⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2010)
გაუქმებულია:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №31/ნ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №31/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.012679
გამოქვეყნების წყარო სსმ, 8, 21/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,673 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2009 მიღება
01.01.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №31/ნ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.012.679 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №31/ნ 2009 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების თანდართული დებულება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. კვიტაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) ახორციელებს იმ ბავშვთა (შემდგომში – აღსაზრდელი) სადღეღამისო და დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო მომსახურებას, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ზედამხედველობას როგორც დღის, ასევე დღე-ღამის განმავლობაში და ემსახურება ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. 2. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. დაწესებულება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სოციალური დახმარების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. დაწესებულების მისამართია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ი. ჭავჭავაძის ქ. №102.     მუხლი 2🔗. დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. დაწესებულების საქმიანობის მიზანს წარმოადგენს აღსაზრდელის კეთილდღეობა. დაწესებულება ხელმძღვანელობს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა“ და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიერ აღიარებული პრინციპებით. 2. დაწესებულება აღიარებს თითოეული აღსაზრდელისადმი ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობას. 3. დაწესებულება მომსახურების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში აღიარებს ოჯახისა და აღსაზრდელის თანამონაწილეობას მათი ინტერესების სრული გათვალისწინებით, თუკი ეს ინტერესები მიმართულია აღსაზრდელის კეთილდღეობისაკენ. 4. დაწესებულებაში მომსახურების მიღება არის მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი და არა იძულებითი ღონისძიება, ისევე როგორც მომსახურების შეწყვეტა. 5. დაწესებულების საქმიანობა არის აგებული გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპზე, თითოეული მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით. 6. დაწესებულება ითვალისწინებს აღსაზრდელისა და მისი ოჯახის ინტერესებს მომსახურების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში. 7. დაწესებულება უზრუნველყოფს როგორც დღის, ასევე დღე-ღამის განმავლობაში აღსაზრდელთა მოვლასა და აღზრდას, რაც გულისხმობს: ა) კვებას; ბ) ფორმალური განათლების ხელშეწყობას, როგორიცაა გაკვეთილების მომზადებაში დახმარება და სხვა; გ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ინტერაქტიული თამაშების, დისკუსიების, ლიტერატურული კითხვის, როლური თამაშებისა და სხვა მეთოდებით; დ) შემოქმედებითი უნარების განვითარებას; ე) ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული საყოფაცხოვრებო უნარების განვითარებას; ვ) კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებში აღსაზრდელთა ჩართვას.     მუხლი 3🔗. დაწესებულების მიზნები და ამოცანები 1. დაწესებულების ძირითადი მიზანია: ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აღსაზრდელის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას; ბ) აღსაზრდელის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; გ) სააღმზრდელო პროგრამების ათვისება, აღსაზრდელთა სწავლება და პიროვნების აღზრდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით; დ) აღსაზრდელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ე) აღსაზრდელთა ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. 2. დაწესებულების საქმიანობა ეფუძნება პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და აღსაზრდელის უფლებებისა და მისი საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპებს.     მუხლი 4🔗. აღზრდის პროცესის ორგანიზება 1. დაწესებულებაში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. 2. დაწესებულებაში ინახება აღსაზრდელის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს: ა) აღსაზრდელის სახელს და გვარს, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს; ბ) დაწესებულებაში აღსაზრდელის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მათ შორის, სოციალური მუშაკის რეკომენდაციას ბავშვის დაწესებულებაში მიღების აუცილებლობის ან მიზანშეწონილობის შესახებ; გ) სამედიცინო ჩანაწერს აღსაზრდელის ჯანმრთელობის შესახებ; დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა აღსაზრდელის მეურვემ, მზრუნველმა ან მშობელმა.     მუხლი 5🔗. დაწესებულებაში აღსაზრდელთა მიღების წესი 1. დაწესებულებაში მიიღებიან 6-დან 18 წლამდე ასაკის ის აღსაზრდელები, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ მის სრულყოფილ ზედამხედველობას როგორც დღის, ასევე დღე-ღამის განმავლობაში. 2. დაწესებულების მომსახურების შეწყვეტა არის ნებაყოფლობითი. დაწესებულებაში ბავშვები მიიღებიან სოციალური მუშაკის რეკომენდაციის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით.     მუხლი 6🔗. აღსაზრდელის უფლებები და ვალდებულებები 1. დაწესებულების აღსაზრდელს უფლება აქვს: ა) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს განათლება; გ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს აღმზრდელის, დირექტორის ან დაწესებულების სხვა თანამშრომლის უკანონო და არამართლზომიერი ქმედებები იმავე დაწესებულებაში ან ზემდგომ ორგანოში; დ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა; ე) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან; ვ) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები; ზ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით უარი თქვას დაწესებულების მომსახურებაზე. 2. აღსაზრდელი ვალდებულია შეასრულოს დაწესებულების შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, პატივი სცეს სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს.     მუხლი 7🔗. დაწესებულების ექიმი 1. დაწესებულების აღსაზრდელთა სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს ექიმი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი შემდეგ სპეციალობებში: „საოჯახო მედიცინა“ და „პედიატრია“. 2. ექიმი დაწესებულებაში: ა) ახორციელებს აღსაზრდელთა პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; ბ) ახორციელებს სანიტარიულჰიგიენურ და ეპიდრეჟიმზე მეთვალყურეობას; გ) უზრუნველყოფს კვების პროდუქტების უსაფრთხოებას და კვების რაციონის შესაბამისობას დადგენილ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმებთან; დ) გადამდები დაავადებების გავრცელებისაგან აღსაზრდელთა დაცვის მიზნით ახორციელებს დაწესებულების თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას.     მუხლი 8🔗. დაწესებულების აღმზრდელები აღმზრდელი ვალდებულია: ა) შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს; გ) აღსაზრდელებთან მუშაობა წარმართოს მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით; დ) აირჩიოს აღსაზრდელთან მიდგომის ისეთი მეთოდები, სწავლის ფორმა და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და განხორციელებას;     მუხლი 9🔗. დაწესებულების მართვა 1. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. დაწესებულების დირექტორი: ა) წარმოადგენს დაწესებულებას და ანიჭებს წარმომადგენლობას; ბ) მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესრულებაზე; გ) ახორციელებს დაწესებულების საერთო ხელმძღვანელობას; დ) ახორციელებს დაწესებულების ფუნქციების, მათ შორის, სამეურნეო და საორგანიზაციო საქმიანობის შესრულებაზე ზედამხედველობას; ე) ადგენს დაწესებულების თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს; ვ) განიხილავს დაწესებულების თანამშრომელთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ და იღებს შემდგომ გადაწყვეტილებებს; ზ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ი) ახორციელებს დაწესებულებაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას; კ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) სამინისტროს წარუდგენს დაწესებულების განვითრების სტრატეგიულ გეგმას და მისი განხორციელების წლიურ ანგარიშს; მ) ანაწილებს მოვალეობებს დაწესებულების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს დაწესებულების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ნ) ატარებს დაწესებულების თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს გაწეული მუშაობის შედეგებს; ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს დაწესებულების დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; პ) ზრუნავს დაწესებულების თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას; რ) დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს და ამტკიცებს ბიუჯეტს; ს) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს; ტ) პასუხს აგებს დაწესებულების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებაზე, საერთო საქმიანობის ეფექტურ ორგანიზაციაზე, კანონიერების, დისციპლინის, ბენეფიციართა უფლებების დაცვაზე, დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და მოვლაზე; უ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 4. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება დაწესებულების საშტატო ნუსხით. 5. დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. დირექტორის არყოფნისა და მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რაც განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო პირველი მოადგილის არსებობისას – პირველი მოადგილე.     მუხლი 10🔗. დაწესებულების ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დაწესებულებას გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 3. დაწესებულების წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 11🔗. დაწესებულების დაფინანსება 1. დაწესებულების დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. დაწესებულების სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. დაწესებულების სახსრების სხვა მიზნებისათვის გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი დაწესებულების საქმიანობაზე 1. დაწესებულების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 13🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 14🔗. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულების ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 4. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.