საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.01.2006
ძალის დაკარგვა 06.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.008131
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 08/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.03.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; color:#993300;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.95pt 55.35pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.008.131
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №52
2006 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარდულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №111 ბრძანება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე”
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფინანსო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს საგარეო სამინისტროს სისტემის ფინანსურ უზრუნველყოფას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმართული საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დასახულ კონკრეტულ მიმართულებათა მიხედვით სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირება და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება, კანონმდებლობით დად-გენილი წესით;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ფინანსურ ვალდებულებათა დაფინანსების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს საფინანსო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება და წინადადებების შემუშავება;
დ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების განაკვეთებს, მონაწილეობას ღებულობს საშტატო ნუსხის პროექტის მომზადებაში, განიხილავს და ითანხმებს პრემიებისა და დახმარებების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი წერილების მიღება და გაგაზავნა;
ვ) სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
ზ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში, ამ ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა დანიშვნისა ან/და გათავისუფლების შესახებ წარდგინებების მომზადება;
თ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების საფინანსო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვის ხელშეწყობა, მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშგებათა (ბალანსების) მიღება-გადამოწმება (კამერალური წესით), ნაერთი ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ი) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებებისა და საკონსულო წარმომადგენლობების საბუღალტრო ანგარიშგების ანალიზისა და კონტ-როლის განხორციელება და ამ დაწესებულებათა საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების მდგომარეობის პერიოდული შესწავლა;
კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არსებულ ძირითად საშუალებათა ბალანსიდან ჩამოწერისათვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და წინადადებების მომზადება;
ლ) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა სრული დაცვით;
მ) საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა;
ნ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული განცხადებების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების შემუშავება;
ო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღების უზრუნველყოფა;
პ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ოპერატიული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;
ჟ) საზღვარგარეთ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და მეთოდური ლიტერატურითა და ინსტრუქციებით უზრუნველყოფა;
რ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ წარმოდგენილი განაცხადების განხილვისა და შესწავლის საფუძველზე სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დაგეგმვა;
ს) საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დასახული პრიორიტეტების მიხედვით და ამოცანების შესაბამისად ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ბიუჯეტების ფორმირება, განაწილება და დაყვანა ძირეულ საბიუჯეტო ერთეულებამდე;
ტ) სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად ფინანსური უზრუნველყოფა, საფინანსო საქმიანობის საერთო კოორდინაცია და ხელმძღვანელობა;
უ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველსაყოფად, საზღვარგარეთ საქართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი მეთოდური დახმარების გაწევა;
ფ) სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;
ქ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და შესასრულებელ სამუშაოთა შესყიდვის უზრუნველყოფა;
ღ) საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მთავრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით დასახული პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ფინანსური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;
ყ) საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საფინანსო პოლიტიკის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება.
მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ თავისი ამოცანებისა და ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად;
გ) ანაწილებს მოვალეობებს თავის მოადგილესა და სამმართველოს უფროსებს შორის;
დ) მონაწილეობს სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოწვეულ თათბირებში;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას მოახსენებს იმ საკითხების შესახებ, რომლებიც განეკუთვნება სამსახურის კომპეტენციას;
ვ) პასუხისმგებელია სამსახურის კადრების შერჩევასა და მათ შორის ფუნქციათა განაწილებაზე;
ზ) განიხილავს და შეითანხმებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინებაში და სტაჟირებაზე გაგზავნის ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე;
თ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომლების დანიშვნის, გათავისუფლების ან დაწინაურების შესახებ;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების თაობაზე;
კ) შეითანხმებს სამსახურის თანამშრომელთა შვებულებით სარგებლობის გრაფიკს;
ლ) ასრულებს სხვა ფუნქციებს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს მასზედ დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;
გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ხელს აწერს სამსახურის დოკუმენტაციას;
დ) წარუდგენს სამსახურის უფროსს კანდიდატურებს დასანიშნად, დასაწინაურებლად და წასახალისებლად;
ე) სამსახურის უფროსის დავალებების შესაბამისად ხელმძღვანელობს სამსახურის მიმდინარე საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე თავისი ამოცანებისა და ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
ვ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების თაობაზე;
ზ) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს თანამშრომელთა შვებულებით სარგებლობის გრაფიკს;
თ) ასრულებს სხვა ფუნქციებს სამსახურის უფროსის დავალებათა შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დასახულ კონკრეტულ მიმართულებათა მიხედვით, სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებათა შესაბამისად, სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირება და დაყვანა ძირეულ საბიუჯეტო ერთეულებამდე;
ბ) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ფინანსური ვალდებულებების შესრულებისათვის ბიუჯეტების დაგეგმვა და დაფინანსების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვის სრულყოფასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება და წინადადებების შემუშავება;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
2. აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვის ხელშეწყობა, მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშგებათა (ბალანსების) მიღება-გადამოწმება (კამერალური წესით), ნაერთი ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებებისა და საკონსულო წარმომადგენლობების საბუღალტრო ანგარიშგების ანალიზისა და კონტროლის განხორციელება და ამ დაწესებულებათა საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების მდგომარეობის პერიოდული შესწავლა;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და დიპლომატიურ დაწესებულებებში არსებულ ძირითად საშუალებათა ბალანსიდან ჩამოწერისათვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და წინადადებების მომზადება;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
3. სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვა, ორგანიზაცია და განხორციელება;
ბ) საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული განცხადებების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების შემუშავება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღების უზრუნველყოფა;
ე) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ოპერატიული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;
ვ) საზღვარგარეთ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და მეთოდური ლიტერატურითა და ინსტრუქციებით უზრუნველყოფა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 5🔗. სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. სამსახურში შემავალ ქვედანაყოფებს (შემდგომში – ქვედანაყოფებს) ხელმძღვანელობენ უფროსები, რომლებსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
ბ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად;
გ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის;
დ) მონაწილეობს სამსახურის უფროსის მიერ მოწვეულ თათბირებში;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობას მოახსენებს იმ საკითხების შესახებ, რომლებიც განეკუთვნება სამმართველოს კომპეტენციას;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომლების დანიშვნის, გათავისუფლების ან დაწინაურების შესახებ;
ზ) ასრულებს სხვა ფუნქციებს სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებათა შესაბამისად.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.