საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.03.2006
ძალის დაკარგვა 26.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-46
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.008275
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 23/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 838 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2006 მიღება
26.03.2009 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 46.3pt 35.95pt 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.275 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-46 2006 წლის 15 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლებისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი თანდართული დანართის მიხედვით. 2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორ­ციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მ. სვიმონიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სამინისტროს წინამდებარე შინაგანაწესი (შემ­დგომ­ში _ შინაგანაწესი) შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე. 2. შინაგანაწესი არეგულირებს სამინისტროს ცენტრა­ლური აპარატის საქმიანობას და ვრცელდება მის ყვე­ლა თანამშრომელზე, მიუხედავად თანამდებობ­რივი მდგომარეობისა. 3. შინაგანაწესის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის გამართული მუშაობისათვის ხელის შეწყობა; ბ) საჯარო მომსამსახურეების შრომისადმი დისციპ­ლინური დამოკიდებულების დამკვიდრება; გ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; დ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება; ე) საჯარო მომსამსახურეთა ხელშეწყობა სამსახუ­რებ­რივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის ზრდის მიზნით; ვ) ხელმძღვანელობასა და დაქვემდებარებულ მოსამსა­ხურეთა შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება.     მუხლი 2🔗. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული, შესვენების დრო 1. საჯარო სამსახურის განხორციელება სამინის­ტროში ეფუძნება ქვეყანაში საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპს და განსაზღვრულია 5-დღიანი სამუშაო კვირით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს კვირაში. 2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 9​00 სთ-დან 18​00 სთ-მდე. 3. შესვენების დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 13​00 სთ-დან 14​00 სთ-მდე. 4. უქმე დღის წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მცირდება 1 სთ-ით. 5. თუ უქმე დღეს წინ უსწრებს ყოველკვირეული დასვენების დღე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ მცირდება.     მუხლი 3🔗. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებებში ყოფნის პირობები და წესი 1. საჯარო მოსამსახურის მუშაობა უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია. 2. სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების თანახმად, საჯარო მოსამსახურის მიერ დამატებით გაწეული სამუშაო დრო ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულების მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი 1. სამსახურებრივ საკითხებზე საჯარო მოსამ­სახურეებზე განკარგულების გაცემის უფლება აქვს მინისტრს, მისი არყოფნის შემთხვევაში – პირველ მოადგილეს, მოადგილეებს და უშუალოდ უფროსს. სამსახურებრივ საკითხებზე გაცემული განკარგულება, შესაბამისად, შეიძლება იყოს ზოგადი (ვრცელდებო­დეს სამინისტროს ყველა მოსამსახურეზე) და ინდივი­დუა­ლური. 2. ზოგად განკარგულებას გასცემს მინისტრი. ზოგადი განკარგულება სრულდება წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სამინისტროში სპეცია­ლურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას გამოკ­ვრას. 3. ინდივიდუალურ განკარგულებას გამოსცემს მინისტრი, მისი არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე. ინდივიდუალური განკარგულება გამოიცემა უშუალოდ ერთ საჯარო მოსამსახურეზე ან საჯარო მოსამსახურეთა განსაზ­ღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური განკარგულება სრულდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური განკარგულების გამოცემისთანავე გადაეცემა მოსამსა­ხურეს (მოსამსახურეთა ჯგუფს), რაც დასტურდება ხელმოწერით.     მუხლი 5🔗. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი სამინისტროს მოსამსახურეებზე ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 6🔗. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია განუხრე­ლად ასრულებდეს დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც გათვალის­წინებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექ­სით და სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 7🔗. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი 1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუც­ხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდე­ბულია წინასწარ წარუდგინოს უშუალოდ უფროსს განცხადება შემდგომ სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე შესაბამისი აუცილებ­ლობისა და მიზეზების მითითებით. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში უშუალო უფროსი ადებს დადებით ვიზას, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებს განცხადების ვიზირებაზე, უფროსის მიერ განცხადების ვიზირების შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზანშე­წონილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის უშუალო უფროსს. 2. წინასწარ უცნობი მიზეზებით სამსახურში გამოუც­ხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდე­ბულია, შეძლებისდაგვარად, სამსახურში გამოც­ხადებამდე აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებ­ლობის მიზეზები და სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ საჯარო მოსამსახურემ უშუალო უფროსის მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს მას ახსნა-განმარტებითი ბარათი სამსახურში გამოუცხა­დებლობის თაობაზე.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები 1. შინგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს ყველა მოსამსახურისათვის. 2. შინგანაწესის გაცნობა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ დროს. 3. მოსამსახურე ვალდებულია გაეცნოს შინაგა­ნაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელ­მოწერით. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს. 4. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება ,,საჯარო სამართლის შესა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა. 5. შინაგანაწესში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მინისტრის ბრძანებით.