საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.01.2006
ძალის დაკარგვა 22.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 480010000.22.030.008117
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 08/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,983 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2006 მიღება
22.12.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-42.5pt; line-height:150%; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:27.0pt 46.35pt 27.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.008.117 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №44 2006 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარდულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის №170 ბრძანება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ბეჟუაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობების წარმართვა და საქართველოს საკონსულო დაწესესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფა და გაფართოება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობების შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინის­ტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საერთო ხელმძღვანელობა და მათთვის საქმიანობის განხორ­ციელებაში ხელის შეწყობა; ბ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისა და გაფართოების შესახებ წინადადებების მომზადება; გ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იური­დიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინ­ტერესების დაცვის უზრუნველყოფისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება; დ) საგარეო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულ­ტურულ სფეროებში საქართველოს ინტერესებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა; ე) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრა­ციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პრო­ცესების მართვაში მონაწილეობა; ვ) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავში­რებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონ­მდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მომ­ზა­დებაში მონაწილეობა და წინადადებების შემუ­შავება; ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართვე­ლოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქარ­თველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; თ) საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; ი) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ მიმა­ვალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა; კ) საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვა­დის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზ­ღვრო-გამტარ პუნქტებში არსებული საკონსულო-სავიზო პუნქტების საქმიანობის ხელმძღვა­ნელობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალა­ქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობა, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; ნ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისა მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია); ო) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებათა შემუშავება; პ) საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალური დოკუ­მენ­ტების საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან და საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთ­ხოვა; ჟ) საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზე­კვატურის გაფორმება; რ) საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების დაარსების, საკონსულო დაწესებულებების მეთაურთა და საკონსულო დაწსებუ­ლებების მუშაკთა, აგრეთვე საპატიო კონსულების ფუნ­ქციების შესასრულებლად პირთა დაშვების საკითხის შესწავლა, რეკომედაციის მომზადება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრუ­ლებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია იქონიოს მიმოწერა საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან, თუ ორგანიზაციებთან, კერძო პირებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან, საკონსულო დაწესებულებებთან.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, კურა­ტორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფ­ლებამოვალეობების განხორციელებისას და პასუხის­მგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუ­მენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ წერილებს; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; თ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ლ) კურატორი მინისტრის მოდგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტა-მენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურებს; მ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგი­ლე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემ­თხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, დირექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. 6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვა­ლისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დე­პარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) მონაწილეობს დეპარ­ტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. საკონსულო-სამართლებრივი სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საკონსულო სფეროში საქართველოს საერთა­შორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება; ბ) საკონსულო სფეროში არსებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთა­შორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვა­ნის მიზნით წინადადებების შემუშავება; გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთოებების სახელშეკრულებო, სამართლებრივი ბაზის განვითარება და სრულყოფა საზღვარგარეთ საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; დ) საკონსულო სამართლის სფეროში შემავალ ნორმატიულ აქტებზე და საქმეებზე დასკვნების მომზადება; ე) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და დახურვის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ვ) საპატიო კონსულთა საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ზ) საკონსულო პატენტის მომზადება; თ) საკონსულო ეგზეკვატურის მომზადება; ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და მათი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიწოდება; კ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილეობის მიღება; ლ) ექსტრადაციისა და მსჯავრდებულების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება. 2. საკონსულო ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს საკონ­სულო ურთიერთობათა სრულყოფისათვის გან­სახორ­ციელებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება; ბ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს საპატიო კონსულთა საქმიანობის ანალიზი და აღნიშნულის თაობაზე საინფორმაციო დასკვნის სისტემატური მომზადება; გ) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება; დ) საზღვარგარეთის კანონმდებლობის შესახებ ინ­ფორმაციის მოპოვება; ე) სავიზო საკითხების შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნების ანალიზი; ვ) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო დაცვის ხარისხის ასამაღლებლად საინ­ფორ­მაციო მასალისა და წინადადებების მომზადება; ზ) საკონსულო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან საქართველოს მიერთების შესახებ წინადადებების მომზადება; თ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრა­ციულ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრა­ციული პროცესების მართვაში მონაწილეობა; ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესე­ბულებების გახსნასა და დახურვის მიზანშეწონი­ლობის შესახებ საკითხების შესწავლა და რეკო­მენდაციების მომზადება; კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთკავშირების განვითარება-გაღრმავების სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მუშაობის ანალიზი და მათი სრულყოფისათვის წინადადებათა მომზადება; ლ) საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა ოპერატიული და კვალიფიციური მოგვარება იმ უცხო ქვეყანაში, სადაც არ არის დაარსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება. 3. საპასპორტო და მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტების, დასაბრუნებელი მოწმობისა და სხვა სამგზავ­რო დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობების გაცემაში, პასპორტების მოქმედების ვადის გაგრძელე­ბაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლო­ბებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმა­რება; გ) საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების გაცემა, ჩამორთმევა, შენახვა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება. 4. სავიზო ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოში მყოფ უცხოელთათვის ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათი გაუქმება, ასევე საქართველოს საკონსულო-სავიზო პუნქტებში საქარ­თველოს ვიზების გაცემის კონტროლი; ბ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში საქართველოს ვიზების გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება და გაუქმება; გ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესე­ბულებათა სავიზო საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია; დ) საქართველოს სავიზო ეტიკეტების, ანკეტებისა და სხვა სავიზო დოკუმენტაციის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ე) საქართველოში უკანონო მიგრანტთა გამოსავლენად შესაბამის უწყებებთან დადგენილი წესით თანამშრომ­ლობა; ვ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ინფორმირება იმ პირთა შესახებ, რომელთაც ეკრძალე­ბათ საქართველოში შემოსვლა; ზ) საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო რეჟიმის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; თ) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ პირთა სავიზო უზრუნველყოფა; ი) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ სამსახურებრივ მივლინებით მიმავალი ოფიციალური დელეგაციებისა და საჯარო მოხელეთა სავიზო უზრუნველყოფა; კ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, ასევე მძიმე ავადმყოფი ახლო ნათესავის მოსანახულებლად ან გარდაცვლილი ახლო ნათესავის გადმოსასვენებლად მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა; ლ) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე, სემინარებზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა; მ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა; ნ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა მოწვევით მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა; ო) განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ან მინისტრის მოადგილის დავალებით საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა. 5. ზოგად საკონსულო საკითხთა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქარ­თველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია); ბ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის უწყებებიდან დოკუმენტების გამოთხოვა; გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და სანოტარო საქმეებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გარ­დაც­­ვალების შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენ­ლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახ­მარე­ბა; დ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებისათვის უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვისას დახმარების აღმოჩენა; ე) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგ­ვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საქართველოს სამართალ­დამცავი ორგანოებისათვის მიწოდება; ვ) საქართველოში დაკავებულ უცხო მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის; ზ) მოქალაქეთა იმ კერძო წერილებზე მუშაობა, რაც შეეხება საზღვარგარეთ მათი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფას.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ ქვედანაყოფებს (სამმართველოებს) ხელმძღანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ვ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.