⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.12.2007)
გაუქმებულია:

სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების – აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2006
ძალის დაკარგვა 10.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №162
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008230
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 09/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,511 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2006 მიღება
10.12.2007 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების – აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.230 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №162 2006 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების – აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კოლეგიის 1992 წლის 15 სექტემბრის №6-დ-1 გადაწყვეტილებით დაფუძნებული ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის 1998 წლის 30 ოქტომბრის №40 ბრძანებით შექმნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სამეცნიერო ტექნიკური შემოქმედების რესპუბლიკური ცენტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებით ჩამოყალიბებული ნორჩ ნატურალისტთა რესპუბლიკური სადგური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის 1996 წლის 27 სექტემბრის №35 ბრძანებით დაფუძნებული მოსწავლე-ახალგაზრდობის ტურიზმის რესპუბლიკური ცენტრი რეორგანიზებულ იქნეს და მათ ბაზაზე დაფუძნდეს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წესდება. 3. სასახლის დაფინანსება განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის  წ ე ს დ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე (შემდგომში – სასახლე) არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია. 2. სასახლე არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, საკუთარი ბეჭედი, ემბლემა, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 3. სასახლეს აქვს სპეციალური უფლება-უნარიანობა, იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 4. სასახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ წესდებითა და სასახლის შინაგანაწესით. 5. სასახლის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. №37.     მუხლი 2🔗. ძირითადი მიზნები და ფუნქციები სასახლის მიზნებია: ა) ორგანიზება გაუწიოს გამაჯანსაღებელ, სამეცნიერო-ტექნიკურ, ჩაატაროს სასკოლო, რაიონული, საქალაქო, ქვეყნის მასშტაბისა და საერთაშორისო კონკურსები; ბ) კოორდინაცია გაუწიოს და ჩაატაროს განათლების სისტემაში ჯგუფური, საერთო შემეცნებითი, ფეხით მოსიარულეთა, საწყლოსნო ლაშქრობები და ექსკურსიები; გ) ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად ჩაატაროს სასწავლო-მოსამზადებელი შეკრებები. შეკრების მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის გაჯანსაღება ან უშუალოდ კონკურსისათვის მომზადება; დ) სხვადასხვა სასწავლებლებსა და ორგანიზაციებს გაუწიოს უფასო და ფასიანი მომსახურება სამეცნიერო-ტექნიკური, ტურისტული მოგზაურობების, ექსკურსიებისა და სხვა საწვრთნელ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზება-ჩატარებაში; ე) მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ისტორიული წარსულის და აწმყოს უკეთ გაცნობის მიზნით, სათანადო ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშაოს მარშრუტები, გამოსცეს გზამკვლევები, პლაკატები და სხვა თვალსაჩინო ლიტერატურა, განახორციელოს საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობა. დადგენილი წესით ურთიერთობა დაამყაროს და დადოს ხელშეკრულება სპორტის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.     მუხლი 3🔗. გამაჯანსაღებელი, სასწავლო-ტურისტული და აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება სასახლე უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, სკოლა-ინტერნატებში და საბავშვო სახლებში ამ დაწესებულებებთან შეთანხმებით ჩაატაროს გამაჯანსაღებელი, სასწავლო-ტურისტული და აღმზრდელობითი მუშაობა, საექსკურსიო და ტურისტული მოგზაურობებით ხელი შეუწყოს მოსწავლე-ახალგაზრდობაში პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას, მოზარდი თაობის გაჯანსაღებასა და ფიზიკურ წრთობას.     მუხლი 4🔗. გამაჯანსაღებელი, სასწავლო-ტურისტული და აღმზრდელობითი პროცესის მონაწილენი 1. გამაჯანსაღებელი, სასწავლო-ტურისტული და აღმზრდელობითი პროცესის მონაწილენი არიან მოსწავლე-ახალგაზრდობა, მასწავლებლები და სასახლის მომსახურენი. მოსწავლე-ახალგაზრდობის ჯანმრთელობა უნდა აკმაყოფილებდეს სამეცნიერო-ტექნიკურ, ტურისტულ-საექსკურსიო ლაშქრობებისა და მოგზაურობების პირობებს. მათი ჯანმრთელობის საკითხს წყვეტს სამედიცინო დაწესებულება. ღონისძიებების ჩატარებისას სასახლის დირექტორი პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფაზე. 2. გამაჯანსაღებელ, სასწავლო-ტურისტულ და აღმზრდელობით პროცესში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მოსწავლე-ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 16 წელი და აკმაყოფილებს სასახლის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.     მუხლი 5🔗. თანამშრომელთა მიღების წესი 1. სასახლის თანამშრომლების მიღება ხდება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებას დებს სასახლის დირექტორი. 2. შრომითი ხელშეკრულების დადების დროს უპირატესობა ეძლევა იმ კანდიდატებს, რომლებიც ხასიათდებიან ორგანიზატორული და კომუნიკაბელური თვისებებით და შეუძლიათ სამეცნიერო-ტექნიკური და ტურისტული ღონისძიებების ორგანიზება.     მუხლი 6🔗. სასახლის მართვა 1. სასახლეს მართავს დირექტორი, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად და უძღვება სასახლის საქმიანობას. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე. 2. დირექტორი ინიშნება და თავისუფლდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ არა უმეტეს სამი წლის ვადით. სასახლის დირექტორად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მუშაობის სამი წლის გამოცდილება. 3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს თანამშრომლები. 4. დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით მოიზიდავს დამატებითი საფინანსო წყაროებს; ამყარებს კავშირებს უცხოურ საწარმოებთან, ტურისტულ, სასპორტო, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან; 5. დირექტორი პასუხისმგებელია ამ წესდების შესრულებაზე, მოსწავლეთა შორის სასწავლო-აღმზრდელობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, ტურისტულ-საექსკურსიო და სასპორტო-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზება-ჩატარების ხარისხზე. 6. სასახლის პერსონალისა და მასწავლებლების უფლებამოსილებები განისაზღვრება სასახლის შინაგა-ნაწესით.     მუხლი 7🔗. სამეთვალყურეო საბჭო 1. სასახლის მართვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის სამი წლის ვადით არჩეული სასახლის მასწავლებლების 6 წარმომადგენელი, სასახლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მშობლების მიერ არჩეული 6 მშობელი და მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ არჩეული 3 მოსწავლე. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით. 2. სამეთვალყურეო საბჭოს 1/3 განახლდება ყოველწლიურად. 3. სამეთვალყურეო საბჭო: ა) წარმართავს სასახლის საგანმანათლებლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას; ბ) ამტკიცებს და შეაქვს ცვლილებები სასახლის საგანმანათლებლო-აღმზრდელობით პროგრამაში; გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სასახლის ბიუჯეტს; დ) ამტკიცებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ დირექტორის ანგარიშს; ე) ამტკიცებს სასახლის შინაგანაწესს; ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასახლის წლიურ გეგმას; ზ) სასახლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სასახლეში მოსწავლე-ახალგაზრდობის მიღების მინიმალურ მოთხოვნებს. 4. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს სასახლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მშობელთა შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით. 5. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც. სხდომას იწვევს და უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 6. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი. 7. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. 8. სამათვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.     მუხლი 8🔗. სასახლის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სასახლეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. სასახლის ქონება შედგება როგორც უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემული აჭარის ავტონო-მიური რესპუბლიკის ქონებისაგან, ასევე სასახლის მიერ შეძენილი (შექმნილი) ქონებისაგან.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სასახლე ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სასახლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სასახლეს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, უფლება აქვს განახორციელოს: ა) უძრავი ქონების შეძება, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სახელფასო ფონდისა და საშტატო განრიგის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სასახლის ქონების შესახებ, თუ იგი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის სფეროს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წინასწარ თანხმობასთან ერთად აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი თანხმობა. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებაზე უარის შემთხვევაში სასახლე უფლებამოსილია უარი კანონის შესაბამისად გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში. 6. სასახლე ვალდებულია წელიწადში ორჯერ, არა უგვიანეს 10 ივნისისა და 10 დეკემბრისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.     მუხლი 10🔗. სასახლის დაფინანსება 1. სასახლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული თანხები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალები. 2. პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სასახლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 3. სასახლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია. 4. სასახლის სამეურნეო საქმიანობით მიღებული სახსრები მთლიანად ხმარდება სასახლის მიზნებს.     მუხლი 11🔗. საბუღალტრო ანგარიშგება სასახლე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სასახლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 12🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია 1. სასახლის წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.     მუხლი 13🔗. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესდების ამოქმედების შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შორის ტარდება წილისყრა, რომლის შედეგით განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა, ისე რომ მთელი შემადგენლობის 1/3-ის უფლებამოსილების ვადა იყოს ერთი წელი, 1/3-ის – ორი წელი, 1/3-ის – სამი წელი. 2. სასახლის დირექტორმა წესდების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირება.