⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2010)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №127/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.012974
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 03/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,690 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2009 მიღება
01.01.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 44.95pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.012.974 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №127/ნ 2009 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებისა და „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის თანდართუ­ლი დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. კვიტაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი (შემდგომ­ში – სახლი) არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ჩვილ ბავშვთა (შემდგომში – აღსაზრდელი) სააღმზრდე­ლო საქმიანობას. 2. სახლი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 3. სახლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზი­ტები. 4. სახლის მისამართია: ხელვაჩაურის მუნიციპალიტე­ტი, დაბა მახინჯაური.     მუხლი 2🔗. სახლის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის პრინციპები 1. სახლის ძირითადი მიზანია: ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აღსაზრდელის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითრებას; ბ) აღსაზრდელთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქო-სამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტა­ციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; გ) სააღმზრდელო პროგრამების ათვისება, აღსაზ­რდელ­თა სწავლების უზრუნველყოფა (მაგ.: საბავშვო ბაღებ­ში) და პიროვნების აღზრდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით; დ) აღსაზრდელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ე) აღსაზრდელთა ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა; ვ) დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა (რეინტეგრაცია, შვილობილობა, აღსაზრდელთა განთავსება თავშესაფრებში და სხვა); ზ) სოციალურად დაუცველი დედებისა და ფეხმძიმე ქალებისათვის დროებითი თავშესაფრის მოწყობის უზრუნველყოფა. 2. სახლის საქმიანობა აგებულია დემოკრატიულ და პიროვნების თავისუფალი განვითარების, აღსაზრდელის უფლებებისა და მისი საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით.     მუხლი 3🔗. აღზრდის პროცესის ორგანიზება 1. სახლში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორ­ციელ­დე­ბა კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკი­ცე­ბუ­ლი სტანდარტების შესაბამისად. 2. სახლში ინახება აღსაზრდელის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს: ა) აღსაზრდელის სახელს და გვარს, ოჯახის საკონ­ტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს; ბ) სახლში აღსაზრდელის მიღების შესახებ დოკუმენტა­ციას, მათ შორის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნას ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვის სახლში განთავსების შესახებ; გ) სამედიცინო ბარათს; დ) ინფორმაციას აღსაზრდელის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აღსაზრდელის ფსიქო-ემოციურ დარღვევებთან დაკავ­შირე­ბულ საკითხებზე (მაგ.: გაქცევის მცდელობა, ფიზიკური დაზიანებები და ა.შ) თარიღებისა და საქმესთან დაკავშირებული პირებისა და გარემოებების გათვალისწი­ნებით; ე) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა აღსაზ­რდელის მეურვემ ან მზრუნველმა ან მშობელმა.     მუხლი 4🔗. სახლში ჩასარიცხ პირთა წრე და მათი განთავსების წესი 1. სახლში განთავსდება 6 წლამდე აღსაზრდელი: ა) ობოლი; ბ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარე­ბულ­ნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნა­რიანად; გ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარე­ბულ­ნი არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაც­ვლი­ლად; დ) რომლის მშობლები იმყოფებიან წინასწარი პატიმრო­ბის ადგილებში ან სასამართლოს განაჩენით – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ე) რომლის მშობლები თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობის მიღებას, რის გამოც ჩამოერთვათ მშობლის უფლება; ვ) რომლის მშობლებსაც ჩამოერთვათ შვილი მშობ­ლის უფლების შეზღუდვის გარეშე; ზ) რომლის მშობლები ვერ ახორციელებენ სრულყო­ფილად ბავშვის აღზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეო­ბის გამო; თ) რომლის მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია, მაგრამ მშობლები არ არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილნი სასამართლოს მიერ. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე ბავშვის სახლში განთავსება და სახლიდან გაყვანა ან/და სხვა სახლში გადაყვანა დაუშვებელია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე ბავშვის სახლში განთავსება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ნაპოვნია და ესაჭიროება დროებითი თავშესაფარი. 3. ნაპოვნი, აგრეთვე ობოლი და მზრუნველობამოკ­ლებული ბავშვი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახლს არ მოეპოვება ინფორმაცია, განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან განცალკევებით. ბავშვის ჯან­მრთე­ლობისა და ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სახლში, სხვა აღსაზრდელებთან ერთად. 4. სახლში ბავშვები მიიღებიან: ა) სამშობიარო სახლებიდან; ბ) სამედიცინო დაწესებულებებიდან; გ) ოჯახებიდან; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინე­ბულ სხვა შემთხვევებში. 5. სახლში არ მიიღებიან ბავშვები: ა) მწვავე ინფექციური დაავადებით; ბ) ტუბერკულიოზის აქტიური ფორმით; გ) აქტიური სიფილისით; დ) კანის გადამდები დაავადებით; ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით; ვ) ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით; ზ) რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალო­ბას. 6. სახლიდან აღსაზრდელი ამოირიცხება, თუ: ა) იგი დაბრუნდა საკუთარ ოჯახში; ბ) იგი გადადის სხვა სახლში ან სხვა ობოლ და მზრუნველო­ბამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში; გ) იგი შვილობილად ან შვილად იქნა აყვანილი; დ) მას დაენიშნა მეურვე. 7. აღსაზრდელის სახლიდან გაყვანისას ან სხვა სახლში გადაყვანისას გაიცემა აღსაზრდელის პირადი საქმე: ა) დაბადების მოწმობა; ბ) პოლისი; გ) ცნობა სახლში ყოფნის შესახებ; დ) სამედიცინო ბარათი; ე) ინფორმაცია მშობლების ან ახლო ნათესავების შესახებ; ვ) საბუთები, რომლებიც ადასტურებს აღსაზრდელის უფლებას მემკვიდრეობაზე, ფულად სახსრებზე, საცხოვ­რებელ ფართზე, სადაც ცხოვრობდა აღსაზრდელი ან მისი მშობელი; ზ) ცნობა ალიმენტის შესახებ. 8. აღსაზრდელის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი გარდაცვალებისას, სახლი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მის მშობელს ან შესაბამის ორგანოს.     მუხლი 5🔗. აღსაზრდელის უფლებები სახლის აღსაზრდელს უფლება აქვს: ა) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან; ბ) განავითაროს თავისი უნარ-ჩვევები. გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კვალიფიციური დახმარება აღზრდა-განვითარებაში.     მუხლი 6🔗. სახლის მართვა 1. სახლს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. სახლის დირექტორი: ა) წარმოადგენს სახლს და ანიჭებს წარმომადგენ­ლობას; ბ) მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესრულებაზე; გ) ახორციელებს სახლის საერთო ხელმძღვანელობას; დ) ახორციელებს სახლის ფუნქციების, მათ შორის, სამეურნეო და საორგანიზაციო საქმიანობის შესრულე­ბაზე ზედამხედველობას; ე) ადგენს სახლის თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს; ვ) განიხილავს სახლის თანამშრომელთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ და იღებს შემდგომ გადაწყვეტილებებს; ზ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწ­ვიოს სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს სახლის თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებ­ლობის ზომებს; ი) ახორციელებს სახლში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას; კ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) სამინისტროს წარუდგენს სახლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და მისი განხორციელების წლიურ ანგარიშს; მ) ანაწილებს მოვალეობებს სახლის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალე­ბებს, აკონტროლებს სახლის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ნ) ატარებს სახლის თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს გაწეული მუშაობის შედეგებს; ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სახლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; პ) ზრუნავს სახლის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სახლის სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას; რ) სახლის ბიუჯეტის პროექტს შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს და ამტკიცებს ბიუჯეტს; ს) ამტკიცებს სახლის შინაგანაწესს; ტ) პასუხს აგებს სახლის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებაზე, საერთო საქმიანობის ეფექტურ ორგანიზაციაზე, კანონიერების, დისციპლინის, ბენეფიციართა უფლებების დაცვაზე, სახლის მატერია­ლურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და მოვლაზე; უ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 4. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრე­ბა სახლის საშტატო ნუსხით. 5. დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლება­მოსი­ლებანი და ფუნქციები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. დირექტორის არყოფნისა და მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვე­ვაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტო­რის მოადგილე, რაც განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო პირველი მოადგილის არსებობისას – პირველი მოად­გილე.     მუხლი 7🔗. სახლის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციე­ლებლად სახლს გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით. 2. სახლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონო­მიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინის­ტროს. 3. სახლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. სახლის დაფინანსება 1. სახლის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. სახლის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება სახლის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სახლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.     მუხლი 9🔗. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი 1. სახლის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონი­ლობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სახლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სახლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციე­ლებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სახლის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗. სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სახლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორცილებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით. 3. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.