სახელმწიფო შესყიდვების მონაწილის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.06.2009
ძალის დაკარგვა 30.09.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010240060.22.023.013199
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 19/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვების მონაწილის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.023.013.199
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №22
2009 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების მონაწილის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მულის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს, ,,მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის ჩამონათვალი“ და ,,საქონლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის ჩამონათვალი“ (დანართი №1 და დანართი №2).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
დანართი №1
მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის ჩამონათვალი
1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გასაწევი მომსახურების შესახებ სახელმწიფო შესყიდვისათვის შედგენილი მოთხოვნებისა და სამშენებლო სამუშაოებზე შედგენილი დეფექტური აქტის ან/და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე მიმწოდებლის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობების შესაბამისად ასახული იქნება:
ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში;
ბ) მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული შრომის ანაზღაურებისა და ტრანსპორტირების ხარჯები;
გ) სხვადასხვა ხარჯები მიმწოდებლის შეხედულებით (შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ხარჯები);
დ) დარიცხვები პროცენტული მაჩვენებლების მითითებით (ზედნადები ხარჯები – ადმინისტრაციისა და ოფისის შენახვის ხარჯები, მოგების ფიქსირებული პროცენტი და დღგ).
2. შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მომსახურების ან/და სამშენებლო სამუშაოების მიწოდების შესახებ და ხელშეკრულებაში შესული ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით ეტაპობრივად და საბოლოოდ შესრულებულ სამუშაოთა ამსახველი დოკუმენტები, რომლებშიც შესრულებულ სამუშაოთა ფაქტობრივი მოცულობების შესაბამისად ასახული იქნება:
ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში;
ბ) მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული შრომის ანაზღაურებისა და ტრანსპორტირების ხარჯები;
გ) მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული სხვადასხვა ხარჯები კონკრეტული თანხების მითითებით;
დ) დარიცხვები პროცენტული მაჩვენებლების მითითებით (ზედნადები ხარჯები – ადმინისტრაციისა და ოფისის შენახვის ხარჯები, მოგების ფიქსირებული პროცენტი და დღგ).
5. შესრულებულ სამუშაოთა მიღება – ჩაბარებისა და შედარების აქტები შესრულებულ სამუშაოთა ამსახველ დოკუმენტებში დაფიქსირებულ მონაცემებსა და შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებულ რეალურ მონაცემებს შორის გამოვლენილი მეტობა – ნაკლებობის მითითებით.
6. შესრულებულ სამუშაოებზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხების ამსახველი დოკუმენტაცია (დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტები).
დანართი №2
საქონლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის ჩამონათვალი
1. მისაწოდებელი საქონლის შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვისას შედგენილი მოთხოვნების შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც მისაწოდებელი საქონლის რაოდენობისა და მოცულობის შესაბამისად, მიწოდების მთლიანი ღირებულება მოცემული იქნება ხარჯების შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:
ა) მოსაწოდებელი საქონლის ფასები დღგ-ისა და აქციზის ჩათვლით;
ბ) საქონლის მიწოდებისათვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯები;
გ) საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული საბაჟო ხარჯები (იმპორტის შემთხვევაში);
დ) საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯები (დაზღვევა, სანებართვო და სალიცენზიო ხარჯები, დასაწყობება და ა.შ.) მიმწოდებლის შეხედულებით.
2. შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის მიწოდების შესახებ და ხელშეკრულებაში შესული ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით მიწოდებულ საქონელზე ასანაზღაურებელი მთლიანი ღირებულების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:
ა) ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები (ინვოისები – იმპორტის შემთხვევაში);
ბ) მიწოდებული საქონლის ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) მიწოდებული საქონლის საბაჟო დოკუმენტები (იმპორტის შემთხვევაში);
დ) საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები (დაზღვევა, სანებართვო და სალიცენზიო ხარჯები, დასაწყობება და ა. შ.).
5. მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტები.
6. მიწოდებულ საქონელზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტები.