საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.01.2006
ძალის დაკარგვა 12.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 480330000.22.030.008119
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 08/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:18.75pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:31.5pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 56.7pt 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.330.000.22.030.008.119
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №48
2006 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო) არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსა-ხორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებების დაფარვისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასაჭერი კანდიდატურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სრუქტურული ქვედანაყოფებისგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე;
დ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
ე) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;
დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) პასუხისმგებელია და ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში არსებული ოფიციალური კორესპონდენციის კლასიფიცირებისა და დოკუმენტბრუნვის კოორდინაციის პროცესს, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში სასაშვო რეჟიმის დაცვის ღონისძიებებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ზ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
ი) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
ლ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
მ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. გაეროს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გაეროსა და საქართველოს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ბ) ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადება;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
დ) გაეროს გენერალური ასამბლეის, ეკოსოკისა და ადამინის უფლებათა კომისიის მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის მოპოვება და მისი ანალიზი;
ე) გაეროს განვითარების პროგრამასთან გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა და მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა;
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების განხორციელების კონტროლი.
2. ეუთოს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მუშაობა ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
ბ) ეუთოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასა და საქართველოში ეუთოს მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობის კოორდინირება ეუთოსთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად;
დ) კომპეტენცის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება. ამ მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ე) ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამის განხორციელებაზე კონტროლი;
ვ) ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
3. ევროპის საბჭოს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ მიზნით საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
გ) ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი;
დ) ოფიციალური ვიზიტებისთვის სასაუბროების მომზადება;
ე) ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან და თბილისში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროსთან თანამშრომლობა;
ვ) ევროპის საბჭოს კომიტეტებთან თანამშრომლობა და მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა;
ზ) ევროპის საბჭოს კონვენციების ანალიზი და მათზე დასკვნების მომზადება.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე კონტროლს;
დ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს;
ვ) დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებული არის კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.