საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.01.2006
ძალის დაკარგვა 06.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 480010000.22.030.000008
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 08/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,600 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2006 მიღება
06.03.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:35.4pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-9.0pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:44.95pt 55.35pt 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.008.118 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №45 2006 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ბეჟუაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინის­ტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის წარმართვა; ბ) ნატო-ში საქართველოს მისიასთან, საქართველოში ნატო-ს მეკავშირე ოფიცერთან, საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოსთან და საქართველოში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში;  გ) თავდაცვის, უსაფრთხოების და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მისიებთან თანამშრომლობა და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია; დ) საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის, უსაფრთხოების და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია; ე) ახალ საფრთხეებთან – ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტრეფიკინგთან, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი), გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა და საქართველოს სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია; ზ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; თ) უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების საუბრის ძირითადი მიმართულებების მომზადებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი საკითხების ასახვის უზრუნველყოფა. 2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე; დ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; ე) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც ამ დებულების მე-2 მუხლით მიეკუთვნება დეპარტამენტის ფუნქციებსა და ამოცანებს.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ; დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას; ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; კ) მინისტრს აბარებს ანგა­რიშს დეპარტამენტის საქმიანო­ბის შესახებ; ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალე­ბებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. ნატო-ს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; ბ) ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრა; გ) ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; დ) ნატო-ში მიმდინარე პროცესების ანალიზი; ე) ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე ნატოსთან საქართველოს მისიასთან ერთად კოორდინირებულად მუშაობა; ვ) პროგრამაში ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” მონაწილე და საქართველოს ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მონაწილე შესაბამის სამინისტროებთან და სამთავრობო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ზ) პროგრამაში ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” მონაწილე და საქართველოს ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მონაწილე შესაბამისი სამინისტროების და სამთავრობო დაწესებულებების ნატო-სთან ურთიერთობათა კოორდინაცია; თ) ნატო-ში საქართველოს მისიასთან ერთად კოორდინირებულ და შეთანხმებული მუშაობა; ი) საქართველოში ნატო-ს მეკავშირე ოფიცერთან თანამშრომლობა; კ) საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოსთან და საქართველოში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ნატო-სთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსაციის შესახებ წინადადებათა მომზადება; მ) სამინისტროში ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირება. 2. ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და რეჟიმებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა. საქართველოს მიერ შესაბამის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და მონიტორინგის უზრუნველყოფა; ბ) ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და სამინისტროს საერთაშორისო-სამმართლებრივ და საკონსულო დეპარტამენტებთან ერთად, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებულ შესაბამის საკითხებზე მუშაობა; გ) შესაბამის ქართულ ორგანიზაციებთან სამინისტროს თანამშრომლობის უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტების შემუშავების და განხორციელების მიმართულებით; დ) შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებთან სამინისტროს თანამშრომლობის უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისი საბრძოლო მასალების საუტილიზაციო პროექტების განხორციელების მიმართულებით; ე) კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს თანამშრომლობის უზრუნველყოფა შესაბამისი ქართული დაწესებულებების საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით (ლაბორატორიული ინვენტარი, სპეციალური მოწყობილობები და ა.შ.) აღჭურვის პროექტების განხორციელების მიზნით; ვ) ეუთო-ს საინფორმაციო ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გაცვლა ,,ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ” ვენის 1999 წლის დოკუმენტის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების და ღია ცის ხელშეკრულებების შესაბამისად; ზ) საქართველოს მიერ შესაბამისი რეჟიმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ინფორმაციის მომზადება და დანიშნულებისამებრ გავრცელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვაში მონაწილეობის მიღება; ი) დეპარტამენტის ერთიანი სასაუბროების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსაციის შესახებ წინადადებათა მომზადება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გატარების უზრუნველყოფა, საერთაშორისო რეჟიმების იმპლემენტაციისათვის საჭირო ში-დასახელმწიფოებრივი საკანონმდებლო აქტების მომზადება; მ) რიგი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და შესაბამისი შეთანხმებების იმპლემენტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების პროცესის კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში; ნ) შესაბამისი პროფილის საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამინისტროს თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ო) საზღვრის დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; პ) შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ შეთანხმების საკითხებზე მუშაობა და სათანადო საექსპერტო ჯგუფებში საქმიანობა; ჟ) სპეციალური დიპლომატიური ნებართვის გაცემა უცხო ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავებისთვის და მრავალეროვნულ სწავლებებსა და ვარჯიშებში მონაწილე საქართველოს სამხედრო ხომალდებისთვის შესაბამისი ნებართვების უზრუნველყოფა.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ ქვედანაყოფებს (შემდგომში – ქვედანაყოფებს) ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ქვედანაყოფის უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე ქვედანაყოფზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ანაწილებენ ქვედანაყოფში შემოსულ მასალებს; ე) ქვედანაყოფის სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებენ ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.