საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №255 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2005
ძალის დაკარგვა 15.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №255
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.007602
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 10/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №255 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; background:silver; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 9.0pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.007.602
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №255
2005 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით. ინსტიტუტი არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები.
3. ინსტიტუტი მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში თავისი სახელით დებს გარიგებებს (ხელშეკრულებებს), კისრულობს ვალდებულებებს, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
4. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
5. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. №51.
მუხლი 2🔗. ინსტიტუტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. ზღვის რეაბილიტაციისა და მისი დაცვის სამოქმედო გეგმის შესაბამისად ინსტიტუტი განახორციელებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.
2. ინსტიტუტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) ზღვაში ჩამდინარე მდინარეების სისტემატური კონტროლი და შეფასება;
ბ) ზღვის ბიოლოგიური რესურსების მონიტორინგი (მარაგის შეფასება, რესურსის მოპოვების მონიტორინგი და პროგნოზირება);
გ) ზღვის, მისი სანაპირო ეკოსისტემების, ასევე ზღვაში ჩამდინარე მდინარეების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი;
დ) წყლის ეკოსისტემის სხვადასხვა კომპონენტების (ბაქტერიოფიტო-ზოოპლანქტონი, მაკროზოობენთოზი, იქთიოფაუნა, ზღვის ძუძუმწოვრები და სხვა), კვლევა და მის საფუძველზე დასკვნების, რეკომენდაციების, წინადადებების შემუშავება;
ე) ზღვის (მარიკულტურის) და მტკნარი წყლის აქვაკულტურის ტრადიციული ახალი ობიექტების მოშენების ბიოტექნოლოგიის შემუშავება;
ვ) თევზის პროდუქტების წარმოების ახალი ტექნოლოგიების დამუშავება;
ზ) სხვადასხვა ტოქსიკანტების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების შესახებ წინადადებების მომზადება და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენა. ბიოტესტირების მეთოდების დამუშავება და ტოქსიკოლოგიური კვლევებისა და მონიტორინგის ჩატარება;
თ) თევზის დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდების დამუშავება;
ი) კვლევის შედეგების დამუშავება და მონაცემთა ბაზის შექმნა გეოსაინფორმაციო სისტემების გამოყენებით;
კ) სამეცნიეროტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ქსელში ჩართვა.
ლ) სამეცნიერო შრომების, ინსტრუქციებისა და სხვა მასალების გამოსაცემად მომზადება. კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება ან უშუალოდ ჩატარება.
მ) გარემოს დაცვის სფეროში შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება;
ნ) უცხოელ პარტნირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
მუხლი 3🔗. ინსტიტუტის მართვა
1. ინსტიტუტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. ინსტიტუტის დირექტორი უფლებამოსილია:
ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გააფორმოს ხელშეკრულებები, სამუშაოდ მიიღოს და გაათავისუფლოს მუშაკები, გადაწყვიტოს მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები;
ბ) გახსნას ანგარიშწორების და სხვა ანგარიშები საბანკოსაფინანსო დაწესებულებებში;
გ) იმოქმედოს ინსიტუტის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა პირებთან საქმიან ურთიერთობებში;
დ) ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ე) ინსტიტუტის მიერ გაწეული საფინანსო და ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წინაშე.
3. დირექტორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
ა) უძრავი ქონების შეძენას, გასხვისებასა და დატვირთვას;
ბ) სესხის აღებას;
გ) თავდებობას;
დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრას;
ე) სხვა გადაწყვეტილებებს ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისა და დატვირთვისათვის აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
5. ინსტიტუტის საკუთარი შემოსავლებით შეძენილი ქონების შეძენის, გასხვისებისა და დატვირთვისათვის ინსტიტუტს ესაჭიროება მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობა.
6. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 4🔗. ინსტიტუტის ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ინსტიტუტს უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცემა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ქონება.
2. ინსტიტუტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომელიც აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსში.
3. ინსტიტუტის ქონება შეიძლება გაიზარდოს მიღებული შემოსავლების და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე.
მუხლი 5🔗. ინსტიტუტის საფინანსო საქმიანობა
1. ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
2. ინსტიტუტის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
3. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ინსტიტუტის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 6🔗. ინსტიტუტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობაზე, ეფექტურობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლება აქვს ინსტიტუტისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით შეაჩეროს ან გააუქმოს ინსტიტუტის გადაწყვეტილება, მათ შორის მიზანშეუწონლობის მოტივით.
მუხლი 7🔗. ინსტიტუტის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
ინსტიტუტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ინსტიტუტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.