შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 18.03.2011
ძალაში შესვლა 11.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110721008, 26/07/2011
matsne.gov.ge 1,583 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2011 მიღება
11.04.2011 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით             (ხელმოწერილია) ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით                             (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:56.7pt 64.35pt 22.5pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები”; გამოთქვამენ რა შეშფოთებას დანაშაულის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის ფორმების მზარდი მასშტაბისა და ტენდენციების გამო; გაცნობიერებული აქვთ რა, რომ ნებისმიერი ფორმის დანაშაული საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, მართლწესრიგს, კანონის უზენაესობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, თავიანთი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, საინვესტიციო გარემოს შექმნას, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონიერების დამკვიდრებას; გამოთქვამენ რა სურვილს, უზრუნველყონ მოქალაქეთა სიცოცხლის, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისაგან საიმედო დაცვა; აღიარებენ რა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას; ითვალისწინებენ რა, საერთაშორისო კონვენციებსა და გაეროს შესაბამის დოკუმენტებს დანაშაულის თავიდან აცილებისა და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების იმპლემენტაციის სფეროში; მიზნად ისახავენ რა, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 თანამშრომლობის სფეროები 1. ხელშემკვრელმა მხარეებმა, თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი კომპეტენტური უწყებების მეშვეობით უნდა ითანამშრომლონ დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილებაში, გამოვლინებაში, გამოძიებასა და აღკვეთაში. 2. თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს განსაკუთრებით შემდეგ სფეროებს: a) პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; b) ტერორიზმი, ტერორიზმის დაფინანსება; c) ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობა; d) ცეცხლსასროლი იარაღით, ფეთქებადი ნივთიერებებით, ორმაგი გამოყენების საქონლითა და ტექნოლოგიებით უკანონო ვაჭრობა; e) უკანონო მიგრაცია და ადამიანებით ვაჭრობა; f) ფულის გაყალბება და ყალბი ფულისა და არაფულადი ფასეულობით ანგარიშსწორების საშუალებათა გავრცელება; g) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაყალბება და მათი გავრცელება; h) უკანონო ფინანსური გადარიცხვები, ეკონომიკური დანაშაულები და ფულის გათეთრება; i) გამოძალვა; j) თაღლითობა; k) კორუფცია; l) ყაჩაღობა, ძარცვა და ქურდობა; m) სატრანსპორტო და კომუნიკაციებთან დაკავშირებული დანაშაულები; n) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; o) საბაჟო წესის დარღვევა; p) გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; q) კიბერდანაშაული. 3. ხელშემკვრელმა მხარეებმა აგრეთვე უნდა ითანამშრომლონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების შენარჩუნებასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში, თუ ეს მათ საერთო ინტერესებს შეესაბამება. მუხლი 2🔗 თანამშრომლობის ფორმები 1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის: a)    პირველ მუხლში მითითებული დანაშაულების თავიდან აცილებასთან, გამოვლინებასთან, გამოძიებასა და აღკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლა; b)    ძებნილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა; c)    დახმარება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმართვაში „კონტროლირებადი მიწოდების” მეთოდის გამოყენების ჩათვლით; d)    შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან, დანაშაულის აცილებასთან და აგრეთვე საექსპერტო-კრიმინალისტიკური მეთოდების, სპეციალური ხელსაწყოებისა და ხერხების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება; e)    დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გარკვეულ სფეროებში არსებული გამოცდილების გაზიარება და ექსპერტთა შეხვედრების ჩატარება; f)     თანამშრომლობა პერსონალის ტრენინგისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში; g)    დანაშაულის მიზეზებთან, მდგომარეობასთან და ტენდენციებთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაციის, პუბლიკაციებისა და კვლევის შედეგების, წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული საერთო ინტერესის სფეროებში არსებული კანონმდებლობის გაცვლა. 2.    ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ აგრეთვე სხვა ფორმებით, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს. 3.    წინამდებარე მუხლის შესაბამისად გადაცემული ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი მესამე მხარისათვის ინფორმაციის მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის თანხმობის გარეშე. მუხლი 3🔗 კომპეტენტური უწყებები 1.    წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციისათვის კომპეტენტური უწყებები იქნებიან: a) საქართველოს მხრიდან: _  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; _  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – საქართველოს მთავარი პროკურატურა. b) ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან: _     შინაგან საქმეთა მინისტრი და მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 2.    წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა დაამყარონ უშუალო კონტაქტები და უნდა მოაწერონ ხელი დამატებით ოქმებს თავიანთი საქმიანობის გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მუხლი 4🔗 მოთხოვნების შესრულება 1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება და დახმარების აღმოჩენა უნდა განხორციელდეს მოთხოვნის საფუძველზე. 2. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური უწყებები, თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებებს აწვდიან ინფორმაციას თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნის გარეშეც, თუ აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება იყოს საჭირო მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის. 3.    ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოთხოვნა მოიცავს: a)    მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური უწყების დასახელებას; b)    მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების დასახელებას; c)    მოთხოვნის საგანს; d)    მოთხოვნის მიზანს; e)    ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელმაც შესაძლებელია ხელი შეუწყოს მოთხოვნის შესრულებას. 4.    ინფორმაციის ან დახმარების შესახებ მოთხოვნები შესაძლებელ უმოკლეს ვადაში უნდა შეასრულოს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა უწყებამ. მოთხოვნის მიმღებმა უწყებამ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ აღნიშნული აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად. 5.    იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება არის შეუძლებელი საბოლოო ვადების ფარგლებში, მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა აცნობოს ამის შესახებ მოთხოვნის წარმდგენ კომპეტენტურ უწყებას და განუმარტოს მას მოთხოვნის შესრულების დაყოვნების მიზეზები. 6.    იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება ცდება მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების უფლებამოსილებას, მან დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს მოთხოვნა საკუთარი ქვეყნის შესაბამის კომპეტენტურ უწყებას და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ კომპეტენტურ უწყებას. 7.    მოთხოვნის შესრულებაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მოთხოვნის შესრულებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ქვეყნის სუვერენიტეტზე ან უსაფრთხოებაზე, ან შესაძლებელია იგი ეწინააღმდეგებოდეს სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს ან ქვეყნის მნიშვნელოვან ინტერესებს. მუხლი 5🔗 პირადი მონაცემების დაცვა ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ უწყებებს შორის გადაცემული მონაცემების ორმხრივი დაცვა უნდა განხორციელდეს ხელშემკვრელი მხარის მიმწოდებელი უწყების მიერ განსაზღვრული პირობების და შემდეგი პრინციპების შესაბამისად: a) მიწოდებული მონაცემები მიმწოდებელი კომპეტენტური უწყების თანხმობის გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებით, გარდა იმ მიზნებისა, რისთვისაც ისინი იქნა მიწოდებული. კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა დაამუშაონ პირადი მონაცემები თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში მხოლოდ განსაზღვრული, ნათლად ფორმულირებული და სამართლებრივი მიზნებით და უნდა დაამუშაონ ისინი მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ისინი იქნა შეგროვებული ხელშემკვრელი მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად; b) მოთხოვნის საფუძველზე, მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა აცნობოს მიმწოდებელ კომპეტენტურ უწყებას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა გამოყენებული გადაცემული მონაცემები; c) მიმწოდებელმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მონაცემები იყოს სწორი და განახლებული; d) თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული მონაცემები არ არის სწორი, ან მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, ან თუ კანონიერად გადაცემული მონაცემები უნდა განადგურდეს მათი გამოყენების შემდეგ მიმწოდებელი კომპეტენტური უწყების სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა შეასწოროს ან გაანადგუროს ისინი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ მიმწოდებელ კომპეტენტურ უწყებას. გადაცემული მონაცემები, რომლებიც იქნა გამოყენებული, უნდა განადგურდეს მიმღები კომპეტენტური უწყების მიერ; e) თუ მიმღებ კომპეტენტურ უწყებას მიზეზი აქვს იფიქროს, რომ გადაცემული მონაცემები არ არის სწორი ან ისინი უნდა განადგურდეს, იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს მიმწოდებელ კომპეტენტურ უწყებას; f) მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ სათანადოდ უნდა დაიცვას მიღებული მონაცემები არაუფლებამოსილი შეღწევისაგან, მათში ცვლილებების შეტანისაგან ან მათი გავრცელებისაგან; g) მიმწოდებელმა და მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა აწარმოონ მონაცემების გადაცემის აღრიცხვა; h) დაინტერესებულ პირს, თავისი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, აქვს უფლება მოიპოვოს ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მიწოდებული იმ მონაცემების შესახებ, რომლებიც მას ეხება, აგრეთვე, შეასწოროს, შესაბამისად გაანადგუროს ეს მონაცემები, ან ჰქონდეს უფლება, გადაამოწმოს ეს მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი წარადგენს მოთხოვნას მონაცემებთან გაცნობის, მათი შესწორების ან განადგურების შესახებ, კომპეტენტურმა უწყებამ, რომელიც ფლობს ამ მონაცემებს, მხედველობაში უნდა მიიღოს მიმწოდებელი კომპეტენტური უწყების პოზიცია და გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით. მუხლი 6🔗 საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა ხელშემკვრელ მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს 2007 წლის 9 ივლისს ქ. თბილისში ხელმოწერილი საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმების დაცვით. მუხლი 7🔗 ურთიერთობა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლებიც სავალდებულოა მათი სახელმწიფოებისათვის. მუხლი 8🔗 ხარჯები ხელშემკვრელმა მხარეებმა ინდივიდუალურად უნდა დაფარონ წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით მათი ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ხარჯები, თუ ეს სხვაგვარად არ არის შეთანხმებული. მუხლი 9🔗 ენა წინამდებარე შეთანხმების შესრულებისათვის ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გამოიყენონ ინგლისური ენა. სხვა ენების გამოყენების შემთხვევაში, ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ თარგმანი ინგლისურ ენაზე. მუხლი 10🔗 დავების მოგვარება 1. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დავები უნდა გადაწყდეს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ უწყებებს შორის მოლაპარაკებების გზით.        2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების გზით წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაშინ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 11🔗 ცვლილებები და დამატებები წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები წერილობითი ფორმით ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებები ან დამატებები გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება. ხსენებული ოქმი ძალაში უნდა შევიდეს წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. მუხლი 12🔗 ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და შეწყვეტა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში უნდა შევიდეს იმ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომლის მეშვეობითაც ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივად აცნობებენ ერთმანეთს შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. 2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და მისი მოქმედების შეწყვეტა ხდება იმ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის თარიღიდან 6 თვის შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ერთი ხელშემკვრელი მხარე აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება.        შესრულებულია 2011 წლის 18 მარტს ქ. სოფიაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკუა. განმარტებისას ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით           (ხელმოწერილია) ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით                           (ხელმოწერილია)