⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2010)
გაუქმებულია:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №14/ნ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №14/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.012673
გამოქვეყნების წყარო სსმ, 8, 21/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,547 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2009 მიღება
01.01.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №14/ნ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.012.673 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №14/ნ 2009 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კოჯრის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების თანდართული დებულება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. კვიტაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა (შემდგომში – აღსაზრდელი) სააღმზრდელო საქმიანობას. 2. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. დაწესებულება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სოციალური დახმარების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. დაწესებულების მისამართია: დაბა კოჯორი, რუხაძის №10.     მუხლი 2🔗. დაწესებულების მიზნები და ამოცანები 1. დაწესებულების ძირითადი მიზანია: ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აღსაზრდელის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითრებას; ბ) აღსაზრდელთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; გ) სააღმზრდელო პროგრამების ათვისება, აღსაზრდელთა სწავლება და პიროვნების აღზრდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით; დ) აღსაზრდელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ე) აღსაზრდელთა ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. 2. დაწესებულების საქმიანობა აგებულია დემოკრატიულ და პიროვნების თავისუფალი განვითარების, ბავშვის უფლებებისა და მისი საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით.     მუხლი 3🔗. აღზრდის პროცესის ორგანიზება 1. დაწესებულებაში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. 2. დაწესებულებაში ინახება აღსაზრდელის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს: ა) აღსაზრდელის სახელს და გვარს, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს; ბ) დაწესებულებაში აღსაზრდელის მიღების შესახებ დოკუმენტაციას, მათ შორის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნას ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვის დაწესებულებაში განთავსების შესახებ; გ) სამედიცინო ჩანაწერს აღსაზრდელის ჯანმრთელობის შესახებ; დ) ინფორმაციას აღსაზრდელის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბავშვის ფსიქო-ემოციურ დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ., გაქცევის მცდელობა, ფიზიკური დაზიანებები და ა.შ) თარიღებისა და საქმესთან დაკავშირებული პირებისა და გარემოებების გათვალისწინებით; ე) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა ბავშვის მეურვემ ან მზრუნველმა თუ მშობელმა.     მუხლი 4🔗. სააღმზრდელო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთა წრე და მათი განთავსების წესი  1. დაწესებულებაში განთავსდება 6-დან 18 წლამდე აღსაზრდელი: ა) ობოლი; ბ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად; გ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; დ) რომლის მშობლები იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში ან სასამართლოს განაჩენით – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ე) რომლის მშობლები თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობის მიღებას, რის გამოც ჩამოერთვათ მშობლის უფლება ან ჩამოერთვათ ბავშვი მშობლის უფლების შეზღუდვის გარეშე; ვ) რომლის მშობლები ვერ ახორციელებენ სრულყოფილად ბავშვის აღზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო; ზ) რომლის მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია, მაგრამ მშობლები არ არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილნი სასამართლოს მიერ. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე ბავშვის დაწესებულებაში განთავსება და დაწესებულებიდან გაყვანა ან/და სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე ბავშვის დაწესებულებაში განთავსება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ნაპოვნია და ესაჭიროება დროებითი თავშესაფარი. 3. ნაპოვნი, აგრეთვე ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწესებულებას არ მოეპოვება ინფორმაცია, განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან განცალკევებით. ბავშვის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება დაწესებულებაში, სხვა აღსაზრდელებთან ერთად. 4. აღსაზრდელის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი გარდაცვალებისას, დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მის მშობელს ან შესაბამის ორგანოს.     მუხლი 5🔗. აღსაზრდელის უფლებები 1. დაწესებულების აღსაზრდელს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს განათლება; ბ) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ; გ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს აღმზრდელის, დირექტორის, დაწესებულების სხვა თანამშრომლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა; ე) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან; ვ) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. 2. აღსაზრდელი ვალდებულია შეასრულოს დაწესებულების შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, პატივი სცეს სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს.     მუხლი 6🔗. დაწესებულების მართვა 1. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. დაწესებულების დირექტორი: ა) წარმოადგენს დაწესებულებას და ანიჭებს წარმომადგენლობას; ბ) მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესრულებაზე; გ) ახორციელებს დაწესებულების საერთო ხელმძღვანელობას; დ) ახორციელებს დაწესებულების ფუნქციების, მათ შორის, სამეურნეო და საორგანიზაციო საქმიანობის შესრულებაზე ზედამხედველობას; ე) ადგენს დაწესებულების თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს; ვ) განიხილავს დაწესებულების თანამშრომელთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ და იღებს შემდგომ გადაწყვეტილებებს; ზ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ი) ახორციელებს დაწესებულებაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას; კ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) სამინისტროს წარუდგენს დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას და მისი განხორციელების წლიურ ანგარიშს; მ) ანაწილებს მოვალეობებს დაწესებულების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს დაწესებულების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ნ) ატარებს დაწესებულების თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს გაწეული მუშაობის შედეგებს; ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს დაწესებულების დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; პ) ზრუნავს დაწესებულების თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას; რ) დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს და ამტკიცებს ბიუჯეტს; ს) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს; ტ) პასუხს აგებს დაწესებულების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებაზე, საერთო საქმიანობის ეფექტურ ორგანიზაციაზე, კანონიერების, დისციპლინის, ბენეფიციართა უფლებების დაცვაზე, დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და მოვლაზე; უ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 4. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება დაწესებულების საშტატო ნუსხით. 5. დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. დირექტორის არყოფნისა და მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რაც განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო პირველი მოადგილის არსებობისას – პირველი მოადგილე.     მუხლი 7🔗. დაწესებულების ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება  1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დაწესებულებას გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 3. დაწესებულების წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. დაწესებულების დაფინანსება  1. დაწესებულების საფინანსო სახსრების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. დაწესებულების ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. დაწესებულების სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დაწესებულების სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.     მუხლი 9🔗. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი   1. დაწესებულების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორცილებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.