საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №761 ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.08.2005
ძალის დაკარგვა 16.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №პირადი ნომერი
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.007624
გამოქვეყნების წყარო სსმ, 95, 15/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| ბინა | სამსახური |
| ნომერი | პირადი ნომერი |
| სწავლების წლები | სასწავლო დაწესებულება |
| 7. უცხო ენის ცოდნა | ძალიან კარგად |
| სამუშაოზე მოწყობის თარიღი | სამუშაოდან წასვლის თარიღი |
| o დაოჯახებული | o დაუოჯახებელი |
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.10.2007
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №761 ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:"Avaza Mtavruli";} @font-face {font-family:Avaza;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Avaza Mtavruli","sans-serif"; font-weight:normal; text-decoration:underline;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.007.624
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №761
2005 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი” თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 26 ოქტომბრის №251 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №219 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში, საგადასახადო დეპარტამენტში, საბაჟო დეპარტამენტსა და სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
1. სამინისტრო ახორციელებს რა მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო და სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო და სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარებას, კვალიფიციური კადრების მომზადებას, გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ზრუნავს კადრების რეზერვის შექმნისათვის.
2. კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, სამინისტრო სტაჟირების გასავლელად იღებს პერსპექტიულ ახალგაზრდებს, ხელს უწყობს მათი პროფესიული დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებასა და ქმნის საფინანსო, საბიუჯეტო, საბაჟო, საგადასახადო კანონმდებლობის და სხვა შესაბამის სფეროში ცოდნის დონის ამაღლების პირობებს.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
დ) დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საგადასახადო დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი ან სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი).
თავი II. სტაჟიორების შერჩევა და სტაჟირების გავლის წესი
მუხლი 4🔗
1. სტაჟიორად მიიღება სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული უმაღლესი სასაწავლებლის ეკონომიკური, იურიდიული, ტექნიკური ან სპეციალური განათლების მქონე პირი ან შესაბამისი ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
2. დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციფიკიდან გამომდინარე კანდიდატს წაუყენოს ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის “გ” ქვეპუნქტში მითითებული ერთერთი ან რამდენიმე ალტერნატიული მოთხოვნა.
3. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო წელი, თუ სტუდენტს სწავლების დამთავრებამდე დარჩენილი აქვს არა უმეტეს 6 თვისა.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სპეციალურ განათლებად ჩაითვლება საგადასახადო-საბაჟო საქმე, საგადასახადო-საბაჟო საქმის ორგანიზაცია და მართვა, საბაჟო სამართალი, საბაჟო საქმის ეკონომიკა, თუ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თავმჯდომარის (უფროსის) მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
მუხლი 5🔗
1. სტაჟიორების შერჩევის პროცედურები იწყება დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
2. კანდიდატების განცხადებები დაწესებულებაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ დაწესებულებაში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სამდივნოს წარედგინება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საჯაროდ გაცნობიდან ორი კვირის ვადაში ყოველ სამუშაო დღეს 10 სთ-დან 18 სთ-მდე.
მუხლი 6🔗
1. სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მსურველმა, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმე დანართი №1ის შესაბამისად;
ბ) დიპლომის ასლი (უმაღლესი განათლების მქონე პირისათვის);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან;
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ვ) ორი ფოტოსურათი.
2. დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა დიპლომის ასლის ნაცვლად უნდა წარმოადგინოს დახასიათება-შუამდგომლობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სპეციალური სასწავლებლიდან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებულ ანკეტა-რეზიუმეში კანდიდატმა უნდა მიუთითოს დაწესებულების ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც მას სურვილი აქვს გაიაროს სტაჟირება. ამასთან, კანდიდატს უფლება აქვს მიუთითოს დაწესებულების ერთზე მეტი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
4. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ბ) უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) მომხმარებლის დონეზე უნდა შეეძლოს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობა (Windows, Word, Excel).
მუხლი 7🔗
1. სტაჟირებაზე პირის მიღება ხდება ტესტირების და გასაუბრების წესით.
2. ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების თარიღი, აგრეთვე ტესტირებასთან და გასაუბრებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების ვადები განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.
3. ტესტირებას და გასაუბრებას ატარებს მინისტრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირთა ჯგუფი ან საკონკურსოსაატესტაციო კომისია. მინისტრის გადაწყვეტილებით ტესტირება და გასაუბრება შეიძლება განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულმა ორგანიზაციამ.
4. ტესტირებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებიც დადგენილ ვადებში წარუდგენენ დაწესებულებას ამ წესით განსაზღვრულ საბუთებს.
5. ტესტირება ტარდება ზოგად უნარ-ჩვევებში.
6. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირებაზე ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვა მოითხოვს დიდი ხარჯების გაწევას, დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს სტაჟირებაზე მიღება და სტაჟიორის საბოლოო შეფასება განახორციელოს მხოლოდ გასაუბრების ფორმით.
მუხლი 8🔗
1. ტესტი შეიცავს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ოდენობის საკითხებს. ტესტის პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი.
2. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 (ნული) ქულით.
3. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი ან არც ერთი პასუხი არ არის შემოხაზული, ტესტის ამოხსნა შეფასდება 0 (ნული) ქულით.
4. კანდიდატი, რომელიც სწორად უპასუხებს ტესტების საერთო რაოდენობის იმ ზღვარს, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი, უფლებამოსილია გაიაროს გასაუბრება.
5. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად კანდიდატს ეძლევა მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული აქტით განსაზღვრული დრო. დროის გადაცილების შემდეგ გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და კანდიდატს დაეწერება შეფასება 0 (ნული).
6. კანდიდატები მიიღებენ გაფრთხილებას დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. პირველი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე.
7. ტესტური გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო დარბაზში შემოაქვთ დალუქული ყუთები, რომელშიც მოთავსებულია დალუქული კონვერტები.
8. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის (ჯგუფის) წარმომადგენელი კანდიდატთაგან მოიწვევს რამდენიმე პირს, რომლებიც შეამოწმებენ, არის თუ არა ყუთი სწორად დალუქული. დალუქული ყუთი იხსნება მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის (ჯგუფის) წარმომდგენელთა თანდასწრებით
9. ყოველ კანდიდატს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ტესტი და პასუხების ფურცელი.
10. კონვერტის გახსნამდე თითოეული კანდიდატი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებული, ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, კანდიდატი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ახალი ტესტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.
11. ტესტურ გამოცდაზე გამოცხადებული კანდიდატებისათვის საგამოცდო ტესტების დარიგების შემდეგ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაცია (ჯგუფი) ითვლის დარჩენილი ტესტების რაოდენობას, ადგენს აქტს და ლუქავს ტესტებს სპეციალურ ყუთში.
12. საგამოცდო ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის (ჯგუფის) წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხების ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ჩატარებისათვის.
13. ტესტურ გამოცდაზე აკრძალულია ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, ასევე მობილური ტელეფონის, კალკულატორის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა.
14. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის ან ტექნიკური საშუალების გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0 (ნული).
15. ტესტური გამოცდის პასუხები მოწმდება მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის (ჯგუფის) შერჩეული უფლებამოსილი პირების მიერ კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით.
16. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმებისას დაცულია კანდიდატისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.
მუხლი 9🔗
1. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტურ გამოცდას, გადიან გასაუბრებას მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ორგანიზაციასთან (ჯგუფთან).
2. დაწესებულების ადმინისტრაციულ დეპარტამენტში (სამმართველოში) იქმნება საინფორმაციო ბაზა, რომელშიც ხდება ტესტირებასა და გასაუბრებაში წარმატებული კანდიდატების აღრიცხვა. ერთიან მონაცემთა ბაზაში აღრიცხული კანდიდატების შედეგები გაითვალისწინება შემდეგი ტესტირების ჩატარებისას.
3. ტესტირებაზე ერთხელ გავლილი კანდიდატი ერთი წლის განმავლობაში მეორედ ტესტირებაზე არ დაიშვება.
4. დაწესებულებაში კანდიდატის სტაჟირებაზე მიღების გადაწყვეტილებას ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების საფუძველზე და მე-10 მუხლის გათვალისწინებით იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი. სტაჟირებაზე მიღებული პირი მიღებისთანავე ვალდებულია ხელი მოაწეროს დანართი №3ში მოცემული შინაარსის ხელწერილს.
5. მიღების შემდეგ სტაჟიორი გაივლის სავალდებულო ტრეინინგს სასწავლო ცენტრში, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ვადით, შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკის გათვალისწინებით.
6. სტაჟიორს ხელმძღვანელად დაენიშნება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამდებობის პირი.
მუხლი 10🔗
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ, ხოლო სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებში – შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
მუხლი 11🔗
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
2. დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პერიოდულად ისმენს და განიხილავს სტაჟიორის ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
3. სტაჟიორის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა-განხილვისას მხედველობაში მიიღება სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის აზრი სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
4. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ ხდება სტაჟიორის შეფასება სტაჟიორის ხელმძღვანელის მიერ. სტაჟიორის ხელმძღვანელის მიერ განზრახ არასწორი შეფასება იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
5. სტაჟიორის შეფასების შემდეგ ხდება სტაჟიორის ტესტური წესით გამოცდა მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ორგანიზაციის (ჯგუფის) მიერ. ტესტური გამოცდა ტარდება სპეციალიზაციის მიხედვით შესაბამის დისციპლინებში. აღნიშნული ტესტები ტარდება ამ წესით დადგენილი დებულებების შესაბამისად.
6. ტესტური გამოცდების შედეგებთან ერთად განიხილება სტაჟიორის მიერ წარმოდგენილი, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებული რეფერატი, იმ ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
8. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა დანართი №2ში მოცემული ფორმის სტაჟირების სერტიფიკატი (მოწმობა) და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია დანიშნოს იგი ვაკანტურ თანამდებობაზე საგამოცდო ვადით.
თავი III. სტაჟიორის უფლებები
მუხლი 12🔗
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გარდა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს, ისარგებლოს სამინისტროს ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს სისტემის შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასა და შეხვედრებში.
გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამის საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. სტაჟიორი სამინისტროს სისტემის საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს სამინისტროს სისტემის საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხებს.
3. სტაჟიორს უფლება აქვს სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სემინარებსა და კონფერენციებში.
თავი IV. სტაჟიორის მოვალეობები
მუხლი 13🔗
სტაჟიორი მოვალეა:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს სისტემის დებულებითა და შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის დებულებებით;
ბ) დაიცვას შინაგანაწესი და შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები;
გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სამინისტროს სისტემის იმ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას;
დ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
თავი V. სამინისტროს მოვალეობები
მუხლი 14🔗
სამინისტრო ვალდებულია სტაჟიორს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად შეუქმნას სათანადო პირობები.
მუხლი 15🔗
სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა.
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით.
გ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა.
დ) ხელი შეუწყოს სტაჟიორისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
თავი VI. სტაჟირების გავლის სხვა პირობები
მუხლი 16🔗
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სავალდებულო ტრეინინგის არგავლა ან უარყოფითი შეფასების მიღება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) პირადი განცხადება;
ე) ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;
ვ) სტაჟიორის უმაღლესი სასწავლებლიდან გარიცხვა (უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის);
ზ) სტაჟიორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა;
თ) მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წინადადების ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, ხოლო სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავმჯდომარე (უფროსი).
მუხლი 17🔗
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში, სტრუქტურულ ქვედანაყოფში თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი (მოწმობა).
მუხლი 18🔗
სტაჟირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ადმინისტრაციული სამმართველო (ადმინისტრაციული დეპარტამენტი, კადრების მართვის სამმართველო, კადრების სამსახური), რომელიც ვალდებულია სტაჟირების მიმდინარეობის საკითხებზე 2 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრს ან შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და ტერიტორიული ორგანოს თავმჯდომარეს (უფროსს).
თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 19🔗
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმე
ცნობები თქვენს შესახებ
1. სახელი, მამის სახელი, გვარი
2. დაბადების თარიღი, ადგილი
3. ბინის მისამართი
4. საკონტაქტო ტელეფონები
ბინა
სამსახური
მობილური
5. საპასპორტო მონაცემები
ნომერი
პირადი ნომერი
გაცემის თარიღი
გაცემის ადგილი
6. განათლება
სწავლების წლები
სასწავლო დაწესებულება
ფაკულტეტი
სპეციალობა
ხარისხი
1.
2.
3.
4.
7. უცხო ენის ცოდნა
ძალიან კარგად
კარგად
საშუალოდ
ცუდად
q
q
q
q
q
q
q
q
q
q
q
q
q
q
q
q
8. სპეციალური ან პროფესიული ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრეინინგები გაქვთ გავლილი)
9. შრომითი საქმიანობა
სამუშაოზე მოწყობის თარიღი
სამუშაოდან წასვლის თარიღი
მუშაობის ადგილი (ორგანიზაციის დასახელება)
დაკავებული თანამდებობა; სახელფასო განაკვეთი
წასვლის მიზეზები
1.
2.
3.
4.
5.
o დაოჯახებული
o დაუოჯახებელი
o განქორწინებული
o ქვრივი
10. ოჯახური მდგომარეობა:
(ქვემოთ მიუთითეთ თქვენი ოჯახის წევრების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი - რ. /თ. / წ., სამუშაო ადგილი, თანამდებობა).
დედა:
მამა:
და:
ძმა:
მეუღლე:
შვილი:
11. დაწესებულება, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება:
q საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი
q საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი;
q საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი;
q საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი)
12. ქვედანაყოფი რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება:
12.1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი
q საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
q იურიდიული დეპარტამენტი
q ადმინისტრაციული დეპარტამენტი
q მინისტრის აპარატი
q საბიუჯეტო დეპარტამენტი
q საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი
q ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი
q საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი
12.2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი;
q საგადასახადო დეპარტამენტის გადამხდელთა დაბეგვრისა და გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების სამმართველო;
q საგადასახადო დეპარტამენტის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების ორგანიზების მეთოდების, კონტროლის კოორდინაციისა და არაპირდაპირი გადასახადების მონიტორინგის სამმართველო;
q საგადასახადო დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო;
q საგადასახადო დეპარტამენტის გადამხდელთა რეგისტრაციის სამმართველო;
q საგადასახადო დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;
q საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო შემოსავლების და საგადასახადო დავალიანებათა აღრიცხვა-ანგარიშგების და ანალიზის სამმართველო;
საგადასახადო დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსური და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;
q საგადასახადო დეპარტამენტის კადრების მართვის სამმართველო;
q საგადასახადო დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;
q საგადასახადო დეპარტამენტის აქციზური მარკების სამმართველო;
q საგადასახადო დეპარტამენტის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველო;
q საგადასახადო დეპარტამენტის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;
q საგადასახადო დეპარტამენტის ლიცენზირებისა და აქციზური საქონლის მოძრაობის აღრიცხვის სამმართველო;
12.3 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი;
q საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველო;
q საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველო;
q საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
q საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;
q საბაჟო დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველო;
q საბაჟო დეპარტამენტის იურიდიული სამმართველო;
q საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების განყოფილება;
q საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო-საგუშაგო;
q საბაჟო დეპარტამენტის გამშვები პუნქტი;
q საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო-საგუშაგო პორტი.
12.4 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი)
q სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი;
q აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი;
q საოპერაციო დეპარტამენტი;
q საანგარიშსწორებო ცენტრი;
q ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
q ინფორმატიკის დეპარტამენტი.
ვადასტურებ ჩემს მიერ წარმოდგენილ მონაცემთა სიზუსტეს და ვეთანხმები შემოთავაზებულ პირობებს
ხელმოწერა -----------------------------------------------
თარიღი -----------------------------------------------------
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი
№
ეს სერტიფიკატი ეძლევა _____________________________________
(სახელი, გვარი)
მასზედ, რომ მან 200 წლის „ “ ________ დან 200 წლის „ “ _______მდე
წარმატებით გაიარა სტაჟირების სრული კურსი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
____________________________________________________
(საქვეუწყებო დაწესებულება/სტრუქტურული ქვედანაყოფი)
უფლებამოსილი თანამდებობის
/ /
პირის ხელმოწერა
დანართი №3
ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი
შეგნებული მაქვს რა ჩემზე დაკისრებული მოვალეობები, სტაჟირების გავლის პერიოდში პასუხისმგებელი ვარ ჩემს ქმედებებზე, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
სტაჟიორის ხელმოწერა
/ /
„ “ ---------------- 200 წ.
უფლებამოსილი თანამდებობის
/ /
პირის ხელმოწერა