საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.01.2006
ძალის დაკარგვა 06.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.008132
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 08/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,020 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2006 მიღება
06.03.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:44.95pt 56.7pt 35.95pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.008.132 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №53 2006 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარდულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 3 ოქტომბრის №128 ბრძანება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე”. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ბეჟუაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის                           დ ე ბ უ ლ ე ­ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სამინისტროში დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაციას, ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის მართვას, სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას, სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობას, მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზებას. დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის, შიდა ინფორმაციული წესრიგისა და საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შემუშავებას, დანერგვასა და გამოყენებას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინის­ტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოებისა და სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში საშვის დაშვების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროში დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაცია, ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის მართვა, საიდუმლო, არასაიდუმლო და სავიზო-საკონსულო საქმისწარმოების განხორციელება; დ) სამინისტროს სახელზე შემოსული და სამინისტროდან გასული საიდუმლო, არასაიდუმლო და სავიზო-საკონსულო კორესპონდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება, მინისტრისათვის მოხსენება, სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის მიწოდება, შემსრულებლებამდე დაყვანა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს სისტემაში დიპლომატიური კორესპონდენციის მიმოცვლის უზრუნველყოფა, საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და არსებული წესის თანახმად სამინისტროს არქივისთვის გადაცემის ორგანიზება; ვ) მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის მიერ დანიშნული თათბირების ორგანიზება; ზ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; თ) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა; ი) მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზება და დადგენილი წესით მათი რეგისტრაცია; კ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა; ლ) სასამართლოში სამინისტროს ინტერესების დაცვა და სამინისტროს თანამშრომელთათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა; მ) სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ნ) საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ო) სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა, ინფორმაციის დაცვის თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარ­მარ­თავს დეპარტამენტის საქ­მი­ა­ნო­ბას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ; დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) პასუხისმგებელია და ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში არსებული ოფიციალური კორესპონდენციის კლასიფიცირებისა და დოკუმენტთბრუნვის კოორდინაციის პროცესს, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში საშვის დაშვების რეჟიმის დაცვის ღონისძიებებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას, უფლებამოსილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან კანონმდებლობის შესაბამისად გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; ზ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; ი) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; ლ) მინისტრს აბა­რებს ან­გა­რიშს დეპარტამენტის საქმიანო­ბის შე­სა­ხებ; მ) ას­რუ­ლებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკე­ულ დავალე­ბებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. მინისტრის სამდივნო სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის მისაღების მუშაობისა და მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; გ) მინისტრის მიერ დანიშნული თათბირების, მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება და ოქმების შედგენა; დ) მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი; ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება; ვ) საინფორმაციო ანალიტიკური მასალების სისტემატიზაცია და მინისტრისათვის წარდგენა; ზ) მინისტრის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი; თ) მინისტრის დავალებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჭირო დოკუმენტის, მასალისა და ინფორმაციის გამოთხოვა; ი) კოპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური კვლევის უზრუნველყოფა, პოლიტიკის კურსის დაგეგმვისა და ფორმულირების ინიცირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება; ლ) მინისტრის ოფიციალური მოხსენებების, საზოგადოებრივი გამოსვლების, განაცხადების და ბეჭდვითი მედიასთვის განკუთვნილი მასალების მომზადება; მ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკის გრძელვადიან მიზნებთან პოლიტიკის კურსის კოორდინირების და ინტეგრირების მიზნით; ნ) სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება და მინისტრისათვის მოხსენება; ო) მინისტრის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტებისათვის კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე სპეციალური, საინფორმაციო და ანალიტიკური მასალების მომზადება; პ) კონფლიქტების მოგვარების პროცესის ფარგლებში, სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ჟ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კონფლიქტების მოგვარების თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთობების დამყარება; რ) მინისტრის დავალებით, კონფლიქტების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის გამოთხოვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებისაგან. 2. იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; გ) დიპლომატიური ურთიერთობების სფეროში მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, მათი გაუქმების ან ახალი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების შესახებ; დ) სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის უწყებებში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია; ე) სამინისტროში სხვა დაწესებულებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემუშავებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ვ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენისა და გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების დადგენილ ვადებში მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან სათანადო მასალების გამოთხოვა; ზ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა და საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; თ) სამინისტროს კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული საკანონმდებლო აქტებისა და სარატიფიკაციოდ წარდგენილი საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საქართველოს პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია; ი) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ წარმოდგენილი, რატიფიკაციას დაქვემდებარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების და მათთან დაკავშირებული სათანადო მასალების კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა; კ) საქართველოს მთავრობის სხდომებზე სამინისტროს მიერ წარსადგენ საკითხთა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის სხდომებზე განსახილველი საკითხების თაობაზე სამინისტროს ერთიანი პოზიციის შემუშავებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიე-ბათა კოორდინაცია; ლ) მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზება, სამართლებრივი ექსპერტიზა და დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის უზრუნველყოფა; მ) შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში; ნ) დიპლომატიური სამსახურის მოსამსახურეთათვის სამართლებრივი საკითხების განმარტება და კონსულტირება; ო) სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება. 3. ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროში დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაცია და ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის მართვა; ბ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და შიდა ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა; გ) დადგენილი წესით სამინისტროს სახელზე შემოსული და სამინისტროდან გასული საიდუმლო, არასაიდუმლო და სავიზო-საკონსულო კორესპონდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება, სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის დროული მიწოდება, უშუალო შემსრულებლებამდე დაყვანა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; დ) მინისტრის სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებამდე დაყვანა; ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი; ვ) სამინისტროს სისტემაში დიპლომატიური კორესპონდენციის მიმოცვლის უზრუნველყოფა, საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და არსებული წესის თანახმად სამინისტროს არქივისთვის გადაცემის ორგანიზება; ზ) საქმისწარმოების ერთიანი წესების მოთხოვნათა შესაბამისად სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების დაცვისა და საქმეთა გაფორმების კონტროლი, სამინისტროს ქვედანაყოფების საქმეთა ნომენკლატურების შედგენის ორგანიზება და დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად საქმეთა ფორმირების შემოწმება; თ) დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაციისა და ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით სათანადო წინადადებების, რეკომენდაციებისა და სამსახურებრივი ინსტრუქციების შემუშავება; ი) სამინისტროს სისტემაში ინფორმაციის გაცვლის მონაცემთა ურთიერთშესაჯერებლად სპეციალური ნუსხების გამოთხოვა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან. 4. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს ქვედანაყოფების თანამედროვე, აპრობირებული კომპიუტერული სისტემებით უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზების გაუმჯობესების მიზნით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება, დანერგვა და გამოყენება; გ) კომპიუტერული სისტემების გამართული და ეფექტური მომსახურებისათვის, ინფორმაციის დაცვის საიმედო, თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა; დ) სამინისტროში არსებული ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული და სისტემური მომსახურება; ე) სამინისტროს საერთაშორისო კომპიუტერული ქსელით (ინტერნეტი) უწყვეტად სარგებლობის ორგანიზება და სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული გვერდის (ვებგვერდი) ადმინისტრირება; ვ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელექტრონული კავშირის სისტემის გამართული ფუნქციონირების ორგანიზება და ამ მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება; ზ) სამინისტროში მომხმარებლებთან მუშაობა, კომპიუტერულ და პროგრამულ პაკეტებზე მუშაობის წესების ახსნა, მომხმარებელთათვის წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტა, პერიოდული სწავლების მოწყობა, შესაბამისი პროგრამული რესურსების რაციონალური განაწილება; თ) სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული დანიშნულების პროგრამების მოძიება, შეგროვება, ახლის შექმნა და დაინტერესებულ ქვედანაყოფებში მათი დანერგვა; ი) საცნობარო, საძიებო, ანალიტიკური და ექსპერტული კომპიუტერული სისტემების შემუშავება; კ) სამინისტროს პროგრამული და ადმინისტრაციული მართვის სისტემების მოდერნიზაცია და მათთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებთან და დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტების შემუშავება.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ ქვედანაყოფებს (შემდგომში – ქვედანაყოფებს) ხელმძღვანელობენ უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ქვედანაყოფის უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე ქვედანაყოფზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) დადგენილი წესით ითანხმებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ზ) ქვედანაყოფის სახელით იძლევა დასკვნებს; თ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.