საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №59 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2009
ძალის დაკარგვა 20.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.026.012705
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 30/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №59 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:22.95pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.CharCharCharChar, li.CharCharCharChar, div.CharCharCharChar {mso-style-name:" Char Char Char Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.026.012.705
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №59
2009 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება.
2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ანალიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულების, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
2. დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, ტიტულოვანი ბლანკი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი“.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური პროცესებისა და განვითარების ანალიზი;
ბ) თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა/მოპოვება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისაგან, დამუშავება/ანალიზი და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო დასკვნების მომზადება, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარსადგენად;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ფუნქციური უფლება-მოვალეობები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ) მონაწილეობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურებისა და გადაყვანის საკითხებში სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით;
ე) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით;
ვ) შუამდგომლობს დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრების გამოყოფის თაობაზე;
ზ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
თ) დადგენილი წესით მონაწილეობს სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლობების თანამდებობის პირების შერჩევაში;
ი) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაში;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურებისა და გადაყვანის საკითხებში სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით;
დ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას;
ვ) დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდგომში – ქვედანაყოფი):
ა) პოლიტიკურ-სტრატეგიული ანალიზის სამმართველო, რომელიც ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების პოლიტიკურ-სტრატეგიულ ანალიზს;
ბ) ეკონომიკური ანალიზის სამმართველო, რომელიც ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების საფინანსო-ეკონომიკურ ანალიზს;
გ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა ანალიზის სამმართველო, რომელიც ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედროტექნიკურ სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების, პერსპექტიული თანამშრომლობის ანალიზს.
2. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. ქვედანაყოფის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ქვედანაყოფის თანამშრომელი.