საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.02.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №91/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.012822
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 25/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.012.822
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №91/ნ
2009 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლი რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრად.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრის თანდართული დებულება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) ახორციელებს იმ ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა (შემდგომში – აღსაზრდელი) დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო მომსახურებას, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ზედამხედველობას დღის განმავლობაში და ემსახურება ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სოციალური დახმარების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის №9.
მუხლი 2🔗. ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. ცენტრის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს აღსაზრდელის კეთილდღეობა. ცენტრი ხელმძღვანელობს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა“ და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიერ აღიარებული პრინციპებით.
2. ცენტრი აღიარებს თითოეული აღსაზრდელისადმი ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობას.
3. ცენტრი მომსახურების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში აღიარებს ოჯახისა და აღსაზრდელის თანამონაწილეობას, მათი ინტერესების სრული გათვალისწინებით, თუკი ეს ინტერესები მიმართულია აღსაზრდელის კეთილდღეობისაკენ.
4. ცენტრში მომსახურების მიღება არის მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი და არა იძულებითი ღონისძიება, ისევე როგორც მომსახურების შეწყვეტა.
5. ცენტრის საქმიანობა არის აგებული გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპზე, თითოეული მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.
6. ცენტრი ითვალისწინებს აღსაზრდელისა და მისი ოჯახის ინტერესებს მომსახურების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში.
7. ცენტრი უზრუნველყოფს დღის განმავლობაში აღსაზრდელთა მოვლასა და აღზრდას, რაც გულისხმობს:
ა) კვებას;
ბ) ფორმალური განათლების ხელშეწყობას, როგორიცაა: გაკვეთილების მომზადებაში დახმარება და სხვა;
გ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობას ინტერაქტიული თამაშების, დისკუსიების, ლიტერატურული კითხვის, როლური თამაშებისა და სხვა მეთოდებით;
დ) შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
ე) ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული საყოფაცხოვრებო უნარების განვითარებას;
ვ) კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებში აღსაზრდელთა ჩართვას.
მუხლი 3🔗. აღზრდის პროცესის ორგანიზება
1. ცენტრში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად.
2. ცენტრში ინახება აღსაზრდელის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს:
ა) აღსაზრდელის სახელსა და გვარს, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს;
ბ) ცენტრში აღსაზრდელის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მათ შორის, სოციალური მუშაკის რეკომენდაციას ბავშვის ცენტრში მიღების აუცილებლობის ან მიზანშეწონილობის შესახებ;
გ) ინფორმაციას აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადატანილი დაავადებებისა და ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ;
დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა აღსაზრდელის მეურვემ, მზრუნველმა ან მშობელმა.
მუხლი 4🔗. ცენტრში აღსაზრდელთა მიღების წესი
1. ცენტრში მიიღებიან 6-დან 18 წლამდე ასაკის ცერებრული დამბლით დაავადებული ის აღსაზრდელები, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ზედამხედველობას დღის განმავლობაში.
2. ცენტრის მომსახურების შეწყვეტა არის ნებაყოფლობითი. ცენტრში ბავშვები მიიღებიან სოციალური მუშაკის რეკომენდაციის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით.
მუხლი 5🔗. აღსაზრდელის უფლებები და ვალდებულებები
1. ცენტრის აღსაზრდელს უფლება აქვს:
ა) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ;
ბ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს აღმზრდელის, დირექტორის ან ცენტრის სხვა თანამშრომლის უკანონო და არამართლზომიერი ქმედებები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
დ) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან;
ე) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები;
ვ) ჩაერთოს მისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენის პროცესში;
ზ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით უარი თქვას ცენტრის მომსახურებაზე.
2. აღსაზრდელი ვალდებულია შეასრულოს ცენტრის შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს ცენტრის ქონებას, პატივი სცეს სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს.
მუხლი 6🔗. ცენტრის ექიმი
1. ცენტრის აღსაზრდელთა სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს ექიმი.
2. ექიმი ცენტრში:
ა) ახორციელებს აღსაზრდელთა პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
ბ) ახორციელებს სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდ-რეჟიმზე მეთვალყურეობას;
გ) უზრუნველყოფს კვების პროდუქტების უსაფრთხოებას და კვების რაციონის შესაბამისობას დადგენილ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმებთან;
დ) გადამდები დაავადებების გავრცელებისაგან აღსაზრდელთა დაცვის მიზნით ახორციელებს ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას.
მუხლი 7🔗. ცენტრის აღმზრდელები
აღმზრდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) აღსაზრდელებთან მუშაობა წარმართოს მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით;
დ) აირჩიოს აღსაზრდელთან მიდგომის ისეთი მეთოდები, სწავლის ფორმა და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და განხორციელებას.
მუხლი 8🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს და ანიჭებს წარმომადგენლობას;
ბ) მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესრულებაზე;
გ) ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას;
დ) ახორციელებს ცენტრის ფუნქციების, მათ შორის, სამეურნეო და საორგანიზაციო საქმიანობის შესრულებაზე ზედამხედველობას;
ე) ადგენს ცენტრის თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს;
ვ) განიხილავს ცენტრის თანამშრომელთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ და იღებს შემდგომ გადაწყვეტილებებს;
ზ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ი) ახორციელებს ცენტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;
კ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) სამინისტროს წარუდგენს ცენტრის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და მისი განხორციელების წლიურ ანგარიშს;
მ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ნ) ატარებს ცენტრის თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს გაწეული მუშაობის შედეგებს;
ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
პ) ზრუნავს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
რ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტს შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს და ამტკიცებს ბიუჯეტს;
ს) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
ტ) პასუხს აგებს ცენტრის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებაზე, საერთო საქმიანობის ეფექტურ ორგანიზაციაზე, კანონიერების, დისციპლინის, ბენეფიციართა უფლებების დაცვაზე, ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და მოვლაზე;
უ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. დირექტორის არყოფნისა და მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის თანამშრომელთაგან მის მიერ დანიშნული პირი, რაც განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 9🔗. ცენტრის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად ცენტრს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 10🔗. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ცენტრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნებისათვის გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 11🔗. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ცენტრის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 12🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი.
3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
4. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.