⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.02.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.04.2005
ძალის დაკარგვა 28.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №371
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.340.007301
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 25/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,358 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2005 მიღება
28.02.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.034.007.301 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №371 2005 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 მუხლის ,,ნ” ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 26 აგვისტოს №465 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 3 მაისიდან. ი. მერაბიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს  დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) მმართველობის სფეროს, უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.     მუხლი 2🔗 1. მთავარი სამმართველო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. 2. მთავარი სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.     მუხლი 3🔗. მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” და ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონები, საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.     მუხლი 4🔗. მთავარი სამმართველოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.     მუხლი 5🔗. საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, წინასწარი გამოძიების მიზნით მთავარი სამმართველო თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.     მუხლი 6🔗. მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში. თავი II. მთავარი სამმართველოს ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები     მუხლი 7🔗. მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილება; ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა; გ) მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; დ) დამნაშავე პირთა ძებნა და დანაშაულის გახსნა; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.     მუხლი 8🔗. მთავარი სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) დამნაშავეობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდების შემუშავება; ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; გ) დამნაშავე პირის ძებნა და დანაშაულის გახსნა; დ) მოქალაქეთა კანონიერი შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა, ხოლო შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესის დარღვევისას კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოებისა და განყოფილებების კოორდინაცია და კონტროლი; ვ) დასახლებული პუნქტების მიხედვით დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებისათვის. თავი III. მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა     მუხლი 9🔗. 1. მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსი როგორც უშუალოდ, ისე თავისი მოადგილის მეშვეობით კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებს დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის სფეროში. 3. მთავარი სამმართველოს უფროსი: ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს მთავარი სამმართველოს საქმიანობას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას; დ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) დამოუკიდებლად განკარგავს მთავარი სამმართველოსათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.     მუხლი 10🔗 1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, ხელმძღვანელობს თავიანთ საკურატორო სამსახურების საქმიანობას, ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის მითითებებს და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 11🔗 მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილება; ბ) საკადრო-საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება; გ) სამორიგეო ნაწილი; დ) კანცელარია. თავი IV. მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები     მუხლი 12🔗. სისხლის სამართლის სამძებროს სამმართველოს ფუნქციებია: ა) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც არ განეკუთვნება წინასწარი გამოძიების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოთა კომპეტენციას; ბ) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, აგრეთვე წინასწარი გამოძიების ჩატარების დროს საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება ან მასში მონაწილეობა გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მათთვის საჭირო პრაქტიკული დახმარების გაწევა; ვ) საორგანიზაციო-ანალიტიკურ და დამხმარე ძალებთან მუშაობის ორგანიზაცია;   ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; თ) საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევების აღკვეთა ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.     მუხლი 13🔗. საკადრო-საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) საკადრო ღონისძიებების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; გ) პირადი შემადგენლობის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ტერიტორიულ ორგანოებში მივლინების უზრუნველყოფა; დ) პირადი შემადგენლობისათვის შვებულების გაფორმება; ე) უსაფუძვლოდ დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის საკითხების განხილვა; ვ) პირადი შემადგენლობის წელთა ნამსახურობის დადგენა და შრომის სტაჟის გამოთვლა; ზ) თანამშრომელთა დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების საკითხების მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულების კონტროლი; ი) საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა; კ) მთავარი სამმართველოს ოპერატიული თათბირების მომზადება, მათი დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზაცია; ლ) საორგანიზაციო, ანალიტიკური და საინსპექტორო მუშაობა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება; შიდა სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ნ) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღრიცხვა, ანალიზი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკისათვის მიწოდება; ო) მთავარი სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება; პ) საბუღალტრო აღრიცხვა; ჟ) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის მათი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; რ) მთავარი სამმართველოს კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა; ს) შეიარაღების მდგომარეობაზე ზრუნვა და კონტროლი; ტ) სამმართველოს უზრუნველყოფა ავტოტრანსპორტითა და ჯავშანტექნიკით.     მუხლი 14🔗. სამორიგეო ნაწილის ფუნქციებია: ა) მთავარი სამმართველოს უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობა; ბ) პოლიციის ძალებისა და საშუალებების ოპერატიული მართვის, დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირების, ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და სადღეღამისო კრებსების მომზადების უზრუნველყოფა; გ) საგანგებო შემთხვევათა დროს უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში არსებულ ძალთა და საშუალებათა ოპერატიულ მართვას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კლიპტოგრამებისა და ტელეგრამების მიღება-გადაცემის ორგანიზებას; ე) აკონტროლებს შს დანაყოფებში სამოქმედო ოპერატიულ გეგმებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხების სწორ წარმართვას.     მუხლი 15🔗. კანცელარია უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ დაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას, საიდუმლოების რეჟიმის დაცვას.