საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.01.2006
ძალის დაკარგვა 06.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 480010000.22.030.008120
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 08/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 927 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2006 მიღება
06.03.2009 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; font-style:italic; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 46.35pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.008.120 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №41 2006 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის  დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ბეჟუაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური    პროტოკოლის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ორგანიზებას უწევს უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვას, საქართველოში აკრედი-ტებულ დიპლომატიურ მისიებთან, საკონსულო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინის­ტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; ბ) საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების დაგეგმვა და ორგანიზება; გ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების და სამინისტროს თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინებების დროს სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა; დ) საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით ჩამოსული უმაღლესი და მაღალი დონის სტუმრების საჩუქრებითა და სამახსოვრო სუვენირებით უზრუნველყოფა; ე) საკონსულტაციო დახმარების გაწევა საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისადმი უცხოელი სტუმრების მიღების ორგანიზაციისა და დიპლომატიური პროტოკოლის ნორმების დაცვის საკითხებში; ვ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნების სიგელის  გადაცემის ცერემონიალის დაგეგმვა-ორგანიზება; ზ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა თანამშრომლებისათვის დიპლომატიური, საკონსულო და სამსახურებრივი ბარათების განსაზღვრა კლასიფიკაციის მიხედვით და გაცემა; თ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი; ი) საქართველოს ელჩის დანიშვნის შესახებ აგრემანის მოთხოვნა და საქართველოს ელჩისათვის რწმუნებათა სიგელის დამზადების უზრუნველყოფა, ამასთანავე რწმუნებათა სიგელების თარიღების რეგისტრაცია; კ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად, ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი წერილებისა და დეპეშების დამზადება; ლ) საქართველოს ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; მ) ქვეყნის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წევრების მოგზაურობის დაგეგმვა და განხორციელება საჭიროების შემთხვევაში; ნ) საჭიროებისას დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილი სხვადასხვა ოპერატიული პრობლემის განხილვა-გადაწყვეტა; ო) საერთაშორისო პროტოკოლის პრინციპებისა და  ნორმების დაცვის მიზნით, დეპარტამენტი აწარმოებს თეორიულ-მეთოდურ საქმიანობას საქართველოში არსებული საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ და ვიზას ადებს სამინისტროდან გასაგზავნ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის შესახებ; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის  ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 6. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.