⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.12.2007)
გაუქმებულია:

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.02.2006
ძალის დაკარგვა 28.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №08
სარეგისტრაციო კოდი 280070120.22.029.008162
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 15/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 696 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.02.2006 მიღება
28.12.2007 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 69.7pt 1.0in 46.75pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.120.22.029.008.162 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №8 2006 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №308 ბრძანება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ხევიაშვილი იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. წესი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე 2006 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი შემწეობის (შემდგომში – შემწეობის ) გაცემის პირობებს. 3. იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი (შემდგომში – დევნილი) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემწეობას მიიღებს მომსახურე ბანკის მეშვეობით.     მუხლი 2🔗. შემწეობის გაცემა 1. შემწეობა გაიცემა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ( შემდგომში – სამინისტრო ) მიერ ყოველი თვის ბოლო კვირის განმავლობაში მომსახურე ბანკში წარდგენილი დევნილთა სიის საფუძველზე. 2. შემწეობა გაიცემა დევნილის 2004 წლის მაისის თვის შემდეგ გაცემული მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. 3 დაუშვებელია დევნილზე წინასწარ გაიცეს მომდევნო თვის შემწეობის თანხა. 4. დევნილს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კუთვნილი ყოველთვიური ფულადი შემწეობა ჩარიცხოს სადეპოზიტო ანგარიშზე. 5. დევნილმა შემწეობის მისაღებად უნდა წარადგინოს დევნილის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთ საოჯახო ანკეტაში ჩაწერილ დევნილთა შემწეობა შეიძლება მიიღოს ოჯახის რომელიმე სრულწლოვანმა წევრმა, რისთვისაც ის ოჯახის ყველა წევრის მოწმობასთან ერთად, ბანკში წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან პასპორტს, ხოლო 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის – დაბადების მოწმობის დედანს. ბანკის თანამშრომელი ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და გასცემს შემწეობის თანხას. 6. დევნილის შემწეობა შეიძლება გაიცეს დევნილის კანონიერ წარმომადგენელზე ან სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე სხვა პირზე, ამ წესის ნორმების დაცვით. 7. შემწეობის თანხების გაცემისას მიმღები ხელს აწერს უწყისში ფულის მიღებაზე, ხოლო მომსახურე ბანკის თანამშრომელი დევნილის მოწმობაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, რასაც ადასტურებს ხელმოწერითა და შტამპით.     მუხლი 3🔗. შემწეობის შეჩერება ან შეწყვეტა 1. დევნილს შემწეობა შეუჩერდება ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დევნილს შემწეობის მიღება აღუდგება შეჩერების მიზეზების აღმოფხვრისა და სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. 3. დევნილს შემწეობის მიღება შეუწყდება ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში.     მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულება ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანებით.