საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცული ინფორმაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2006
ძალის დაკარგვა 01.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №170
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.008270
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35, 17/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.08.2008
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცული ინფორმაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Batang; panose-1:2 3 6 0 0 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Batang"; panose-1:2 3 6 0 0 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-right:3.75pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-right:3.75pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-right:3.75pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:33.75pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-right:3.75pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:21.75pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-right:3.75pt; margin-left:.25in; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.BalloonText1, li.BalloonText1, div.BalloonText1 {mso-style-name:"Balloon Text1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.008.270
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №170
2006 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცული ინფორმაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების მე-2 და მე-5 პუნქტების და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცული ინფორმაციის ცენტრის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცული ინფორმაციის ცენტრის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სივრცული ინფორმაციის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ ,,წიაღის შესახებ“, საქართველოს ტყის კოდექსით, ,,გეოდეზიისა და კარტოგრაფიის შესახებ“, ,,ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ, მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და ბანკში (მათ შორის სავალუტო), ემბლემა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. 24.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზანი
ცენტრის მიზანია:
ა) წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სახელმწიფო ფონდში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო ფონდის შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) მიწის რესურსების მდგომარეობის ერთიან ბანკში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო ფონდის შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს ერთიანი ტყის საინფორმაციო ფონდის შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო თუ სამეცნიერო, გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა და რეგისტრაცია;
ვ) გეოლოგიური სამუშაოების შედეგად შესწავლილი და დამტკიცებული მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აღრიცხვა;
ზ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება;
თ) საქართველოს სატყეო მეურნეობაში მიმდინარე ყველა სახის სამუშაოების აღრიცხვა და რეგისტრაცია;
ი) გარემოსდაცვითი ინფორმაციული ბაზებისა და მეტაბაზების შექმნა.
მუხლი 3🔗. ცენტრის ფუნქციები
ცენტრის ფუნქციებია:
ა) წიაღისეული მარაგებით მოსარგებლე, შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირების აღრიცხვა;
ბ) წიაღისეული მარაგებით მოსარგებლე პირების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და ასახვა წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი ფონდში;
გ) მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე წიაღისეული საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა;
დ) ისეთი მიზნებისთვის გაცემული წიაღისეულის უბნის აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული წიაღის მოპოვებასთან;
ე) ცენტრში დაცული მონაცემთა სისტემატიზაცია, ელექტრონული ვერსიის შექმნა და უსაფრთხო შენახვა;
ვ) საქართველოს სატყეო მეურნეობაში მიმდინარე, ყველა სახის სამუშაოების აღრიცხვა და რეგისტრაცია;
ზ) ცენტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისათვის;
თ) ცენტრში დაცული ინფორმაციების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომხმარებელთა კონსულტირება;
ი) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება;
კ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის, ანგარიშების და ინფორმაციების საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენა;
ლ) ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მაქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
მ) საზოგადოებასთან, საინფორმაციო საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ნ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 4🔗. ცენტრის ხელმძღვანელი
1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შემსრულებელს ნიშნავს მინისტრი, დირექტორის წარდგინებით.
მუხლი 5🔗. ცენტრის დირექტორი
ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს სივრცული ინფორმაციის ცენტრს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სივრცული ინფორმაციის ცენტრის საქმიანობას ეხება;
გ) უზრუნველყოფს ცენტრის საქმიანობის კონტროლს და ხელმძღვანელობას;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სივრცული ინფორმაციის ცენტრის თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს;
ვ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას;
თ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის საქმიანობის სრულყოფისა და დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
კ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
ლ) ატარებს ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებებს.
მუხლი 6🔗. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საფინანსო-სააღრიცხვო სამსახური;
ბ) კანცელარია;
გ) ინფორმაციული მართვის სამსახური;
დ) წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდი;
ე) საქართველოს ტყის საინფორმაციო სამსახური;
ვ) მიწის რესურსების მდგომარეობის საინფორმაციო სამსახური;
ზ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საინფორმაციო სამსახური;
თ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის სამსახური.
2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები განისაზღვრება ცენტრის დებულებით.
მუხლი 7🔗. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები
1. საფინანსო-სააღრიცხვო სამსახურის ამოცანაა ცენტრის საფინანსო-ეკონომიური და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა; საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, ბალანსის, ანგარიშების მომზადება, ცენტრის ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, ძირითადი საშუალებების მართვა, ფულადი სახსრებისა და საფინანსო – მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი წარდგენა სამინისტროში. ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამეურნეო საქმიანობის წარმართვა; სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა.
2. კანცელარიის ძირითადი ამოცანაა საქმისწარმოება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
3. ინფორმაციული მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანაა – ცენტრის ინფორმაციული უზრუნველყოფა; ციფრული ინფორმაციის განახლება დაცვა, არქივირება; სამსახურისათვის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და ტექნიკური მომსახურება; სამსახურის მონაცემთა ბაზების, ლოკალური და გლობალური ქსელების, კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობის ორგანიზება; ცენტრში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა: საინფორმაციო სისტემის უსაფრთხო დაცვა.
4. წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ძირითადი ამოცანაა – წიაღისეული მარაგებით მოსარგებლე, შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირების აღრიცხვა, წიაღისეული მარაგებით მოსარგებლე პირების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და ასახვა წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში. მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე წიაღისეული საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის მომზადება. ისეთი მიზნებისთვის გაცემული წიაღისეულის უბნის აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული წიაღის მოპოვებასთან. საბადოებისა და გამოვლინებების პასპორტიზაცია, კადასტრის წარმოება, მათი ელექტრონული სახით სისტემატიზაცია და სახელმწიფო ბალანსის წარმოება. დაინტერესებული პირებისთვის გეოლოგიური ინფორმაციის მომზადება. ლიცენზიის შეძენის მსურველთა უზრუნველყოფა შესაბამისი გეოლოგიური დასკვნით და რუკით; გეოლოგიური ფონდის უსაფრთხო შენახვა.
5. საქართველოს ტყის საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ამოცანაა – სახელმწიფო ტყის ფონდის შესახებ არსებული ინფორმაციის აღრიცხვის ორგანიზება. სახელმწიფო ტყის ფონდში მიმდინარე პროცესების, ყველა სახის სამუშაოების აღრიცხვა და რეგისტრაცია. დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; ტყის ფონდის შესახებ არსებული ინფორმაციის უსაფრთხო შენახვა.
6. მიწის რესურსების მდგომარეობის საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ამოცანაა – მიწის რესურსების მდგომარეობის ერთიან ბანკში დაცულ ინფორმაციაზე დარყდნობით საინფორმაციო ფონდის შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება.
7. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ამოცანაა – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ფონდში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო ფონდის შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება.
8. გარემოსდაცვითი ინფორმაციის სამსახურის ძირითადი ამოცანაა – კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში და მის გარეთ (მათ შორის, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებში, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში და ა.შ.) არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის (მონაცემების) შეკრება, დამუშავება და შენახვა. დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება.
მუხლი 8🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ცენტრს უფლება აქვს სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 9🔗. ცენტრის ქონება
1. ცენტრს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 10🔗. ცენტრის დაფინანსება
ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) ფონდებში დაცული ინფორმაციით მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 11🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 12🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 13🔗. ცენტრის ლიკვიდაცია
ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულება
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.