საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №18/ნ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №18/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.012656
გამოქვეყნების წყარო სსმ, 8, 21/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №18/ნ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:26.95pt 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.012.656
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №18/ნ
2009 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახმეტის დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირად – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრად.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრის თანდართული დებულება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) ახორციელებს იმ ბავშვთა დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო მომსახურებას, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ზედამხედველობას დღის განმავლობაში და ემსახურება ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სოციალური დახმარების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრის მისამართია: ახმეტა, ჭავჭავაძის ქ. 15.
მუხლი 2🔗. ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. ცენტრის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ბავშვის კეთილდღეობა. ცენტრი ხელმძღვანელობს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა“ და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიერ აღიარებული პრინციპებით.
2. ცენტრი აღიარებს თითოეული ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობას.
3. ცენტრი მომსახურების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში აღიარებს ოჯახისა და ბავშვის თანამონაწილეობას, მათი ინტერესების სრული გათვალისწინებით, თუკი ეს ინტერესები მიმართულია ბავშვის კეთილდღეობისაკენ.
4. ცენტრში მომსახურების მიღება არის მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი და არა იძულებითი ღონისძიება, ისევე როგორც მომსახურების შეწყვეტა.
5. ცენტრის საქმიანობა არის აგებული გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპზე, თითოეულ მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.
6. ცენტრი ითვალისწინებს ბავშვისა და მისი ოჯახის ინტერესებს მომსახურების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში.
7. ცენტრი უზრუნველყოფს დღის განმავლობაში ბავშვთა მოვლასა და აღზრდას, რაც გულისხმობს:
ა) კვებას;
ბ) ფორმალური განათლების ხელშეწყობას, როგორიცაა, გაკვეთილების მომზადებაში დახმარება და სხვა;
გ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ინტერაქტიული თამაშების, დისკუსიების, ლიტერატურული კითხვის, როლური თამაშებისა და სხვა მეთოდებით;
დ) შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
ე) ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული საყოფაცხოვრებო უნარების განვითარებას;
ვ) კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებში აღსაზრდელთა ჩართვას.
მუხლი 3🔗. აღზრდის პროცესის ორგანიზება
1. ცენტრში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად.
2. ცენტრში ინახება ბავშვის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს:
ა) ბავშვის სახელს და გვარს, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს;
ბ) ცენტრში ბავშვის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მათ შორის, სოციალური მუშაკის რეკომენდაციას ბავშვის ცენტრში მიღების აუცილებლობის ან მიზანშეწონილობის შესახებ;
გ) ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადატანილი დაავადებებისა და ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ;
დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა ბავშვის მეურვემ, მზრუნველმა ან მშობელმა.
მუხლი 4🔗. ცენტრში აღსაზრდელთა მიღების წესი
1. ცენტრში მიიღებიან 6-დან 18 წლამდე ასაკის ის აღსაზრდელები, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ზედამხედველობას დღის განმავლობაში.
2. ცენტრის მომსახურების შეწყვეტა არის ნებაყოფლობითი. ცენტრში ბავშვები მიიღებიან სოციალური მუშაკის რეკომენდაციის საფუძელზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით.
მუხლი 5🔗. აღსაზრდელის უფლებები და ვალდებულებები
1. ცენტრის აღსაზრდელს უფლება აქვს:
ა) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ;
ბ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს აღმზრდელის, დირექტორის ან ცენტრის სხვა თანამშრომლის უკანონო და არამართლზომიერი ქმედებები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
დ) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან;
ე) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
ვ) ჩაერთოს მისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენის პროცესში;
ზ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით უარი თქვას ცენტრის მომსახურებაზე.
2. აღსაზრდელი ვალდებულია შეასრულოს ცენტრის შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს ცენტრის ქონებას, პატივი სცეს სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს.
მუხლი 6🔗. ცენტრის აღმზრდელები
აღმზრდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) აღსაზრდელებთან მუშაობა წარმართოს მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით;
დ) აირჩიოს აღსაზრდელთან მიდგომის ისეთი მეთოდები, სწავლის ფორმა და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და განხორციელებას.
მუხლი 7🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს და ანიჭებს წარმომადგენლობას;
ბ) მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესრულებაზე;
გ) ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას;
დ) ახორციელებს ცენტრის ფუნქციების, მათ შორის, სამეურნეო და საორგანიზაციო საქმიანობის შესრულებაზე ზედამხედველობას;
ე) ადგენს ცენტრის თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს;
ვ) განიხილავს ცენტრის თანამშრომელთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ და იღებს შემდგომ გადაწყვეტილებებს;
ზ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ი) ახორციელებს ცენტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;
კ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) სამინისტროს წარუდგენს ცენტრის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და მისი განხორციელების წლიურ ანგარიშს;
მ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ნ) ატარებს ცენტრის თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს გაწეული მუშაობის შედეგებს;
ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
პ) ზრუნავს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
რ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტს შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს და ამტკიცებს ბიუჯეტს;
ს) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
ტ) პასუხს აგებს ცენტრის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებაზე, საერთო საქმიანობის ეფექტურ ორგანიზაციაზე, კანონიერების, დისციპლინის, ბენეფიციართა უფლებების დაცვაზე, ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და მოვლაზე;
უ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. დირექტორის არყოფნისა და მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის თანამშრომელთაგან მის მიერ დანიშნული პირი, რაც განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 8🔗. ცენტრის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად ცენტრს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ცენტრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნებისათვის გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ცენტრის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი.
3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
4. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.