამ ქონებით კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით.     მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს შემდეგი ქმედე­ბე­ბის განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნქტე­ბით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებ­ლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების გან­ხორ­ციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას. 4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს. კოლეჯის საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კო­ლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და კოლეჯის წესდებას. 6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს სისტემის მართვის ორგანოების მოთ­­ხოვ­ნისთანავე წარადგინოს კოლეჯის საქმიანობას­თან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუ­მენ­ტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.     მუხლი 13🔗. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია 1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. 3. კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 14🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებანი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კულაშის ზოოვეტერინარული კოლეჯი წარმოადგენს კულაშის ზოოვეტერინარული კოლეჯის უფლებამონაცვლეს.