⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.08.2008)
გაუქმებულია:

„საქართველოს ეროვნული ბანკის როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2006
ძალის დაკარგვა 14.08.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 220010070.08.011.008175
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23, 21/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 950 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2006 მიღება
14.08.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; text-decoration:underline;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.18.011.008.175 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №57 2006 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი ,,საქართველოს ეროვნული ბანკის   როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემის, აგრეთვე საიმედო და მდგრადი საფინანსო-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირების, კომერციული ბანკების ლიკვიდობაში შექმნილი ფინანსური სიძნელეების დაძლევის მიზნით ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის შესასრულებლად და ამავე კანონის 33-ე, 62-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის თანდართული წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 20 თებერვლიდან.  რ. გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის  წესი     მუხლი 1🔗 1. ეს წესი შემუშავებულია ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 62-ე მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს ლიკვიდობაში ფინანსური სიძნელეების მქონე კომერციული ბანკის, ან კომერციული ბანკის საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის, აგრეთვე საბანკო სექტორში სისტემური პრობლემებისა და შესაძლო კრიზისის განვითარების თავიდან აცილების მიზნით და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  კომერციული ბანკების დაკრედიტების წესს. 2. სესხი ეძლევა ბანკს, რომელსაც ლიკვიდობაში შეექმნა ფინანსური სიძნელეები და აქვს საფუძვლიანი დასაბუთება სესხის აღების შესახებ. 3. სესხის გაცემის პირობებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. 4. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიზეზის მიუთითებლად უარი განაცხადოს სესხის გაცემაზე.     მუხლი 2🔗 1. სესხის გაცემის საფუძველია: ა) კომერციული ბანკის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისათვის წარდგენილი წერილი მიზნობრივი სესხის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ; ბ) კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი სამოქმედო გეგმა მის მიერ საკუ-თარი ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად სესხის გმოყენების შესახებ; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის დასკვნა კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობისა და სესხის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ და  საზედამხედველო კომისიის შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილება; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილება, კომერციულ ბანკში შექმნილი ფინან-სური მდგომარეობიდან გამომდინარე, ურთიერთგაგების მემორანდუმის (რომელშიც მითითებულ უნდა იქნეს საჭიროების შემთხვევაში სესხის გამოყოფა) გაფორმების შესახებ; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილება სესხის გამოყოფის შესახებ.     მუხლი 3🔗 1. მე-2 მუხლში მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი ამზადებს ხელშეკრულებისა და შესაბამისი განკარგულების პროექტს კომერციული ბანკისათვის სესხის მიცემის შესახებ. 2. სესხის უზრუნველყოფას შეიძლება წარმოადგენდეს ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ბანკის აქტივები, აგრეთვე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს შეხედულებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებები. 3. სესხის უზრუნველყოფაში აღებული აქტივები უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ფირმამ და ეს აქტივები გასაცემი სესხის ოდენობას უნდა აღემატებოდეს სულ ცოტა 20 პროცენტით. 4. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქათველოს ორგანული კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემა. კერძოდ, თუ: ა) ბანკს მოზიდული აქვს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები (ანაბრებისა და დეპოზიტების სახით); ბ) მიმდინარე ვალდებულებების შესაძლო შეუსრულებლობის გამო საჭიროა საბანკო სისტემისადმი უნდობლობისა და სისტემური კრიზისის თავიდან აცილება; გ) საჭიროა ინვესტორების (საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კომერციული ბანკებისა და სხვ.) მხრიდან საბანკო სისტემისადმი უნდობლობის თავიდან აცილება; დ) ნაკარნახევია საზოგადოების ინტერესებით და სხვ.     მუხლი 4🔗 1. საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მასში მითითებულ ვადაში, ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე სესხის ჩარიცხვის თაობაზე განკარგულება (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის) გადასცეს ეროვნული ბანკის საოპერაციო დეპარტამენტს. განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს სესხის თანხა, დაფარვის თარიღი და სესხით სარგებლობის პროცენტი. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის  სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი ვალდებულია რეგულარულად აწარმოოს ხელშეკრულებით გაცემული სესხის მონიტორინგი და პერიო-დულად წარუდგინოს ხელმძღვანელობას ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.     მუხლი 5🔗 ზედამხედველობის დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს სესხის გაცემის დღიდან ამ დებულების მე-2 მუხლის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებში მითითებული, კომერციული ბანკის მიერ სებ-თან შეთანხმებული, სამოქმედო გეგმის ან ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად სესხის ხარჯვის ადგილზე კონტროლი სესხის სრულ დაფარვამდე და პერიოდულად წარუდგინოს ხელმძღვანელობას ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.     მუხლი 6🔗 ამ წესის მე-2 მუხლის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებში მითითებული სამოქმედო გეგმის ან ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებლივ დაფარვა.     მუხლი 7🔗 1. სესხის ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამოიღოს თანხები კომერციული ბანკის ნებისმიერი აქტივიდან ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრეთვე გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები. ამასთან, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, გადახდის ვადის დადგომამდეც, მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება ან იქმნება მისთვის საბანკო ლიცენზიის გაუქმების წინაპირობა. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აგრეთვე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლით მინიჭებული ზემოთ აღნიშნული უპირატესი უფლება გამოიყენოს კომერციული ბანკისათვის საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევისა და მასში დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის დანიშვნის შემთხვევაშიც.