⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.11.2009)
გაუქმებულია:

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას საქონლის, მომსახურების ან/და სამშენებლო სამუშაოს მიმწოდებლის მიერ საქართველოს კონტროლის პალატისათვის და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, რომელსაც არა აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება და არ გააჩნია ზემდგომი ორგანო, წარსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2009
ძალის დაკარგვა 04.11.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
ნომერი №190/42
სარეგისტრაციო კოდი 040170030.22.013.013221
გამოქვეყნების წყარო სსმ, 78, 26/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,001 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2009 მიღება
04.11.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას საქონლის, მომსახურების ან/და სამშენებლო სამუშაოს მიმწოდებლის მიერ საქართველოს კონტროლის პალატისათვის და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, რომელსაც არა აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება და არ გააჩნია ზემდგომი ორგანო, წარსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.030.20.013.013.221 საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება №190/42 2009 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას საქონლის, მომსახურების ან/და სამშენებლო სამუშაოს მიმწოდებლის მიერ საქართველოს კონტროლის პალატისათვის და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, რომელსაც არა აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება და არ გააჩნია ზემდგომი ორგანო, წარსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ საქართველოს კონტროლის პალატისათვის და იმ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, რომელსაც არა აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება და არ გააჩნია ზემდგომი ორგანო, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის დაწესების მიზნით, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22​1​ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქონლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ საქართველოს კონტროლის პალატაში და შემსყიდველ ორგანიზაციაში, რომელსაც არა აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება და არ გააჩნია ზემდგომი ორგანო, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი“ და „მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ  საქართველოს კონტროლის პალატაში და შემსყიდველ ორგანიზაციაში, რომელსაც არა აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება და არ გააჩნია ზემდგომი ორგანო, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი“ (დანართი №1 და დანართი №2). 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. ბეჟაშვილი დანართი №1 საქონლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ საქართველოს კონტროლის პალატაში და შემსყიდველ ორგანიზაციაში, რომელსაც არა აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება და არ გააჩნია ზემდგომი ორგანო, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი 1. მისაწოდებელი საქონლის შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად შედგენილი მოთხოვნების შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც მისაწოდებელი საქონლის რაოდენობისა და მოცულობის შესაბამისად, მიწოდების მთლიანი ღირებულება მოცემული იქნება ხარჯების შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: ა) მოსაწოდებელი საქონლის ფასები დღგ-სა და აქციზის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) საქონლის მიწოდებისათვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული საბაჟო ხარჯები (იმპორტის შემთხვევაში); დ) საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯები (დაზღვევა, სანებართვო და სალიცენზიო ხარჯები, დასაწყობება და ა. შ.). 2. შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის მიწოდების შესახებ და ხელშეკრულებაში შესული ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით მიწოდებულ საქონელზე ასანაზღაურებელი მთლიანი ღირებულების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ა) ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები (ინვოისები – იმპორტის შემთხვევაში); ბ) მიწოდებული საქონლის ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) მიწოდებული საქონლის საბაჟო დოკუმენტები (იმპორტის შემთხვევაში); დ) საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები (დაზღვევა, სანებართვო და სალიცენზიო ხარჯები, დასაწყობება და ა. შ.). 5. მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტები. 6. მიწოდებულ საქონელზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტები.  დანართი №2 მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ საქართველოს კონტროლის პალატაში და შემსყიდველ ორგანიზაციაში, რომელსაც არა აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება და არ გააჩნია ზემდგომი ორგანო, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი 1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გასაწევი მომსახურების შესახებ სახელმწიფო შესყიდვისათვის შედგენილი მოთხოვნებისა და სამშენებლო სამუშაოებზე შედგენილი დეფექტური აქტის ან/და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე მიმწოდებლის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობების შესაბამისად, ასახული იქნება: ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში; ბ) მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული შრომის ანაზღაურებისა და ტრანსპორტირების ხარჯები; გ) სხვადასხვა ხარჯები მიმწოდებლის შეხედულებით (შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ხარჯები), რომელზეც სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობის პროცესში აზრი გამოთქმული უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ; დ) დარიცხვები პროცენტული მაჩვენებლების მითითებით (ზედნადები ხარჯები – ადმინისტრაციისა და ოფისის შენახვის ხარჯები, მოგების ფიქსირებული პროცენტი და დღგ). 2. შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიწოდების შესახებ და ხელშეკრულებაში შესული ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით ეტაპობრივად და საბოლოოდ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებისა და ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებშიც შესრულებულ სამუშაოთა ფაქტობრივი მოცულობების შესაბამისად, ასახული იქნება: ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში; ბ) მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული შრომის ანაზღაურებისა და ტრანსპორტირების ხარჯები; გ) მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული სხვადასხვა ხარჯები კონკრეტული თანხების მითითებით; დ) დარიცხვები პროცენტული მაჩვენებლების მითითებით (ზედნადები ხარჯები – ადმინისტრაციისა და ოფისის შენახვის ხარჯები, მოგების ფიქსირებული პროცენტი და დღგ). 5. შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარებისა და შედარების აქტები შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებისა და ღირებულების დოკუმენტებში დაფიქსირებულ მონაცემებსა და შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებულ რეალურ მონაცემებს შორის გამოვლენილი მეტობა-ნაკლებობის მითითებით. 6. შესრულებულ სამუშაოებზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხების სრულყოფილი დოკუმენტაცია (დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტები).