საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.01.2006
ძალის დაკარგვა 06.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.008136
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 08/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 53.05pt 44.95pt 46.75pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.008.136
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №36
2006 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა და მისი დაცვის კონტროლი;
ბ) დაპროექტების, მშენებლობის, კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;
გ) შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემების და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;
დ) სამინისტროს შიდა სატელევიზიო ქსელით უზრუნველყოფა, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, შიდა სატელეფონო და საერთაშორისო კავშირების ორგანიზება;
ე) მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საჭიროებაზე სამინისტროს ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
ვ) დიპლომატიური წარმომადგენლობების კუთვნილი და იჯარით აღებული შენობების ნორმალური საექსპლოატაციო დონის უზრუნველყოფაზე კონტროლი; საწარმოო საშუალებების აღნუსხვის, მოვლის და ჩამოწერის პროცედურების ორგანიზება;
ზ) სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებებისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, სხვადასხვა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება. დადგენილი წესით და საფინანსო სამსახურთან შეთანხმებით ჩამოთვლილი დოკუმენტების ზემოთ აღნიშნულ სუბიექტებზე განაწილებისა და გაგზავნის ორგანიზება;
თ) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, სამინისტროს თანამშრომელების მოთხოვნით მატერიალურ ფასეულობათა დროულად მიწოდება, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოება;
ი) სხვადასხვა დელეგაციებისა და მაღალი რანგის სტუმრებისათვის შეძენილი სამახსოვრო სუვენირების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და დანიშნულების შესაბამისად მიწოდება;
კ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა. სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციით უზრუნველყოფა და მათი ზედამხედველობა;
ლ) ადმინისტრაციული შენობების უწყვეტი ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა. ავტონომიური გათბობისა და საგენერატორო სისტემების, აგრეთვე სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
მ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამუშაო ოთახების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა. შენობის სველი წერტილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შენობის სანიტარიული მდგომარეობის სათანადო დონის შენარჩუნება;
ნ) კომუნალური და სხვა გადასახადების დროულად გადახდის მიზნით, საფინანსო სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად წარდგენა;
ო) სამინისტროს სატელეფონო ქსელის, შიდა სატელევიზიო სისტემის, კომპიუტერული ტექნიკისა და ორგტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა დოკუმენტაციისა და მასალების გამრავლება, მათი დახარისხება და საჭიროების შემთხვევაში აკინძვა;
რ) წლის განმავლობაში სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ მოთხოვნილი მატერიალური ფასეულობის ანალიზი და მომდევნო წლის შესყიდვების გეგმაში მათი ასახვის მიზნით სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ს) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება და მშენებლობის ზედამხედველობა;
ტ) ექსპლოატაციაში მყოფი საკუთარი და იჯარით აღებული შენობების სათანადო ტექნიკურ დონის უზრუნველყოფა და კონტროლი;
უ) საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ადმინისტრაციული შენობის შეძენისას მათი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და ობიექტთა შეძენის მიზანშეწონილობის დასაბუთება დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილება
სამსახური დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და უზრუნველყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამინისტროს და სამსახურის დებულების განუხრელი დაცვა სამსახურის თანამშრომლებისაგან;
ბ) განახორციელოს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციებისა და მოვალეობების კოორდინაცია, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ოპერატიულობის კონტროლი;
გ) სისტემატურად აანალიზოს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და შინაგანაწესის, ეთიკის ნორმების და ქცევის წესების დაცვა;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას პერიოდულად მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, ანგარიში და ანალოგიური მასალა სამსახურის მართვაში არსებული ვითარების, პრობლემების, მათი გადაწყვეტის გზების, პრიორიტეტული და სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანების შესახებ.
მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომელთა შორის;
გ) თანამშრომლებთან ერთად ამზადებს და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ათანხმებს სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებს, შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს, პერიოდულად ამზადებს ანგარიშებს მათი შესრულების შესახებ;
დ) ხელს უწყობს სამინისტროში შრომის სათანადო პირობების შექმნას;
ე) ხელს უწყობს სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლებას;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა, თანამდებობრივი დაწინაურების, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე;
ზ) სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტული მნიშვნელობის ამოცანათა ერთი ნაწილის შესრულებაზე და სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის ფუნქციას;
თ) სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლოა მოხდეს მოსამსახურეების სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებებით.
4. სამსახურის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე.