„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, 30-ე მუხლში და 32-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“.
2. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 32-ე მუხლის სათაურში, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში და 38-ე მუხლის მე-ა6 პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“.
3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში და 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში“.
4. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა“.
5. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის“.
6. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს“.
7. 31-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდსა“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა“.
8. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტში და მე-40 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2002 წლის 3 დეკემბერი.
№1813_Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.12.2002.
- როდის იქნა მიღებული „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1813. სარეგისტრაციო კოდი — 280.050.000.05.001.001.164.
- სად არის „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1813, 03.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 280.050.000.05.001.001.164 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14224/