საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2006
ძალის დაკარგვა 15.05.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/54
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.008221
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 07/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.221
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/54
2006 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 დეკემბრის №1074 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის“ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო მუზეუმი – საქართველოს ეროვნული გალერეა (შემდგომში – მუზეუმი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და ,,მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. მუზეუმის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო მუზეუმი – საქართველოს ეროვნული გალერეა”.
4. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, სააანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა და სხვა რეკვიზიტები.
5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი 0108, რუსთაველის გამზ. №11. ტელ: 93 16 52, 99 20 42 ტელ/ფაქსი: 98 48 13.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფოს ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას.
2. მუზეუმის საქმიანობის პრინციპი და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ დებულებით.
3. მუზეუმის ძირითადი ამოცანაა:
ა) სამუზეუმო ფონდის შევსების მიზნით შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები;
ბ) შეაგროვოს, დაიცვას, მეცნიერულად შეისწავლოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ზემოთ ხსენებულ კულტურულ ფასეულობებს;
გ) ხელი შეუწყოს კულტურული ტურიზმის განვითარებას.
4. მუზეუმს უფლება აქვს:
ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები საქართველოს ან უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;
ბ) დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა კულტურული პროგრამები, მოაწყოს გამოფენები, შეხვედრები, სიმპოზიუმები, კონფერენციები, სემინარები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებს გარეთ;
გ) ითანამშრომლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან, ცალკეულ ხელოვანებთან; დაამყაროს და განავითაროს კავშირები უცხოეთის მონათესავე ორგანიზაციებთან;
დ) ჩაატაროს მუზეუმის ფონდსაცავებში დაცული ექსპონატების სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები;
ე) განახორციელოს მუზეუმში დაცული ექსპონატების პირველი პუბლიკაცია, მოახდინოს ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ბეჭდვითი პროდუქციის, მუზეუმის ფონდსაცავებში დაცული ექსპონატების ასლების, სამეცნიერო გამოცემების რეალიზაცია როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ვ) ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას (გამოფენის კატალოგები, ალბომები, სპეციალური კრიტიკული გამოცემები);
ზ) გახდეს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს – „ICOM”-ის და არტკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის „AAICA”-ს წევრი;
თ) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში.
მუხლი 3🔗. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა
1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში.
3. მუზეუმს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
4. მუზეუმის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად, განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელი, მათ კანონიერ გამოყენებაზე;
დ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად, წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია, საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში, დანიშნოს ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება;
ე) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად, უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები;
ვ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;
ზ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს.
5. მუზეუმს აქვს განყოფილებები თერჯოლაში, ტყიბულსა და ზესტაფონში, რომელთა ხელმძღვანელობასაც ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.
მუხლი 4🔗. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო
1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის მეცნიერი თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი.
3. სამეცნიერო საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და მუზეუმის სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, მათ შორის კონკრეტულ პროექტებს.
4. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო ქმნის საექსპერტო კომისიას, რომელიც ასრულებს საექსპერტო-საგამოფენო კომისიის ფუნქციას. საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იყვნენ ვიზუალური ხელოვნების ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები, ხელოვნების ექსპერტები, არტკრიტიკოსები. გალერეის საექსპერტო კომისიის შემადგენლობა მუდმივი არ არის და იცვლება პროექტის პროფილისა და ხასიათის მიხედვით.
5. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეოსაფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.
2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. მუზეუმს, მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას.
მუხლი 7🔗. მუზეუმის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8🔗. მუზეუმის დაფინანსების წყაროები
1. მუზეუმის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 9🔗. მუზეუმის ქონება
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მუზეუმს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
მუხლი10. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.