⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.11.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში თანამშრომელთა იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ, რომლის ფუნქციებში შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება

მიღების თარიღი 21.03.2006
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №226
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.033.008291
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 23/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,610 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2006 მიღება
04.11.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში თანამშრომელთა იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ, რომლის ფუნქციებში შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.008.291 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №226 2006 წლის 21 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში თანამშრომელთა იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ, რომლის ფუნქციებში შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 18​1 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკი­ცებუ­ლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებუ­ლების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ფინანსური პოლიციის შესახებ” საქარ­თველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტა­ნის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 9 დეკემ­ბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს ფინანსურ პოლიციაში თანამშრომელთა იმ თა­ნამ­დებო­ბაზე დანიშვნის წესი, რომლის ფუნქციებში შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამარ­თლის გამოძიება“. 2. 2007 წლის 1 იანვრამდე ის პირები, რომლებსაც აქვთ ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოებ­ში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მსახუ­რობენ ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგა­ნოებში (შესაბამის თანამდებობაზე და აკმაყოფი­ლებენ პოლიციაში მიღების ამ კანონით დადგენილ მოთ­ხოვნებს) და მათი სამსახურის გაგრძელება პოლი­ციის ორგანოებში გამოწვეულია სამსახურებრივი ინტე­რესებიდან გამომდინარე, შეიძლება დანიშნულ იქნენ (მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლე­ბამოსილი პირის მიერ) პოლიციის იმ თანამდებო­ბაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებ­რო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, არა უმეტეს 6 თვით დროებით მოვალეობის შემსრუ­ლებლად. ამ დროის განმავლობაში პირი ვალდებულია ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელთა წარ­მა­ტებით ჩაბარების შემთხვევაში დროებით მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება შტატით გათვალისწინე­ბულ შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო საკვალიფი­კაციო გამოცდების ჩაუბარებლობის შემთხვევაში განთა­ვისუფლდება თანამდებობიდან დანიშვნის ბრძანე­ბით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე. 3. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პო­ლიციაში თანამშრომელთა იმ თანამდებობაზე დანიშ­ვნის წესის, რომლის ფუნქციებში შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამო­ძიება” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა ამოქმედდეს გამოქ­ვეყნებისთანავე. 4. ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში თანამ­შრო­მელთა იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესის, რომ­ლის ფუნქციებში შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმია­ნობა ან სისხლის სამართლის გამოძიება“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან. ა. ალექსიშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში თანამშრომელთა იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, რომლის ფუნქციებში შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში თანამშრომელთა იმ თანამდებობაზე და­ნიშ­ვნის წესი (შემდგომში – წესი), რომლის ფუნ­ქციებში შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, ვრცელდება სა­ქარ­­თველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის (შემდგომში – პოლიციის) იმ თანამდებო­ბაზე დასანიშნ პირებზე, რომლის ფუნქციებშიც შევა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამარ­თლის გამოძიება.     მუხლი 2🔗. თანამდებობების ჩამონათვალი ამ წესით დანიშვნა ხდება შემდეგ თანამდებობებზე: ა) საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი (უფროსი გამომძიებელი); ბ) საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიული თანამ­შრომელი (უფროსი ოპერატიული თანამშრომელი); გ) სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ოპერა­ტიული თანამშრომელი (უფროსი ოპერატიული თანამ­შრომელი).     მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოსამზადებელი კურსები – პოლიციაში მიღების მსურველთა აუცილებელი სწავლება; ბ) კანდიდატი – პირი, რომელიც აბარებს საკვალი­ფიკაციო გამოცდას; გ) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს მოსამ­ზადებელ კურსებზე; დ) მინისტრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ე) მაკომპრომიტირებელი მასალები – კანდიდატის ოპ­ერატიული შესწავლის პერიოდში პოლიციის შესაბა­მისი სამსახურის მიერ მიღებული დადასტურე­ბული ინ­­ფორ­­მაცია კანდიდატის შესახებ, რის შედეგადაც კან­­­­დი­და­ტის მიღება ეწინააღმდეგება პოლიციაში მისაღებ მოთხოვნებს. თავი II პოლიციაში თანამდებობაზე დანიშვნა     მუხლი 4🔗. თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება 1. პოლიციაში მიღება ხორციელდება თანამდებო­ბაზე დანიშვნით, ხოლო პოლიციიდან დათხოვნა თანამ­დებობიდან გათავისუფლებით. 2. პოლიციაში თანამდებობაზე დანიშვნა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) პოლიციის მოსამზადებელ კურსებზე კანდიდა­ტურების შერჩევა; ბ) კანდიდატების მიერ მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდების ჩაბარება; გ) პოლიციის მოსამზადებელი კურსების გავლა და სწავლების შედეგების შეფასება, რომელიც გულის­ხმობს კანდიდატებისათვის სპეციალური სწავ­ლების კურსის გავლას (აქ იგულისხმება პრაქტიკული მეცა­დინეობის კურსის გავლა პოლიციის დანაყოფებში, ასევე კანდიდატის ოპერატიული შესწავლა), სწავლე­ბის შედეგების შეფასებას და რეკომენდაციის მიცემას პოლიციაში შესაფერის თანამდებობაზე დასანიშნად. კანდიდატის ოპერატიული შესწავლის მასალები წარ­მოადგენს საიდუმლო ინფორმაციას და მისი საჯაროდ გამოცხადება დაუშვებელია, გარდა კანონით განსაზ­ღვრული შემთხვევებისა; დ) თანამდებობაზე დანიშვნა გულისხმობს მოსამ­ზა­დებელი კურსების წარმატებით გავლის შემდგომ კანდიდატებისათვის შესაფერისი თანამდებობის შერ­ჩევასა და დანიშვნას, ან რეზერვში აყვანას. 3. ის პირები, რომლებსაც აქვთ ოპერატიულ-სამ­ძებ­რო ან საგამოძიებო ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მსახურობენ ოპე­რატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოებში (შესაბამის თანამდებობაზე და აკმაყოფილებენ პოლი­ციაში მიღების ამ კანონით დადგენილ მოთხოვ­ნებს) და მათი სამსახურის გაგრძელება პოლიციის ორგანოებში გამოწვეულია სამსახურებრივი ინტერე­სებიდან გამომდინარე, შეიძლება დანიშნულ იქნენ (მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება­მოსილი პირის მიერ) პოლიციის იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, არა უმეტეს 6 თვით დროებით მოვალეობის შემსრულებ­ლად. ამ დროის განმავლობაში პირი ვალდებულია ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დროებით მოვა­ლეობის შემსრულებელი დაინიშნება შტატით გათვა­ლისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო საკვა­ლიფიკაციო გამოცდების ჩაუბარებლობის შემთხვევაში გათავისუფლდება თანამდებობიდან დანიშვნის ბრძანე­ბით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე.     მუხლი 5🔗. პოლიციაში თანამდებობრივი გადაადგილება პოლიციაში თანამდებობაზე დანიშნული პირის პოლი­ციის სხვა თანამდებობაზე გადაადგილება (გადაყ­ვანა) ხორცილედება მინისტრის ბრძანებით დამტკი­ცებული „ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად. თავი III კანდიდატის მოსამზადებელი კურსები     მუხლი 6🔗. მოსამზადებელი კურსების მიზანი მოსამზადებელი კურსების მიზანია პოლიციის ოპერა­­ტიულ-საგამოძიებო ორგანოების სტრუქტურუ­ლი ერთეულების კვალიფიცირებული კადრებით უზრუნ­ველყოფა.     მუხლი 7🔗. კანდიდატთა მიღება მოსამზადებელ კურსებზე პოლიციის მოსამზადებელ კურსებზე კანდიდატე­ბის მიღება ხორციელდება მისაღები გამოცდების ჩაბა­რებით.     მუხლი 8🔗. კანდიდატთა რეგისტრაცია 1. პოლიციის მოსამზადებელ კურსებზე კანდიდატთა რეგისტრაცია ხორციელდება საინფორამციო საშუა­ლებებში მინისტრის განცხადების საფუძველზე. 2. მინისტრი მოსამზადებელ კურსებზე კანდიდატთა მიღების შესახებ აცხადებს საინფორმაციო საშუალებე­ბის მეშვეობით, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები; სასწავლო დაწესებულების დასახელება და მისამართი; კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და დამთავრების თარიღი; მისამართი, სადაც უნდა განხორციელდეს კანდიდატთა რეგისტრაცია; ასევე მისაღებ კანდიდატთა რაოდენობა, რომლის მიღებაც არის გათვალისწინებული მოსამზა­დე­ბელ კურსებზე. 3. კანდიდატთა რეგისტრაცია უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვისა და არა უმცირეს ორი კვირისა. 4. კანდიდატი ვალდებულია რეგისტრაციაში გავლი­სათვის ფინანსური პოლიციის საკონკურსო-საატეს­ტაციო კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო), რომლის შექმნისა და ფუნქციონირების წესი განსაზ­ღვრულია „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვე­პუნქტის შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური პოლიციის თანამშრო­მელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარე­ბის წესის“ შესაბამისად, წარუდგინოს: ა) წერილობითი განცხადება პოლიციის უფროსის სახელზე; ბ) ავტობიოგრაფია დანართი №1-ის შესაბამისად; გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი; ვ) ოთხი ფერადი ფოტოსურათი – ზომით 3/4. 5. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ” და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომელთა ასლების ნამდვილობის შემოწმების შემდეგ ისინი დაუბრუნდება კანდიდატს. 6. საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კანდიდატები მიიღებენ სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი სარეგისტრაციო ნომერი, გამოცდების ჩატარების დრო, ადგილი და იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც კანდიდატს სურს მუშაობის დაწყება პოლიციაში.     მუხლი 9🔗. კანადიდატის მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდები 1. კანდიდატის მოსამზადებელ კურსებზე მისაღები საკვალიფიკაციო გამოცდები შედგება ორი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი – ტესტირება, ხოლო მეორე ეტა­პი – გასაუბრება. 2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილე­ბე­ბისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართვე­ლოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძ­ველზე მიღე­ბული საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამ­ტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარე­ბის წე­სის“ შესაბამისად, ხოლო გასაუბრებას ახორ­ციელებს პოლიციის საკონკურსო-საატესტაციო კომი­სია „ფი­ნან­სური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებუ­ლი „ფინანსური პოლიციის თანამშრო­მელთა კონკურ­სისა და ატესტაციის ჩატარების წესის“ შესა­ბამისად. 3. კანდიდატი ვალდებულია გამოცდების ორივე ეტაპზე მიიღოს დადებითი შეფასება. 4. პოლიციის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის შექმნის და ფუნქციონირების წესი განსაზ­ღვრულია „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქარ­თვე­­ლოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვე­­პუნქტის შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძა­ნებით დამტკიცებული „ფინანსური პოლიციის თანამ­შრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის“ შესაბამისად, იმ კანდიდატთა სიას, რომლებმაც მიიღეს გამოცდების ორივე ეტაპზე დადებითი შეფა­სება, გამოცდების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში წარუდგენს პოლიციის უფროსს, ხოლო პოლიციის უფროსი პოლიციის კადრების სამსახურის მეშვეობით გამოცდების წარმატებით ჩაბარებულ კანდიდატს გადასცემს საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელ მოწმობას. 5. კანდიდატი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარე­ბის მოწმობასთან ერთად მიიღებს მოსამზადებელი კურსების გავლის უფლების დამადასტურებელ მოწ­მო­ბას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მოსამზა­დებელი კურსების დაწყების თარიღი და სასწავლო დაწესებულების დასახელება და მისამართი.     მუხლი 10🔗. მოსამზადებელი კურსების დაწყების საფუძველი 1. მოსამზადებელი კურსების დაწყების საფუძველია პოლიციის უფროსის ბრძანება. 2. პოლიციის უფროსის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს: ა) მსმენელის გვარი, სახელი, მამის სახელი; ბ) მოსამზადებელი კურსების დაწყების თარიღი და სასწავლო დაწესებულების დასახელება (ასევე მისამართი), სადაც უნდა გამოცხადდეს მსმენელი. 3. მოსამზადებელი კურსების სასწავლო ლექციების განრიგს, მოსამზადებელი კურსების შინაგანაწესს მსმენე­ლი მიიღებს მოსამზადებელ კურსებზე გამოცხა­დებისთანავე.     მუხლი 11🔗. მოსამზადებელი კურსები 1. მსმენელი ვალდებულია: ა) გაიაროს მოსამზადებელი კურსები, რომლებიც მოიცავს სასწავლო ლექციებს და პრაქტიკულ მეცა­დი­­ნეობებს პოლიციის დანაყოფებში. ბ) დაიცვას მოსამზადებელი კურსების შინაგანა­წესი, რომელიც მტკიცდება პოლიციის უფროსის მიერ. 2. მსმენელის მხრიდან მოსამზადებელი კურსების შინაგანაწესის დარღვევა შეიძლება გახდეს მათი მოსამზადებელი კურსებიდან დათხოვნის საფუძველი (რის შესახებაც წარდგინება კეთდება პოლიციის უფრო­სის სახელზე), რაც ავტომატურად ნიშნავს მათთვის პოლიციაში მიღებაზე უარის თქმას. თავი IV მსმენელის ოპერატიული შესწავლა     მუხლი 12🔗. მსმენელის ოპერატიული შესწავლის მიზანი 1. ოპერატიული შესწავლის საფუძველს წარმოად­გენს პოლიციის უფროსის ბრძანება მსმენელის მოსამ­ზადე­ბელ კურსებზე ჩარიცხვის შესახებ. 2. მსმენელის ოპერატიული შესწავლის ორგანიზება ევალება პოლიციის კადრების სამსახურს, რომელიც დავალებას ახორციელებს შესაბამის ოპერატიულ ქვედანაყოფებთან ერთად. 3. მსმენელის შესწავლის პროცესი ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) პირველადი შემოწმება; ბ) სპეციალური შემოწმება; გ) შესწავლის შედეგების შეფასება. 4. მსმენელი ავსებს ანკეტას და წერს ავტობიოგ­რაფიას, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს მითი­თებული მონაცემები №1 დანართის მიხედვით. 5. კადრების სამსახური ატარებს მსმენელების პირველად შემოწმებას მათი ადრინდელი სამუშაოს, სასწავლო დაწესებულების, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აანალიზებს ოპერატიული ქვედანაყოფებიდან შემოსულ მასალებს, ამზადებს დასკვნებს მსმნელების მიღების შესაძლებლობების თაობაზე და წარუდგენს პოლიციის ხელმძღვანელობას. 6. სპეცილაური შემოწმების ეტაპზე პოლიციის კადრების სამსახურის თანამშრომელი ატარებს მსმენე­ლისა და მისი ახლო ნათესავების (მეუღლე, მშობლები, ზრდასრული და-ძმა, მამინაცვალი, დედინაცვალი, მეურვეები) შემოწმებას პოლიციის ოპერატიული აღრიც­ხვის სამმართველოსა და პოლიციის სტატისტი­კური აღრიცხვის სამმართველოში. 7. ოპერატიული ქვედანაყოფების თანამშრომლები, რომელთაც ევალებათ მსმენელის ოპერატიული შეს­წავლა, პირადად სწავლობენ პიროვნებას მისი საცხოვ­რებელი ადგილის მიხედვით და დასკვნას აგზავ­ნიან კადრების სამსახურში. 8. თუ მსმენელის ნათესავებსა და ახლობლებს შორის არიან პოლიციის თანამშრომლები, ისინი შეიძლება გამოკითხულ იქნენ მსმენელის პოლიტიკური, საქმიანი და პირადი თვისებების შესახებ. აუცილებ­ლობის შემთხვევაში მათგან მიიღება წერილობითი დახასიათება. 9. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის პროცესში მი­ღებუ­ლ იქნება ინფორმაცია მსმენელის მაკომპრომე­ტირებელი მასალების არსებობის თაობაზე, ან სხვა მონაცემები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს მსმენე­ლის შემდგომი შესწავლის შეჩერების საფუძვლად, კადრების სამსახური ამზადებს აღნიშნულზე დასკვნას, რომლის პოლიციის უფროსის მიერ დამტკიცების შემ­თხვევაში მსმენელი დათხოვნილ იქნება მოსამზა­დებელი კურსებიდან. 10. ყოფილი თანამშრომლის პოლიციის ოპერა­ტიულ-სამძებრო დანაყოფში ხელახალი მიღების შემთხვევაში, მის მიმართ დამატებითი შესამოწმებელი ღონისძიებები ტარდება უკვე არსებული შემოწმების მასალებიდან გამომდინარე, მსმენელის და მისი ახლო ნათესავების ბიოგრაფიასა და დემოგრაფიულ მონაცე­მებში შესაძლო მომხდარი ცვლილებების გათვა­ლისწინებით. 11. პოლიციის კადრების სამსახურის მიერ მოწმდება მსმენელის მიერ საჯარო სამსახურში განვლილი მუშაობა, განსაკუთრებით ყურადღება მახვილდება საჯარო სამსახურიდან არის თუ არა მსმენელი დათხოვნილი უარყოფითი მოტივით.     მუხლი 13🔗. სპეცშემოწმების მასალების გაფორმებისა და შენახვის წესი 1. სპეცშემოწმების მასალები ჩაიკერება ცალკე საქაღალდეში, დაინომრება და მისი ნომერი შეიტა­ნება თანამშრომლის პირადი საქმის დოკუმენტების აღწერილობაში. დოკუმენტების აღწერილობაში საქა­ღალ­დე აღირიცხება როგორც პირადი საქმის შესა­ბამისი ნაწილი. სპეცშემოწმების მასალებიანი საქა­ღალ­დე ინახება პირად საქმეებთან ერთად კადრების სამსახურში. 2. თანამშრომელთა პოლიციიდან დათხოვნის დროს, სპეცშემოწმების მასალები ინახება პოლიციის კადრების სამსახურში პირად საქმეებთან ერთად. 3. სპეცშემოწმების მასალები იმ პირებზე, რომლე­ბიც არ ჩაირიცხებიან პოლიციაში, ნადგურდება დადგენილი წესით, რაზეც კეთდება ცნობა, სადაც მიეთითება მხოლოდ, თუ ვის მიმართ ჩატარდა სპეც­შემოწმება, მისი გვარი, სახელი, მამის სახელი და როდის იქნა განადგურებული.     მუხლი 14🔗. ოპერატიული შესწავლის შედეგების შეფასება 1. მსმენელის შესწავლის დამთავრების შემდეგ ხდება მოპოვებული მასალების შეფასება, რომელიც აისახება დასკვნაში. 2. დასკვნას ხელს აწერენ პოლიციის კადრების სამსახურის უფროსი და კადრების სამსახურის ის თანამშრომელი, რომელმაც უშუალოდ შეისწავლა კანდიდატი. 3. დამატებითი შესამოწმებელი ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, შედეგების მიხედვით გამოი­ტანება დასკვნა, რომელშიც მიეთითება, თუ რასთან დაკავ­შირებით იქნა ჩატარებული აღნიშნული ღონის­ძიებები, ვინ და სად იქნა შემოწმებული, როგორია მო­პოვებული მასალები. დასკვნა დგება ერთ ეგზემ­პლარად და დაერთვის სპეცშემოწმების მასალებს. 4. მსმენელზე ჩატარებული სპეციალური შემოწმების შედეგად მიღებულ მასალებს (მათ შორის მაკომპრო­მეტირებელი ან უარყოფითი მასალები) შეიძლება გაეც­ნოს მხოლოდ პოლიციის უფროსი და მისი მოად­გი­ლე ან მათი წერილობითი ნებართვის პოლი­ციის უფლებამოსილი პირი. 5. მსმენელის ოპერატიული შესწავლა უნდა გან­ხორ­ციელდეს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს მსმე­ნელის მიერ მოსამზადებელი კურსების გავლას. 6. მსმენელის ოპერატიული შესწავლის შესახებ დასკვნა გამოყენებულ იქნება მსმნელის მიერ მოსამზა­დებელი კურსების სწავლების შედეგების შეფასების დროს. თავი V მსმენელის მიერ გავლილი მოსამზადებელი კურსების შედეგების შეფასება     მუხლი 15🔗. სწავლების შედეგების შეფასება 1. მსმენელის მოსამზადებელ კურსებზე სწავლების შედეგების შეფასება ხორციელდება გასაუბრებით.  2. გასაუბრებას ატარებს პოლიციის საკონკურსო-საატესტაციო კომისია. გასაუბრებას შეიძლება დაეს­წროს იმ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს ხელ­მძღვანელი, სადაც სავარაუდოდ შესაძლებელია მსმენე­ლის დანიშვნა. 3. მსმენელთან გასაუბრების შემდეგ კომისია თავის სხდომაზე მსმენელის დაუსწრებლად განიხილავს კანდიდატურების შერჩევის საკითხს, რა დროსაც უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი ოპერატიული შესწავ­ლის შედეგები. 4. კომისია ხმათა უმრავლესობით (მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის ერთი მესამედისა) თითოეულ მსმენელზე იღებს გადაწყვეტილებას მოსამზადებელ კურსებზე დადებითი შეფასების მიცემის თაობაზე. 5. კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აწვდის პოლიციის უფროსს, რომელსაც ხელს აწერს პოლი­ციის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდო­მარე.     მუხლი 16🔗. რეზერვში აყვანა მსმენელი, რომელმაც მიიღო მოსამზადებელ კურსებზე დადებითი შეფასება, დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე ან აიყვანება პოლიციის რეზერვში და მისი თანამდებობაზე დანიშვნა ხორცილედება ვაკან­­ტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, რეზერვში აყვანა ხორციელდება პოლიციის უფროსის ბრძანებით.     მუხლი 17🔗. თანამდებობაზე დანიშვნა 1. პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოში ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია აღნიშნული თანამდებობის დაკავება პოლი­ციის თანამშრომლის თანამდებობრივი გადაადგი­ლებით, კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება რეზერვიდან. პოლიციის კადრების სამსახური ამზადებს რეზერვში აყვანილ კანდიდატთა სიას და პოლიციის უფროსის მოადგილის მეშვეობით გადასცემს ოპერა­ტიულ-საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელს, რომე­ლიც შეარჩევს მისთვის სასურველ კანდიდატებს და ამზადებს მის ზემდგომ უფროსთან შეთანხმებით წარ­დგინებას პოლიციის უფროსის სახელზე. 2. პოლიციის უფროსის მიერ წარდგინებაზე დადე­ბითი რეზოლუციის არსებობის შემთხვევაში პოლიციის კადრების სამსახური ამზადებს ბრძანებას შერჩეული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერ­თო­ბათა სამსა­ხურ­თან და პოლიციის უფროსის მოად­გი­­ლესთან (რო­მელიც კურირებს კადრების სამსახურს). 3. თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების პროექტი მომზადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შერჩეული კანდიდატის მიერ პოლიციის კადრების სამსახურში წარდგენილ იქნება კანონმდებ­ლობით განსაზღვრული ყველა საჭირო დოკუმენტი. 4. თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებას გამოსცემს ამისათვის უფლებამოსილი პირი. დანართი № 1 ჩამონათვალი იმ მონაცემებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული კანდიდატის ავტობიოგრაფიაში ავტობიოგრაფია იწერება კანდიდატის მიერ, საკუთა­რი ხელით, შესწორების გარეშე, თავისუფალი ფორმით, მხოლოდ შემდეგი მონაცემების აუცილებელი მითი­თებით: – გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, ეროვნება, სოციალური მდგომარეობა და წარმოშობა; – განათლება, როდის, სად და რომელ სასწავლო დაწესებულებებში სწავლობდა, სპეციალობა; – როდის დაიწყო მუშაობა, რა თანამდებობაზე, სად (მიეთითება ყველა დაწესებულების და ორგანიზა­ციის ადგილმდებარეობა და მისამართი, სადაც იგი მუშაობდა); – სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულება, მსახურობდა თუ არა შეიარაღებულ ძალებში (თუ არა, მიეთითოს მიზეზი), როდის და ვის მიერ იყო გაწვეული, სად და რად მსახურობდა, მისი წოდება თადარიგში გასვლისას, სამხედრო ნაწილის ნომერი, სპეციალური წოდება; – არის თუ არა კანდიდატი რომელიმე პარტიის წევრი, ეწეოდა თუ არა რაიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას, მიეთითება როდის და რად იქნა არჩეული საარჩევნო ორგანოებში. – ოჯახური მდგომარეობა, როდის დაქორწინდა, მეუღლის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, ეროვნება, მეუღლის (ცოლის, ქმრის) გვარის მითითება აუცილებელია ქორწინებამდე და შემდეგ, თუ იქორწინა მეორედ, მიეთითოს დაწვრი­ლებით პირველი ცოლის (ქმრის) შესახებ, განქორწი­ნების მიზეზი, განქორწინების ბარათის ნომერი და თა­რი­ღი, სად, როდის და ვის მიერ არის ის გაცე­მული; – სხვა უახლოესი ნათესავები: მამა, დედა, დები, ძმები, შვილები გვარების, სახელების, მამის სახელების მითითებით (თუ რომელიმე ნათესავთაგან შეცვლილი აქვს გვარი, სახელი, მამის სახელი, ქორწინების ან შვილად აყვანის გამო, მიეთითოს წინა სახელი და გვარი), ნათესავების დაბადების თარიღი და ადგილი, ეროვნება, პარტიულობა, სამუშაო ადგილი და მისამართი (თუ მშობლები პენსიონერები არიან, მიეთითოს მათი უკანასკნელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა). – იყო თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებ­ლობაში კანდიდატი (ან მისი ახლო ნათესავი), როდის, რატომ და სასჯელის ზომა; კანდიდატის მუდმივი სამუშაო ადგილი და საცხოვ­რებლის ადგილმდებარეობა. ხელმოწერა და თარიღი