აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2006
ძალის დაკარგვა 27.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.008092
გამოქვეყნების წყარო სსმ, 14, 01/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.03.2006
დოკუმენტის ტექსტი
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-1.75in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.008.092
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №71
2006 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების II თავის ,,ე” ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,მ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის დადგენის დანართით გათვალისწინებული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის დადგენის წესი
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა კურსზე მისაღებ აბიტურიენტთა რაოდენობა განისაზღვროს შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
სტუდენტისა, თუ არ ირღვევა პირობა ერთ სტუდენტზე მოსული სააუდიტორიო-სალაბორატორიო ფართის შესახებ, ანუ 4მ2/სტ.
განმარტებები ფორმულისათვის:
n აღნიშნავს მისაღები კონტინგენტის რაოდენობას,
N – გადამოწმების შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილ სტუდენტთა რაოდენობას, ხოლო ახლადლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებელში – სააუდიტორიო-სალაბორატორიო ფართის 4-ზე გაყოფით მიღებულ სავარაუდო სტუდენტთა რიცხვს
სადაც: S არის სააუდიტორიო-სალაბორატორიო ფართი;
b – გადამოწმების შედეგად დადგენილი ერთ სტუდენტზე მოსული სააუდიტორიო-სალაბორატორიო ფართი (b>4); b შეიძლება იყოს 4-დან 6-მდე. იმ შემთხვევაში, თუ ფორმულის გამოანგარიშების შედეგად n<20 და ერთ სტუდენტზე მოსული სააუდიტორიო-სალაბორატორიო ფართის შეფარდება აღემატება 4-მ2/სტ-ს, ფორმულაში ვიყენებთ b-ს რეალურ მნიშვნელობას (b>6);
q – ერთ სტუდენტზე მოსული სააუდიტორიო-სალაბორატორიო ფართი სალიცენზიო პირობის მიხედვით, რომელიც ოთხის ტოლია (q=4მ2/სტ);
k – წარმატების კოეფიციენტი,
თუ Q<6, k=0;
Q – აკრედიტაციის კითხვარის მიხედვით უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაზე მინიჭებული ჯამური ქულა;
რიცხვი ,,6" წარმოადგენს სააკრედიტაციო გამსვლელ ჯამურ ქულას;
t – უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროგრამისთვის განკუთვნილი პერიოდი. t=4 იმ უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებისათვის, სადაც მხოლოდ სწავლების პირველი საფეხურია (ბაკალავრიატი, დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგ-რამა). t=5 იმ უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებისათვის, სადაც არის ბაკალავრის/დიპლომირებული სპეციალისტის და მაგისტრატურის და/ან დოქტორანტურის საფეხურები ან ხუთწლიანი სწავლება და t=6 სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ფაკულტეტებისთვის.