📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.07.2011
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №133
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110721014, 22/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,774 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.2011 მიღება
01.07.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 63.0pt 31.5pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №133 2011 წლის 19 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:      მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.      მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №211 ბრძანება (სსმ III, 02.06.2009, № 67, მუხ. 739).      მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ხ . კალმახელიძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. თავი II დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილება     მუხლი 5🔗 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით , წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზება და კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების მომზადებისა და გაფორმების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშგების ანალიზი და განხილვა; ვ) სამინისტროს ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენა და დროულად წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება და შესაბამისი აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების შენობების დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება. 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტისა და სპეციალური სახსრების შემოსავლებისა და ხარჯთა ნუსხის საპროგნოზო მაჩვენებლების წარმოდგენა დამტკიცებული ვადების შესაბამისად; ბ) ბიუჯეტის პროექტის შედგენის, დაფინანსების, ანგარიშგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მიიღოს საჭირო მონაცემები და ინფორმაცია ან/და შესაბამისი ახსნა-განმარტების მისაცემად მოიწვიოს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები; გ) სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით, შეიმუშაოს პროექტები და სამუშაო გეგმები. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები     მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენას; ე) განსაზღვრავს სამინისტროს ბიუჯეტის გადასახდელების მიმართულებებს; ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ორგანიზებას უწევს ტენდერების მარკეტინგული სამუშაოების ჩატარებას; ზ) აანალიზებს დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მდგომარეობას; თ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; ი) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; მ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ნ) ანგარიშს წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს დეპარტამენტში შემა ვალი სამმართველოების უფროსებისა და მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებას; დ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით სხვა უფლება- მოვალეობებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტისადმი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.     მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.     მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამმართველოს მრჩევლები; ბ) სამმართველოს მთავარი სპეციალისტები; გ) სამმართველოს სპეციალისტები. 2 . დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3 . დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმ დებლობით. 4 . დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი უფლებამოსილებანი     მუხლი 11🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო; ბ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველო; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.     მუხლი 12🔗  საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვას და დროულად გაცემას; ბ) უზრუნველყოფს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროულ აღრიცხვას; გ) მონაწილეობას იღებს არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარებაში და ახორციელებს ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროულ განსაზღვრასა და ბუღალტრულ აღრიცხვაში მის ასახვას; დ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან ბალანსების დროულად მიღებას, ადგენს სამინისტროს ნაერთ ბალანსს; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.     მუხლი 13🔗  ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, შესაბამისი დაწესებულებისათვის დასამტკიცებლად წარდგენას და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრების დაშვებას; ბ) წლიურ საბიუჯეტო კანონსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში სამინისტროს საშუალო ვადიანი სამოქმედო გეგმის ასახვის მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას; გ) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს სისტემის თითოეული დაწესებულების მიხედვით გადასახდელების კვარტალური განწერის შედგენას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას; დ) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას; ე) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობის შესაბამისად; ვ ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას და კორექტირებას; ზ ) უზრუნველყოფს წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის დროულ წარდგენას საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში; თ ) უზრუნველყოფს წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევას და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას; ი ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების წარმართვას, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემასა და აღრიცხვას; კ ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან; ლ ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადებას; მ ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კვარტალური და ხელშეკრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენას; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 14🔗 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას; ბ) მონაწილეობს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში; გ) უზრუნველყოფს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას, შეიმუშავებს ღონისძიებებს სახანძრო უსაფრთხოების განმტკიცებისათვის სახანძრო ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლების გათვალისწინებით; დ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს მოვლა-პატრონობას და დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო-სამეურნეო ნარჩენების დროულად გატანას; ე) კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების პროცესს; ვ) წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობებს და მონაცემებს წარუდგენს შესყიდვების სამმართველოს; ზ) უზრუნველყოფს შენობის გათბობის საკითხების ორგანიზებას, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილებით მომარაგებისათვის საჭირო განაცხადის მომზადებას; თ) კონტროლს აწესებს საწვავის ხარჯვასა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე, სამინისტროში დაშვებული ლიმიტების შესაბამისად; ი) ინსპექტირებას უწევს სამინისტროს სამსახურებრივი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას; კ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობას შენობაში ელექტრო, წყალსაკანალიზაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; ლ) კოორდინაციას უწევს სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას; მ) უზრუნველყოფს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.