საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.07.2011
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №137
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110721016, 22/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.05.2019
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in .5in 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და
იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №137
2011 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №156 ბრძანება (სსმ III, 28.04.2009, № 51, მუხ. 580).
მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ
. კალმახელიძე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში
– დეპარტამენტი) არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში
– სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის უფლებამოსილება, ვალდებულება, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებებით, მითითებებით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
თავი II
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაციული მომსახურება;
ბ) საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა;
გ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებისა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ვ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;
ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხთა მომზადება;
თ) სტაჟირების წესების შემუშავება და სტაჟირების გავლის ორგანიზება;
ი) სამინისტროს შენობაში გარე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება და კონტროლი;
კ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება, მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;
ლ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციების სტატისტიკა და შესრულებაზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
მ) საკონტროლო კორესპონდენციების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ნ) დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ო) საქმისწარმოებისათვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვა და კონტროლი;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის დავალებების, ბრძანებებისა და მითითებების შესრულების უზრუნველყოფა;
ჟ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
რ) შინაგანაწესის შემუშავება;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
ტ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
უ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ საშტატო იარაღის ბრუნვისა და უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთათვის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვა და კონტროლი;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება;
ქ) სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციის შედგენის კოორდინაცია და ანალიზი, პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა;
ღ) კადრების მართვის არსებული საინფორმაციო ბაზის სრულყოფა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა;
ყ) სამინისტროში პრაქტიკის გავლის მიზნით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
შ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;
ჩ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „საჯარო სამსამხურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ შესაბამისად (რანგირების მიხედვით) სამინისტროს მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების პროცედურის ორგანიზება;
ც) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისათვის და საქართველოს პარლამენტისათვის ანგარიშის მომზადება და მიწოდება;
ძ) სამინისტროს მოსამსახურეთა სწავლების, ტრენინგების მოწყობის ორგანიზაცია;
წ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სამედიცინო სამსახურებიდან მოწოდებული მონაცემების შედეგად სამინისტროს აპარატის ერთიანი სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელის წარმოება;
ჭ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომის ოქმის წარმოება ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სხდომების ოქმების მიწოდების უზრუნველყოფა დავალებების შესაბამისად;
ხ) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება-განახლებისათვის, სტრუქტურული ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის (მასალის) შეკრება, დამუშავება და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისთვის საბოლოო სახით მიწოდება ვებგვერდზე განთავსების მიზნით;
ჯ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატელეფონო (მობილური) სიმბარათების გაცემა-აღრიცხვიანობისა და კორპორატიულ ქსელში გააქტიურების უზრუნველყოფა;
ჰ) სამინისტროს სისტემაში გამართული ღონისძიებების გაშუქების ორგანიზება, სამინისტროს საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალის მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;
ჰ1) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საშვების დამზადების, აღრიცხვისა და გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წი
ნაშე.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებისათვის;
ბ) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შესრულებულ კორესპონდენციებს;
გ) ახდენს ვიზირებას დეპარტამენტის მიერ მომზადებულ კორესპონდენციებზე;
დ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დეპარტამენტის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;
ე) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ვ) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ზ) ხელს უწყობს დეპარტამენტში შრომის სათანადო პირობების, თანამშრომელთა კეთილგანწყობილი, ჯანსაღი დამოკიდებულების შექმნას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას, თანამდებობრივ დაწინაურებას;
თ) ხელს აწერს სამინისტროს მოსამსახურეებთან მინისტრის მიერ დანიშნული სათათბირო სხდომის ოქმს;
ი) ხელს აწერს ცნობებს სამინისტროს მოსამსახურეთა და თანამდებობის პირთა სამუშაო ადგილისა და ხელფასის შესახებ;
კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
2. დეპარტამენტის უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტის
უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის
უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის
უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების
მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-
მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს მინისტრის და დეპარტამენტის
უფროსის დავალებით სხვა უფლება-
მოვალეობებს.
3. დეპარტამენტის
უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტისადმი
დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის
უფროსის და მინისტრის წინაშე.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) მინისტრის თანაშემწე;
ბ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;
გ) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები;
დ) სამმართველოს მრჩევლები;
ე) სამმართველოს მთავარი სპეციალისტები;
ვ) სამმართველოს სპეციალისტები.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი IV
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 10🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო.
მუხლი 11🔗
საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები:
ა) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ბ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
გ) დოკუმენტაციის აღნუსხვა და რეგისტრაციაში გატარება;
დ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და დანიშნულებისამებრ მისი მიტანის განხორციელება; ასევე მისი შესრულების კონტროლი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;
ე) კომპეტენციის ფარგლებში საკონტროლო კორესპონდენციების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ვ) დოკუმენტაციის არქივში შესანახად მომზადება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
თ) საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების კონტროლი;
ი) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების პირველადი დამუშავების, წინასწარი გარჩევის, რეგისტრაციის, ინდექსაციის, ხელმძღვანელობის მიერ განხილვის, შემსრულებლებისათვის შესრულების ვადის განსაზღვრისა და შემსრულებელთათვის გადაცემის უზრუნველყოფა;
კ) მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი საქმეების საუწყებო არქივში ჩასაბარებლად მომზადება და უზრუნველყოფა.
მუხლი 12🔗
საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები:
ა) სამინისტროს მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების წარმოება, შრომისუუნარობის ფურცლებისა და მივლინებების გაფორმება;
ბ) დამტკიცებული ნიმუშებისა და დებულების შესაბამისად სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა სამკერდე ნიშნებისა და სამსახურებრივი მოწმობების დამზადება-გაცემის ორგანიზება;
გ) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის წარმოება;
დ) მინისტრის ბრძანებათა პროექტების, სამსახურში დანიშვნისა და გათავისუფლების, შვებულებების, პრემიების, დაჯილდოების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, შრომისუუნარობის ფურცლებისა და მივლინებების მომზადება და კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმება;
ე) პერსონალის სტაბილურობის, გადაადგილებისა და დენადობის სისტემური ანალიზი, ამ საკითხების თაობაზე ინფორმაციისა და მასალის დეპარტამენტის უფროსისათვის მიწოდება;
ვ) საკადრო საკითხებზე სხვადასხვა საცნობარო მასალის მომზადება;
ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხთა მომზადება;
თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებებში მოწვეულ შტატგარეშე მოსამსახურეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების ვადების დაცვის კონტროლისა და სათანადო დოკუმენტების შევსების სისწორის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროში თანამდებობაზე დასანიშნი პირის მიერ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად ყველა სავალდებულო დოკუმენტის წარმოდგენის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება და კანონმდებლობის შესაბამისად მათი შენახვა;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შრომის წიგნაკებში აუცილებელი ჩანაწერების შეტანა;
მ) სამმართველოში მომზადებული მინისტრის ბრძანებების ასლების დამოწმება და ბრძანებებიდან ამონაწერების მომზადება;
ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციის შედგენის კოორდინაცია და ანალიზი, პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა;
ო) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „საჯარო სამსამხურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ შესაბამისად (რანგირების მიხედვით) სამინისტროს მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების პროცედურის ორგანიზაცია;
პ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატელეფონო (მობილური) სიმბარათების გაცემა-აღრიცხვიანობისა და კორპორატიულ ქსელში გააქტიურების უზრუნველყოფა;
ჟ) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს ბეჭდის გამოყენება და მისი კონტროლი.
მუხლი 13🔗
მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
:
ა) სამინისტროს სისტემაში გამართული ღონისძიებების გაშუქებისა
და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენელთა დასწრების
ორგანიზება;
ბ) სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიმართვებისა და განცხადებების მომზადება და მათი
გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებ
ით;
გ) სამინისტრო
ს ვებ-
გვერდის განახლები
სა და წარმოების კოორდინაცია
;
დ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალის მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;
ე)
სამინისტროს სისტემაში გამართული ღონისძიებების ფოტო და ვიდეო მასალის წარმოება, შესაბამის ადრესატებთან დაგზავნა და დაარქივება.
ვ) სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ბუკლეტების, ჟურნალ-გაზეთებისა და სტატიების მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება.