⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.04.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №226/ნ ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.08.2005
ძალის დაკარგვა 10.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №226/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.007683
გამოქვეყნების წყარო სსმ, 104, 02/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,072 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2005 მიღება
10.04.2009 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ენა კითხვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №226/ნ ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h1 {margin-top:7.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:normal;} h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:normal;} h6 {margin-top:7.0pt; margin-right:-23.55pt; margin-bottom:0in; margin-left:-21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:2.85pt; margin-right:0in; margin-bottom:2.85pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 1.0in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.007.683 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №226/ნ 2005 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. ჭიპაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. დებულება ვრცელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მოხელეებზე. თავი II საკონკურსო-საატესტაციო კომისია     მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. კომისიის მიზანია: ა) დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი პირის კონკურსის წესით შერჩევა; ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენა; გ) საკადრო რეზერვის შექმნა; დ) მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2. კომისიის ფუნქციებია: ა) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შეფასების პროცედურის წარმართვა; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის (ატესტანტის) შეფასების თაობაზე წინადადების წარდგენა.     მუხლი 3🔗. კომისია 1. მოხელეთათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან, რეზერვის ფორმირებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში, და კომისიის მდივანს. 4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები.     მუხლი 4🔗. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე შემდეგი წესით: ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და მათი პროფესიული დონის გათვალისწინებით; ბ) მოწვეული სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.     მუხლი 5🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.     მუხლი 6🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება კომისიის წევრთა საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან. თავი III კონკურსი     მუხლი 7🔗. კონკურსის გამოცხადება 1. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 3. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისათვის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების განცხადებების მიღებასა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას, ასევე საკონკურსო თემატიკის გამოქვეყნებას ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.     მუხლი 8🔗. მოთხოვნები, რომელიც წაეყენება მოხელის კანდიდატს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მოხელის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საჯარო მოსამსახურისათვის განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის თავმჯდომარის სახელზე წერილობით განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს: ა) ავტობიოგრაფია; ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა; გ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში); დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4); ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მდივნის მიერ გაცემული ანკეტა (დანართი №1); ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორი კვირის ვადა ვაკანტური თანამდებობის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 10🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შესაბამისი განცხადებით შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი სხვა ვაკანტური ადგილის მითითებით.     მუხლი 11🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. 2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული.     მუხლი 12🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას საჯარო მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. ტესტირების საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას. 3. კონკურსანტი ტესტირებისგან თავისუფლდება, თუ მას აქვს სამეცნიერო ხარისხი შესაბამისი სპეციალობით. 4. დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა. 5. კონკურსის მხოლოდ ტესტირების ფორმით ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ქულათა რაოდენობის მიხედვით იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც გადალახეს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა.     მუხლი 13🔗. გასაუბრება (ინტერვიუ) მოხელის პროფესიული ჩვევების შესაძლებლობისა და პირადი ღირსებების დასაკავებელ თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების (ინტერვიუს) გზით.     მუხლი 14🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა 1. კომისია ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე კანდიდატების შეფასების საკითხს განიხილავს მათ დაუსწრებლად. 2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.     მუხლი 15🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. 2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 4. ერთნაირი შედეგის შემთხვევაში უპირატესობა შეიძლება მიეცეს იმას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი. იმავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას. 5. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 16🔗. კონკურსის შედეგი 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა კომისიის მდივნის მეშვეობით წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 3. კონკურსის შედეგების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 4. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.     მუხლი 17🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატურის წამოყენებაზე. თავი IV მოხელის ატესტაცია     მუხლი 18🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.     მუხლი 19🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე მაინც.     მუხლი 20🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე ადმინისტრაციას წარედგინება თითოეული, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის დახასიათება (დანართი №2). 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს ადმინისტრაცია.  4. ატესტაცია ტარდება ზეპირი ან/და ტესტირებული ფორმით. ტესტირებული ატესტაციისათვის ტესტირების თემატიკას საჯარო მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 5. მოხელის ატესტაციაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას. 6. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.     მუხლი 21🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-15 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას; ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს. 3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. 5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს (დანართი №3).     მუხლი 22🔗. ატესტაციის შედეგები 1. ატესტაციის შედეგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსს მოხსენდება მისი ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V დასკვნითი დებულებანი     მუხლი 23🔗. ამ დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. დანართი №1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მოხელის პრეტენდენტის განათლებისა და მუშაობის გამოცდილების აღწერა სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. დაბადების წელი, თვე და რიცხვი –––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. დაბადების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. ოჯახური მდგომარეობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. განათლება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მობილურის ნომერი ––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. უცხო ენის ფლობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ენა კითხვა მეტყველება წერა 8. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 9. კვალიფიკაციის ამაღლება  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 10. სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო შრომები, პუბლიკაციები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 11. შრომითი საქმიანობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმოწერა ––––––––––––– დანართი №2 საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მოხელის დახასიათება 1. სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. დაკავებული თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. ფუნქცია, მოვალეობები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. საკითხთა ჩამონათვალი, რომლის გადაწყვეტაშიც მიიღო საჯარო მოსამსახურემ მონაწილეობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. წახალისება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 8. უარყოფითი ჩვევები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 9. წინადადებები მოხელის შესაძლო თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმოწერა ––––––––––––––––––––––– რიცხვი, თვე და წელი ––––––––––––––– დანართი №3 საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მოხელის საატესტაციო ფურცელი 1. სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. ატესტაციის დროს დაკავებული თანამდებობა და ამ თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. კომისიის დასკვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა რაოდენობა ––– მათ შორის: ა) მომხრე –––––––– ბ) წინააღმდეგი ––––––––– 5. კომისიის რეკომენდაცია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. ხელმოწერები: კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––– კომისიის წევრები –––––––––––––––––––––– 7. ატესტაციის ჩატარების დრო (წელი, თვე, რიცხვი) ––––––––––––––