საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.02.2009
ძალის დაკარგვა 27.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-33
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.012783
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 17/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Avaza;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:48.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-30.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Avaza","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 60.0pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.012.783
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-33
2009 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. რეგიონალური მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები
დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობებია:
ა) სოფლის მეურნეობის სფეროში რეგიონალური პოლიტიკისა და მისი განვითარების თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ბ) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების თაობაზე პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების ინფორმაციული უზრუნველყოფა სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შესახებ;
დ) სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია;
ე) მიწის რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზება და ხელშეწყობა;
ვ) საქართველოს ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების (ნიადაგის ატლასების) ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა, დაცვა, განახლება;
ზ) სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზარალის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;
თ) მოსავლის დროული რეალიზაციის მიზნით მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოდან მიღებული სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის ფერმერთათვის მიწოდება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კ) დადგენილ ვადაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და სამინისტროს შესაბამისის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილებას განკუთვნილ საკითხთა მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
მ) კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის კურატორი მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულებისათვის;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტისადმი დაკისრებული როგორც წერილობითი, ისე ზეპირი დავალებების, განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას, დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ზ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის;
თ) მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისაა და მინისტის კურატორი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოსილებებს;
ე) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
7. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
8. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
9. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან სხვადასხვა გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;
ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. მიწათსარგებლობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა) რეგიონების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აღრიცხვა და ცვალებადობის შესახებ ბალანსის შედგენა;
ბ) საქართველოს ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების (ნიადაგის ატლასების) ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა, დაცვა, განახლება;
გ) საქართველოს ნიადაგების ხარისხობრივი მახასიათებლების ერთიანი საინფორმაციო ბანკის საფუძველზე მიზნობრივი თემატური რუკების შედგენა;
დ) მიწების კონსოლიდაციის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ე) მიწის რაციონალურად გამოყენების შესახებ წინდადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და მათი განხორციელებისადმი ხელშეწყობა;
ვ) ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებისა და მისი შენარჩუნებისათვის საჭირო რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება, მიზნობრივი პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელებისადმი ხელშეწყობა;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. რეგიონალური მართვის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა:
ა) სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების ინფორმაციული უზრუნველყოფა სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობებზე;
ბ) სამინისტროს მიმდინარე პროექტებში რეგიონალური სამმართველოების მონაწილეობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
გ) რეგიონალური სამმართველოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
დ) სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
ე) რეგიონალური სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) რეგიონებში აგროსექტორის განვითარების შემაფერხებელი ძირითადი ფაქტორების განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება მათი აღმოფხვრის მიზნით;
ზ) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების თაობაზე პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
თ) სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზარალის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;
ი) მოსავლის დროული რეალიზაციის მიზნით მარკეტინგული კვლევის სამმართველოდან მიღებული სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის ფერმერთათვის მიწოდება;
კ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.