საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.02.2009
ძალის დაკარგვა 27.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-32
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.012782
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 17/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Avaza;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:84.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.070.000.22.032.012.782
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-32
2009 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანდართული ტიპური დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიული ორგანოებია: გარე კახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, შიდა კახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, ქვემო ქართლის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, მცხეთამთიანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, იმერეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, სამეგრელო-ზემოსვანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, გურიის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო (შემდგომში – სამმართველო), რომლებიც შექმნილია „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილების საფუძველზე.
2. სამმართველო საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთულში თავისი კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და განკარგულებით, მოქმედი ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით და ამ დებულებით.
4. სამმართველოს საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
5. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ფუნქციები და მოვალეობები
შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სამმართველოს ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) ეროვნული ტრადიციების და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული რეფორმების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და მიწოდება მეწარმეთათვის (ფერმერთათვის);
გ) აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო მიწების შესწავლა და სათანადო ღონისძიებების დასახვა მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის;
დ) დასაქმებული მიწათმოსარგებლეებისათვის საინფორმაციო საკონსულტაციო მომსახურების განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ე) ბაზრის მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
ვ) პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების და ინფორმაციების მიწოდება ადგილობრივი მიწათმოსარგებლეებისათვის;
ზ) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მომზადება და დროული მიწოდება სამინისტროსათვის;
თ) სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტის განსაზღვრაში და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) სოფლის მეურნეობის განვითარების, რეფორმების და პრობლემების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, მუდმივი განახლებით;
კ) მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებების და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
მუხლი. 3 სამმართველოს სტრუქტურა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულებისათვის;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა და სამმართველოს სხვა მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვან შესრულებას;
ე) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეების პრემიის ან სხვა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია უფლებამოვალეობის შესრულებისათვის;
ზ) პერიოდულად ისმენს მოსამსახურეების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) წარადგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.