⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2010)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.02.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №83/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.012803
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 19/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,290 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2009 მიღება
01.01.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.012.803 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის      ბრძანება №83/ნ 2009 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მარტყოფის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებად. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების თანდართული დებულება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. კვიტაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირების (შემდგომში – ბენეფიციარების) ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას. 2. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. დაწესებულება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სოციალური დახმარების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. დაწესებულების მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი.     მუხლი 2🔗. დაწესებულების მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი და პრინციპები 1. დაწესებულების მიზანია ბენეფიციარებისათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებასა და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას. 2. დაწესებულების ძირითადი ფუნქციებია: ა) ბენეფიციართათვის ოჯახური გარემოს მსგავსი პირობების შექმნა; ბ) ბენეფიციართა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; დ) ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ე) ბენეფიციართა გართობისა და დასვენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. 3. დაწესებულების საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბენეფიციართა სოციალური სადღეღამისო მომსახურება, მათი სპეციფიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით განსაზღვრულ ნორმათა დაცვით. 4. დაწესებულება დაკისრებული მიზნების და ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: ა) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა; ბ) დამოუკიდებლობა კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას.     მუხლი 3🔗. დაწესებულებაში ბენეფიციართა ჩარიცხვა დაწესებულებაში ბენეფიციართა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.     მუხლი 4🔗. ბენეფიციარის უფლებები 1. დაწესებულების ბენეფიციარს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს განათლება; ბ) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ; გ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს დირექტორის, დაწესებულების სხვა თანამშრომლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა; ე) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან; ვ) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. 2. ბენეფიციარი ვალდებულია შეასრულოს დაწესებულების შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, პატივი სცეს სხვა ბენეფიციართა და თანამშრომელთა უფლებებს.     მუხლი 5🔗. დაწესებულების მართვა 1. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. დაწესებულების დირექტორი: ა) წარმოადგენს დაწესებულებას და ანიჭებს წარმომადგენლობას; ბ) მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესრულებაზე; გ) ახორციელებს დაწესებულების საერთო ხელმძღვანელობას; დ) ახორციელებს დაწესებულების ფუნქციების, მათ შორის, სამეურნეო და საორგანიზაციო საქმიანობის შესრულებაზე ზედამხედველობას; ე) ადგენს დაწესებულების თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს; ვ) განიხილავს დაწესებულების თანამშრომელთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ და იღებს შემდგომ გადაწყვეტილებებს; ზ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ი) ახორციელებს დაწესებულებაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას; კ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) სამინისტროს წარუდგენს დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას და მისი განხორციელების წლიურ ანგარიშს; მ) ანაწილებს მოვალეობებს დაწესებულების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს დაწესებულების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ნ) ატარებს დაწესებულების თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს გაწეული მუშაობის შედეგებს; ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს დაწესებულების დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; პ) ზრუნავს დაწესებულების თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას; რ) დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს და ამტკიცებს ბიუჯეტს; ს) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს; ტ) პასუხს აგებს დაწესებულების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებაზე, საერთო საქმიანობის ეფექტურ ორგანიზაციაზე, კანონიერების, დისციპლინის, ბენეფიციართა უფლებების დაცვაზე, დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და მოვლაზე; უ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 4. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება დაწესებულების საშტატო ნუსხით. 5. დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. დირექტორის არყოფნისა და მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რაც განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო პირველი მოადგილის არსებობისას – პირველი მოადგილე.     მუხლი 6🔗. დაწესებულების ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დაწესებულებას გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 3. დაწესებულების წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. დაწესებულების დაფინანსება 1. დაწესებულების საფინანსო სახსრების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. დაწესებულების ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. დაწესებულების სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დაწესებულების სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.     მუხლი 8🔗. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი 1. დაწესებულების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; 2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.