ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2006
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №227
სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.033.008292
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 23/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 10 | 20 |
| დისციპლინა | ქულა |
| სირბილი 100 მ. (წამი) | 16.8 |
| სირბილი 1000 მ. (წუთი) | 4,50 |
| იატაკიდან აწევა | 15 |
| ტანის აწევა ზურგზე წოლისას ხელებით თავქვეშ | 15 |
| ორძელზე ხელების მოხრა-გაშლა ბრჯენში | 4 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; font-style:italic; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 52.05pt 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.008.292
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №227
2006 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით ,,ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი“.
მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. „ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში (შემდგომში – პოლიცია) კანდიდატთა კონკურსის წესით მიღების, პოლიციის თანამშრომლთა ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისია
მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. პოლიციის თანამშრომელთა ატესტაციასა და კანდიდატთა კონკურსის ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. პოლიციის უფროსის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსებისა და მათი მოადგილეების, მთავარი სამმართველოს უფროსების ატესტაციას ატარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს და მის წევრებს ნიშნავს ფინანსთა მინისტრი პოლიციის უფროსის წარდგინებით, ხოლო კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტები.
მუხლი 3🔗. კომისიის მიზანი
კომისიის მიზანია პოლიციაში კონკურსისა ან/და ატესტაციის ჩატარება. მიზნის მისაღწევად კომისია:
ა) უზრუნველყოფს ტესტირებას (კონკურსის შემთხვევაში), ფიზიკური მომზადების შემოწმებას და გასაუბრების ჩატარებას დადგენილი წესების და პროცედურების დაცვით;
ბ) კონკურსის შემთხვევაში რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა სიას და მათ რაოდენობას;
გ) უზრუნველყოფს კანდიდატთა ტესტური ნამუშევრების გასწორებას, ასევე ფიზიკური მომზადების შედეგების შესაბამისობას სპეციალურ ფიზიკურ ნორმატივებთან;
დ) აფიქსირებს კანდიდატის მიერ კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში წესების დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის, ხსნის კანდიდატს ტესტირებიდან (ფიზიკური მომზადების შემოწმებიდან);
ე) ტესტირების ვადის ამოწურვის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა მიერ ტესტური ნამუშევრების ჩაბარების ფაქტს;
ვ) ადასტურებს ტესტის პასუხების შემოწმებისას კანდიდატის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას და წარუდგენს საპრეტენზიო კომისიას პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში;
ზ) ადასტურებს კანდიდატის მიერ ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგებს;
თ) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და პოლიციის თანამშრომლებთან, აფასებს მათ შესაბამისობას თანამდებობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ წესის შესაბამისად;
ი) წარადგენს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე კანდიდატებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად;
კ) წარუდგენს პოლიციის ხელმძღვანელს კონკურსისა და ატესტაციის შედეგებს;
ლ) ახორციელებს ამ წესით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 4🔗. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული მოსაზრება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
მუხლი 5🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. საჭიროების შემთხვევაში (პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით) კომისიის თავმჯდომარის მიერ შეიძლება შეიქმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗. საპრეტენზიო კომისია
1. საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს ფინანსური პოლიციის საპრეტენზიო კომისია (შემდგომში – საპრეტენზიო კომისია) იქმნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისგან დამოუკიდებლად. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი.
2. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. საპრეტენზიო კომისიის მიზანია კონკურსის ჩატარების დროს ტესტირებასთან დაკავშირებით პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და კომისიისათვის სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნის წარდგენა.
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში ჩასართავად მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, სპეციალისტების მოწვევაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
5. მოწვეულ სპეციალისტთა უფლებამოსილება განისაზღვრება მხოლოდ ტესტებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვით და გამოტანილი დასკვნების წერილობით გადაცემით საპრეტენზიო კომისიაზე.
6. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
7. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
8. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია და შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
9. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება საპრეტენზიო კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, ვალდებულია თავისი წინადადება და შენიშვნა წერილობით დაურთოს ოქმს.
10. საპრეტენზიო კომისიაში განცხადების (პრეტენზიების) წარდგენა წარმოებს კონკურსში მონაწილე ნებისმიერი კანდიდატის მიერ, როგორც კონკურსის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობის პროცესში და ტესტირების შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება.
11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღის ვადაში. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებების (საქმის დიდი მოცულობა, სირთულე) არსებობისას განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.
12. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება კომისიას გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
13. თუ საპრეტენზიო კომისია მიიჩნევს, რომ განცხადებაში (პრეტენზიაში) მოყვანილი შეკითხვა ბუნდოვანია, დასმულ შეკითხვაზე არ არსებობს სწორი პასუხი. პასუხები არასწორადაა მითითებული, კითხვაზე არსებობს რამდენიმე სწორი პასუხი, კითხვა სცილდება საგამოცდო პროგრამის ფარგლებს, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და წარუდგინოს წინადადება კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
14. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა.
15. ტესტის კითხვის გაუქმების შემთხვევაში ყველა კანდიდატის მიერ ამ კითხვაზე გაცემული პასუხი ჩაითვლება სწორად და დაეწერება შესაბამისი ქულა.
16. კითხვათა გაუქმების შესახებ საპრეტენზიო კომისიის ოქმები გადაეცემა კომისიას. ოქმში მითითებული უნდა იქნეს:
ა) რამდენი კითხვა იქნა გასაჩივრებული;
ბ) რამდენი კითხვა იქნა მიჩნეული კომისიის მიერ არასრულყოფილად და, შესაბამისად, რამდენი კითხვა გაუქმდა.
თავი III
კანდიდატთა კონკურსი
მუხლი 7🔗. კონკურსის მიზანი
1. კონკურსის მიზანია პოლიციის სტრუქტურული ერთეულების ვაკანტურ თანამდებობაზე (შემდგომში – ვაკანტური თანამდებობა) დასანიშნ პირთა შერჩევა, ასევე პოლიციაში მისაღებ კანდიდატთა რეზერვის ფორმირება.
2. კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან – ტესტირებისა და გასაუბრებისაგან, ხოლო იმ თანამდებობაზე, სადაც დადგენილია პოლიციის თანამშრომლებისათვის სპეციალური ფიზიკური მომზადება, ტესტირების მაგივრად ტარდება ამ წესით დადგენილი ფიზიკური მომზადების შემოწმება და გასაუბრება.
3. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ზოგიერთ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გასაუბრებით.
მუხლი 8🔗. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი პოლიციის უფროსის წინადადებით.
2. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 9🔗. კომისიის სამდივნო
1. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნოს უფროსს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.
4. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.
მუხლი 10🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ კანდიდატს
კანდიდატისათვის წასაყენებელი მოთხოვნები დგინდება „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ.
მუხლი 11🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში სამდივნოს უნდა წარუდგინოს:
ა) წერილობითი განცხადება კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი – ზომით.
2. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები და დედნები. ასლების დედნებთან ნამდვილობის შემოწმების შემდეგ დედნები დაუბრუნდება კანდიდატს.
3. საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კანდიდატები მიიღებენ სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი სარეგისტრაციო ნომერი, საკონკურსო ტესტირების (ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარების) ჩატარების დრო, ადგილი და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც კანდიდატმა შემოიტანა განცხადება.
მუხლი 12🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი
კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განაცხადი ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.
თავი IV
პოლიციის თანამშრომელთა ატესტაცია
მუხლი 13🔗. ატესტაციის მიზანი
ატესტაციის მიზანია პოლიციის თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 14🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარებიან:
ა) პოლიციის თანამშრომელი სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი). პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე ატესტაცია, მაგრამ მან არ უნდა შეადგინოს ატესტაციის ჩატარებიდან 6 თვეზე ნაკლები პერიოდი;
ბ) პოლიციის თანამშრომელი, რომელიც წაყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
მუხლი 15🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს პოლიციის უფროსი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის ჩატარების შესახებ უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის წაყენებულია დასაწინაურებლად.
მუხლი 16🔗. ატესტაციის ჩატარების წესი
1. პოლიციის კადრების სამსახური კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და პოლიციის იმ თანამშრომელთა სიას, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას, რის საფუძველზეც ატესტაციის ჩატარებაზე პოლიციის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.
2. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება პოლიციის თანამშრომლის სტრუქტურული ხელმძღვანელის მიერ. დახასიათება უნდა ასახავდეს პოლიციის თანამშრომლის ყოველმხრივ შეფასებას (მის პროფესიულ და პირად თვისებებს, მათ შორის – ამ წესის IX თავით განსაზღვრული კანონმდებლობის ცოდნა და დაცვა, კომპეტენტურობა, საქმის გაძღოლის უნარი, პატრიოტიზმი, ავტორიტეტი, პასუხისმგებლობის და ინიციატივის გრძნობა და სხვ. დახასიათება ასევე უნდა მოიცავდეს პოლიციის თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზს).
3. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაცია ტარდება გასაუბრებით, რა დროსაც შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლისათვის დასმული იქნეს შეკითხვები პოლიციის თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე საკონკურსო ტესტირების პროგრამიდან.
5. პოლიციის იმ თანამშრომლებისათვის, რომელთათვისაც დადგენილია სპეციალური ფიზიკური მომზადება, სავალდებულოა გასაუბრებამდე მათი ფიზიკური მომზადების შემოწმება.
თავი V
საკონკურსო ტესტირება
მუხლი 17🔗. საკონკურსო ტესტირება
1. საკონკურსო ტესტირება კონკურსის პირველი ეტაპია და ტარდება სპეციალური ტესტების მიხედვით.
2. ტესტირება ტარდება საკონკურსო ტესტირების პროგრამის შესაბამისად.
მუხლი 18🔗. საკონკურსო ტესტის მომზადება
1. ტესტის შეკითხვების მომზადებას უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფს ტესტის კითხვების მომზადებას.
3. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
4. ტესტები შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, კომისიის გადაწყვეტილებით.
მუხლი 19🔗. საკონკურსო ტესტი
1. ტესტი შედგება 100 კითხვისაგან, რომელიც მოიცავს საკონკურსო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს, შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს ლოგიკური ამოცანები, რომელთა ამოსახსნელად აუცილებელია ელემენტარული არითმეტიკული ცოდნა, საქართველოს ისტორიის საკითხები, ასევე შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს საკითხები, რომლითაც შესაძლებელია კანდიდატის ზოგადი უნარ-ჩვევების შემოწმება.
2. ტესტის თითოეულ კითხვას აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.
3. ტესტირებისას კანდიდატის ამოცანაა აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული პასუხი ტესტში და ტესტის თავფურცელში.
4. თუ ტესტსა და ტესტის თავფურცელში შემოხაზული პასუხი არ ემთხვევა ერთმანეთს, საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მიერ მხედველობაში მიიღება მხოლოდ მათთან არსებული ტესტის თავფურცელში აღნიშნული პასუხი.
მუხლი 20🔗. ტესტირების დრო
1. ტესტირებისათვის კანდიდატს ეძლევა 4 ასტრონომიული საათი. დროის გადაცდენის შემთხვევაში კომისიისათვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და სამუშაო შეფასდება 0 ქულით.
2. კანდიდატები ტესტირების დროის ამოწურვის შესახებ გაფრთხილებას მიიღებენ ორჯერ – დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 10 წუთით ადრე.
3. კანდიდატს არა აქვს უფლება აუდიტორიიდან გასვლისას თან იქონიოს ტესტი ან აუდიტორია დატოვოს ტესტის ჩაბარების გარეშე. მსგავს შემთხვევაში მისი ნამუშევარი შეფასდება 0 ქულით.
მუხლი 21🔗. ტესტის დარიგების წესი
1. ტესტირების დაწყების წინ ყოველ კანდიდატს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია ტესტი.
2. კონვერტის გახსნამდე თითოეული კანდიდატი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი, თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებულია, ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას გადაეცემა ახალი კონვერტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.
მუხლი 22🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტირების დაწყებამდე
1. ტესტირების დაწყებამდე კანდიდატს ჩაუტარდება ინსტრუქტაჟი ტესტების და ტესტის თავფურცლის შევსების მეთოდიკის, სხვა პროცედურული საკითხების შესახებ.
2. სავალდებულო ინსტრუქტაჟის ტექსტს ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისის თავმჯდომარე.
3. ინსტრუქტაჟის ტექსტი გადაეცემა კანდიდატს ტესტის კონვერტთან ერთად.
მუხლი 23🔗. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა
1. ტესტირების მიმდინარეობის განმავლობაში კანდიდატს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა მასალის, ასევე აუდიო და სხვა ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) ტესტირების დარბაზში შეტანა.
2. კანდიდატს, რომელიც შემჩნეულ იქნება მასალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებასა ან სავალდებულო ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დარღვევაში, მიეცემა გაფრთხილება, რომელიც დაფიქსირდება ოქმში. განმეორებით დადგენილი წესების დარღვევისას კანდიდატი მოიხსნება ტესტირებიდან და დაეწერება შეფასება – 0.
მუხლი 24🔗. ტესტირებაზე გამოცხადების დრო
1. ტესტირების დღეს კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ ტესტირების ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს. კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და კანდიდატის სარეგისტრაციო ბარათი.
2 კანდიდატი სარეგისტრაციო ბარათის და პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე ტესტირებაზე არ დაიშვება.
3. ტესტირების ჩატარების დადგენილი დროის შემდეგ გამოცხადებული დაგვიანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
მუხლი 25🔗. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შედეგები
ტესტირებაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება გამოუცხადებლობის მოტივის (მათ შორის, საპატიო მიზეზი) მიუხედავად.
მუხლი 26🔗. ტესტირებისას დარბაზში ადგილის დაკავების წესი
1. ტესტირებისას დარბაზში შესვლამდე კანდიდატები იღებენ ადგილის ბარათებს და ბარათების ნომრების მიხედვით იკავებენ ადგილს ტესტირების დარბაზში.
2. ტესტირებისას, დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება ტესტირებიდან.
მუხლი 27🔗. ტესტირებისას დარბაზში შესვლის უფლება
1. ტესტირებისას დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები და სპეციალური საშვის მქონე პირები.
2. დარბაზში შესვლის უფლების მინიჭების მიზნით საშვებს გასცემს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო.
მუხლი 28🔗. საჯაროობა ტესტირების ჩატარებისას
1. ტესტირებისას საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები.
2. მეთვალყურეების დაშვებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3. მეთვალყურეები ტესტირების დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. ტესტირების პროცესში ჩარევის უფლება მათ არა აქვთ, ხოლო ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვნილ იქნება ტესტირების დარბაზიდან.
მუხლი 29🔗. ტესტების შემოწმება
1. ტესტების პასუხები მოწმდება მოწვეული სპეციალისტის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანამშრომლის თანდასწრებით კომპიუტერის ან სხვა საშუალებების გამოყენებით.
2. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს როგორც გამოსაცდელის, ასევე გამომცდელის ანონიმურობა. მოწვეული სპეციალისტისა და კომისიის წევრისათვის უცნობია, თუ ვის ნაშრომს ამოწმებს, ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორებს მის ნაშრომს.
3. ტესტირების დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 დღისა კომისია აქვეყნებს ტესტირების შედეგებს.
მუხლი 30🔗. ტესტების შეფასება
1. ტესტის თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
2. თუ კანდიდატი ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს, ან თუ ტესტის პასუხი გადასწორებულია, მაშინ პასუხი ფასდება 0 ქულით, ანალოგიურად, თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0 ქულით.
3. ტესტირების მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, მაქსიმალური – 100 ქულა.
4. თუ კანდიდატი 75 ან მეტ კითხვას სწორად გასცემს პასუხს, მისი შედეგი ფასდება დადებითად. 75-ზე ნაკლებ კითხვაზე სწორი პასუხისას კანდიდატის შედეგი შეფასდება უარყოფითად.
თავი VI
ფიზიკური მომზადების შემოწმება
მუხლი 31🔗. ფიზიკური მომზადების შემოწმების ეტაპები
ფიზიკური მომზადების შემოწმება დგინდება კანდიდატის ან პოლიციის თანამშრომლის (ატესტაციის დროს) მიერ სპეციალური ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებით.
მუხლი 32🔗. სპეციალური ფიზიკური ნორმატივები
სპეციალური ფიზიკური ნორმატივები არის კანდიდატისათვის (პოლიციის თანამშრომლისათვის) წაყენებული მოთხოვნები ფიზიკურ მომზადებაში.
მუხლი 33🔗. ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება
1. ფიზიკური მომზადების შემოწმება წარმოებს კომისიის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რომელიც კანდიდატისათვის (პოლიციის თანამშრომლისათვის) წინასწარ არის ცნობილი სარეგისტრაციო ბარათის მეშვეობით, ან პოლიციის უფროსის ბრძანების შესაბამისად ატესტაციის შემთხვევაში.
2. ფიზიკური მომზადების შემოწმებისას ტარდება შემოწმება ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ დისციპლინებში, თითოეული კანდიდატის (პოლიციის თანამშრომლის) მიმართ, რომელთა შედეგები აისახება სარეგისტრაციო ბარათში.
3. ფიზიკური მომზადების ნორმატივები ჩაბარებულად ითვლება, თუ კანდიდატის (პოლიციის თანამშრომლის) მიერ მოგროვებული ქულათა რაოდენობა იქნება 350 ან მასზე მეტი, ქულათა რაოდენობის მინიჭება განსაზღვრულია ამ წესის დანართ №1-ში.
მუხლი 34🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ფიზიკური მომზადების შემოწმების დაწყებამდე
ფიზიკური მომზადების შემოწმების დაწყებამდე კანდიდატს (პოლიციის თანამშრომელს) ჩაუტარდება ინსტრუქტაჟი ფიზიკური მომზადების ჩატარების ქცევის წესებთან დაკავშირებით, რომელთა დაცვა სავალდებულოა თითოეული კანდიდატისათვის (პოლიციის თანამშრომლისათვის).
მუხლი 35🔗. ფიზიკური მომზადების შემოწმებაზე კანდიდატის გამოცხადება
1. ფიზიკური შემოწმების ჩატარების დღეს კანდიდატები (პოლიციის თანამშრომლები) უნდა გამოცხადდნენ სარეგისტრაციო ბარათში მითითებულ დროსა და ადგილას. კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და კანდიდატის სარეგისტრაციო ბარათი, ხოლო პოლიციის თანამშრომელმა (ატესტაციის დროს) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
2. კანდიდატი სარეგისტრაციო ბარათის და პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე, ხოლო პოლიციის თანამშრომელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე ფიზიკური მომზადების შემოწმებაზე არ დაიშვება.
3. ფიზიკური მომზადების ჩატარების დადგენილი დროის შემდეგ გამოცხადებული, დაგვიანებული კანდიდატები ან პოლიციის თანამშრომლები ფიზიკური მომზადების შემოწმებაზე არ დაიშვებიან (მიუხედავად საპატიო მიზეზისა) და მათ ავტომატურად ეწერებათ უარყოფითი შეფასება.
მუხლი 36🔗. ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგები
1. ფიზიკური მომზადების შემოწმებისას დგინდება კანდიდატის ან პოლიციის თანამშრომლის ფიზიკური შესაძლებლობები, რის შედეგადაც კანდიდატი (პოლიციის თანამშრომელი) მიიღებს დადებით ან უარყოფით შეფასებას.
2. საბოლოო შედეგები ფიზიკურ მომზადებაში კანდიდატისათვის (პოლიციის თანამშრომლისათვის) ცნობილი იქნება ფიზიკური მომზადების შემოწმებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა. თუ კანდიდატი (პოლიციის თანამშრომელი) მიიღებს დადებით შეფასებას ფიზიკურ მომზადებაში, მას გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი, სადაც მითითებული იქნება ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგები და გასაუბრების ჩატარების ადგილი და დრო.
თავი VII
საკონკურსო-საატესტაციო გასაუბრება
მუხლი 37🔗. გასაუბრება
1. გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება აქვს პოლიციის თანამშრომლებს ატესტაციის შემთხვევაში და კონკურსში მონაწილე კანდიდატებს, რომელთაც ტესტირებაში ან ფიზიკურ მომზადებაში მიიღეს დადებითი შეფასება.
2. გასაუბრებისას კომისია აფასებს კანდიდატის ან პოლიციის თანამშრომლის პროფესიული მომზადების დონეს, მის კომუნიკაბელობას, ანალიზის და მართვის უნარს, პიროვნულ თვისებებს, მონაცემებს განათლების, სამეცნიერო ხარისხის მიხედვით.
3. პოლიციის თანამშრომელთა ატესტაციისას:
ა) გასაუბრებას ესწრება სტრუქტურული ერთეულის (დანაყოფის) ხელმძღვანელი;
ბ) კომისია ისმენს ხელმძღვანელის დახასიათებას;
გ) პოლიციის თანამშრომლის თანამდებობასთან შესაფერისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე კომისია უფლებამოსილია კითხვები დასვას პოლიციის თანამშრომლის ცოდნის შემოწმების მიზნით;
დ) პოლიციის თანამშრომლის ატესტაციის დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს, თუ რამდენად არის რეალიზებული პრაქტიკაში მისი ცოდნა და უნარი;
ე) კომისია უფლებამოსილია განიხილოს პოლიციის თანამშრომლის მიერ კვალიფიკაციის ამაღლების სწავლების შედეგები.
მუხლი 38🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
1. კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კომისია თავის სხდომაზე კანდიდატის დაუსწრებლად განიხილავს კანდიდატურების შერჩევის საკითხს.
2. კომისიის მიერ კანდიდატთა განათლების, სამეცნიერო ხარისხის, სამუშაო სტაჟის, პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელობის, ანალიზის და მართვის უნარის, პიროვნული თვისებების შეფასება ხორციელდება შემდეგი ქულების შეჯამებით:
ა) ტესტირებაზე დაგროვილი ქულათა რაოდენობა;
ბ) განათლება:
ბ.ა.) უმაღლესი იურიდიული – 1.5
ბ.ბ.) უმაღლესი ეკონომიკური – 1,5
ბ.გ.) უმაღლესი იურიდიული და უმაღლესი ეკონომიკური – 2,5
ბ.დ.) სხვა უმაღლესი განათლება – 1;
გ) სამეცნიერო ხარისხი (იურიდიული ან ეკონომიკური მეცნიერებები):
გ.ა.) მეცნიერებათა კანდიდატი – 1,5
გ.ბ.) მეცნიერებათა დოქტორი – 2,5;
დ) სპეციალურ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის მიხედვით:
დ.ა.) 1 წლამდე – 0.5;
დ.ბ.) 1-დან 3 წლამდე – 1;
დ.გ.) 3-დან 5 წლამდე – 1,5;
დ.დ.) 5-დან 8 წლამდე – 2;
დ.ე.) 8-დან ზევით – 3;
ე) პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელობის, ანალიზის და მართვის უნარის, პიროვნული თვისებების შეფასება ხდება კომისიის მიერ მაქსიმუმ 20 ქულით, კანდიდატზე საშუალო ქულის გამოთვლა ხდება კომისიის ყველა წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიის წევრების რაოდენობაზე (ვინც მოახდინა შეფასება).
3. იმ კანდიდატისათვის, რომლისთვისაც დაწესებულია სპეციალური ფიზიკური მომზადების ჩაბარება, კომისიის მიერ პიროვნული თვისებების შეფასება ხორციელდება შემდეგი ქულების შეჯამებით:
ა) ფიზიკური მომზადების შემოწმებისას დაგროვილი ქულათა რაოდენობა;
ბ) სპეციალური განათლება – 10;
გ) სპეციალურ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის მიხედვით:
გ.ა.) 1 წლამდე – 1;
გ.ბ.) 1-დან 3 წლამდე – 2;
გ.გ.) 3-დან 5 წლამდე – 4;
გ.დ.) 5-დან 8 წლამდე – 6;
გ.ე.) 8-დან ზევით – 10;
დ) პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელობის, სწრაფი რეაგირების, პიროვნული თვისებების შეფასება ხდება კომისიის მიერ მაქსიმუმ 20 ქულით, კანდიდატზე საშუალო ქულის გამოთვლა ხდება კომისიის ყველა წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიიის წევრების რაოდენობაზე (ვინც მოახდინა შეფასება).
4. კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის ქულებით შეჯამება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბლანკებში შესარჩევი კონკურსის მომზადების სამდივნოს მიერ თითოეული კანდიდატის მიღებული ქულის დადგენის მიზნით.
5. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც უფრო მაღალი შეფასება აქვს მიღებული შესაბამისი თანმიმდევრობით:
ა) საკონკურსო ტესტირება ან ფიზიკური მომზადება;
ბ) სპეციალობით მუშაობის სტაჟი;
გ) სამეცნიერო ხარისხი;
დ) სპეციალური განათლება.
თავი VIII
ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსისა და მოხელეთა ატესტაციის შედეგები
მუხლი 39🔗. კონკურსის შედეგი
1. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
2. გადაწყვეტილება მიიღება მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
3. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებზე იწერება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.
4. გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს ორი დღისა შედეგები უნდა ეცნობოს კანდიდატს წერილობით.
მუხლი 40🔗. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენა
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წარადგენს კანდიდატურას, ან უარს ამბობს კანდიდატურის წარდგენაზე.
2. კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ პოლიციის უფროსს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან პოლიციის უფროსი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
მუხლი 41🔗. დამატებითი საკონკურსო პირობები
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს საკონკურსო ადგილი ან განმეორებით მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სტრუქტურული ერთეულების სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში.
2. კომისიას უფლება აქვს შესთავაზოს კანდიდატს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის განსხვავებული ვარიანტი.
მუხლი 42🔗. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარმოდგენაზე.
მუხლი 43🔗. პოლიციის თანამშრომელთა ატესტაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;
გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან;
დ) ექვემდებარება დაწინაურებას.
2. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით.
3. გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს პერსონალურად ყველა პოლიციის თანამშრომელზე მოტივირებული დასკვნის სახით და შეიტანება საატესტაციო ფურცელში.
მუხლი 44🔗. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგები პოლიციის უფროსს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან პოლიციის უფროსის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას პოლიციის თანამშრომლის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ.
3. პოლიციის თანამშრომელს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო სამსახურიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
მუხლი 45🔗. დავების გადაწყვეტა
კონკურსთან და ატესტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IX
საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა
მუხლი 46🔗. საკანონმდებლო აქტები
1. საქართველოს კონსტიტუცია – 1995 წლის 24 აგვისტო.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი – 1999 წლის 22 ივლისი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი – 1998 წლის 20 თებერვალი.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი – 1999 წლის 25 ივნისი.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი – 1984 წლის 15 დეკემბერი.
6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი – 1999 წლის 23 ივლისი.
7. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი – 1973 წლის 28 ივნისი.
8. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” – 1997 წლის 31 ოქტომბერი.
9. საქართველოს კანონი ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” – 2004 წლის 24 თებერვალი.
10. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ – 1995 წლის 23 ივნისი.
11. საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ – 1996 წლის 23 თებერვალი.
12. საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” – 1999 წლის 30 აპრილი.
13. საქართველოს საბაჟო კოდექსი – 1997 წლის 14 ნოემბერი.
14. საქართველოს საგადასახადო კოდექსი – 2004 წლის 22 დეკემბერი.
15. საქართველოს ორგანული კანონი ,,საერთო სასამართლოების შესახებ” – 1997 წლის 13 ივნისი.
16. საქართველოს კანონი ,,ადვოკატთა შესახებ” – 2001 წლის 20 ივნისი.
17. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” – 1997 წლის 16 ოქტომბერი.
18. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” – 1996 წლის 16 მაისი.
19. საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” – 1999 წლის 16 აპრილი.
20. საქართველოს კანონი ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” – 1996 წლის 25 ივნისი.
21. საქართველოს კანონი ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” – 1996 წლის 12 ნოემბერი.
22. საქართველოს კანონი ,,ნავთობისა და გაზის შესახებ” – 1999 წლის 16 აპრილი.
23. საქართველოს კანონი ,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” – 1998 წლის 20 მარტი.
24. საქართველოს კანონი ,,საბაჟო მოსაკრებლების შესახებ” – 1998 წლის 18 თებერვალი.
25. საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” – 2003 წლის 24 აპრილი.
26. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” – 1998 წლის 29 აპრილი.
27. საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ” – 1994 წლის 28 ოქტომბერი.
28. საქართველოს კანონი ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” – 2001 წლის 8 ივნისი.
29. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” – 1998 წლის 17 ივლისი.
30. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” – 1997 წლის 17 ოქტომბერი.
31. საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ” – 1996 წლის 29 ოქტომბერი.
32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი – 1997 წლის 26 ივნისი.
33 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი – 1997 წლის 14 ნოემბერი.
34. საქართველოს კანონი ,,კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” – 2001 წლის 22 ივნისი.
35. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” – 1998 წლის 5 მარტი.
36. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” – 2005 წლის 20 აპრილი.
37. საქართველოს კანონი ,,გრანტების შესახებ” – 1996 წლის 28 ივნისი.
38. საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” – 1999 წლის 5 თებერვალი.
39. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” – 1996 წლის 29 ოქტომბერი.
40. საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ – 2005 წლის 13 მაისი.
41. საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ – 2004 წლის 29 დეკემბერი.
42. საქართველოს კანონი „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ – 2004 წლის 29 დეკემბერი.
43. საქართველოს კანონი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ – 2004 წლის 24 დეკემბერი.
44. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ – 2003 წლის 12 აგვისტო.
45. საქართველოს კანონი „საგადასახადო ვალდებულებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ – 2004 წლის 13 თებერვალი.
46. საქართველოს კანონი „საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლების შესახებ“ – 2003 წლის 7 მაისი.
47. საქართველოს კანონი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ – 2002 წლის 10 აპრილი.
48. საქართველოს კანონი „მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლების შესახებ“ – 1998 წლის 26 ივნისი.
49. საქართველოს კანონი „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ – 1998 წლის 11 ივნისი.
50. საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ – 1998 წლის 29 მაისი.
51. საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემების საფუძვლების შესახებ“ – 1998 წლის 6 თებერვალი.
52. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ – 1997 წლის 7 მაისი.
53. საქართველოს კანონი „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ – 1998 წლის 30 ოქტომბერი.
54. საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ – 2005 წლის 3 ივნისი.
55. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ – 1998 წლის 24 დეკემბერი.
56. საქართველოს კანონი „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“ – 2002 წლის 7 მაისი.
57. საქართველოს კანონი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ – 1998 წლის 28 აპრილი.
58. საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ – 1996 წლის 17 მაისი.
59. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ – 2005 წლის 24 ივნისი.
60. საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ – 1997 წლის 2 ოქტომბერი.
61. საქართველოს კანონი „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ – 1997 წლის 15 მაისი.
62. საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ – 2005 წლის 25 მარტი.
63. საქართველოს კანონი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ – 1998 წლის 20 თებერვალი.
64. საქართველოს კანონი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებებლი ორგანოების შესახებ“ – 2002 წლის 13 სექტემბერი.
65. საქართველოს კანონი „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ – 2004 წლის 1 ივნისი.
66. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ – 2004 წლის 11 თებერვალი.
67. საქართველოს კანონი „სტატისტიკის შესახებ“ – 1997 წლის 12 ნოემბერი.
68. საქართველოს კანონი „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ – 1996 წლის 6 სექტემბერი.
69. საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ – 1997 წლის 15 აპრილი.
70. საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ – 1997 წლის 16 ოქტომბერი.
71. საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ – 1997 წლის 21 ნოემბერი.
72. საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების შესახებ“ – 1999 წლის 22 ივნისი.
73. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ – 1997 წლის 30 მაისი.
74. საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ – 2005 წლის 25 მარტი.
75. საქართველოს კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ – 2005 წლის 20 დეკემბერი.
76. საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ – 1999 წლის 23 ივ-ნისი.
77. საქართველოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ – 1997 წლის 17 აპ-რილი.
78. საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“ – 2002 წლის 28 დეკემბერი.
79. საქართველოს კანონი „ჩეკის შესახებ“ – 1995 წლის 19 აპრილი.
80. საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“ – 1995 წლის 19 აპრილი.
81. საქართველოს კანონი „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ – 1995 წლის 7 თებერვალი.
82. საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ – 2005 წლის 22 მარტი.
83. საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“ – 2005 წლის 1 ივლისი.
84. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ – 2005 წლის 16 დეკემბერი.
მუხლი 47🔗. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანება.
2. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილება.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №879 ბრძანება „ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.
4. ,,საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულება.
5. ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 მაისის №224 ბრძანებულება.
6. ,,საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვის და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულება.
7. ,,ფიზიკური პირის მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის დაბეგვრის წესისა და დაბეგვრისაგან გათავისუფლებული საქონლის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 13 მაისის №273 დადგენილება.
8. ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საბაჟო ტვირთის საბაჟო კონტროლისა და გაფორმების მექანიზმის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №241 და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის №62 1998 წლის 10 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება.
9. ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანის და აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის 1999 წლის 9 აგვისტოს №151 ბრძანება.
10. ,,საქართველოში იმპორტირებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი“ საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 18 ოქტომბრის №198 ბრძანება.
11. ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის საქონლის აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციებისა და აქციზური საქონლის ბარათის გაცემის ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 10 იანვრის №3 ბრძანება.
12. ,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანება.
13. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 16 ოქტომბრის №451 ბრძანებულება „საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
14. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 21 ივლისის №73 ბრძანება.
15. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის №111 დადგენილება ,,დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა გაცემის წესის შესახებ“.
16. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“.
17. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“.
18. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 აპრილის №423 ბრძანება „დანაშაულთა ერთიანი აღრიცხვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 48🔗. საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები, კონვენციები
1. ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს I, II, III, და IV კონვენციები და 1977 წლის 8 ივნისის I და II დამატებითი ოქმები.
2. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ“ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპული კონვენცია.
3. „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენცია.
4. ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენცია.
5.საფოსტო ამანათებზე შეთანხმება (ქ.სეული, 1994 წლის 14 სექტემბერი).
6.ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენცია (ქ. სეული, 1988 წლის 19 დეკემბერი).
7. ,,ინკოტერმსი“ (საერთაშორისო კომერციული ტერმინები). „ინკოტერმს-2000“.
8. 1975 წლის საბაჟო კონვენცია TIR წიგნაკების გამოყენებით „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ“ საქონლის გადაზიდვის წესი.
9. საერთაშორისო კონვენცია ,,საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შეთანხმების შესახებ“. 1982 წლი 21 ოქტომბერი.
10.ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ. სტრასბურგი 1959 წლის 20 აპრილი.
11.კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენცია. 1972 წლის 2 დეკემბერი.
12.კონვენცია ,,ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ.“
13.გენერალური შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე (GATT-1994).
14.შეთანხმება სამოქალაქო ავიატექნიკით ვაჭრობის შესახებ.
15.შეთანხმება გადაზიდვისწინა ინსპექციის შესახებ.
16.შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის გამოყენებაზე (GATT-ის ღირებულების კოდექსი).
17. მსოფლიო საფოსტო კონვენცია.
18. მრავალმხრივი შეთანხმებით „საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზიის განვითარებისათვის“ (ტრასეკა) გათვალისწინებული ღონისძიებები.
19. ,,ტარიფებსა და ვაჭრობაზე“ გენერალური შეთანხმების მონაწილე მხარეთა საქონლის დაბეგვრის წესი.
20. „ტარიფებსა და ვაჭრობაზე“ გენერალური შეთანხმების შესაბამისად საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი.
21. ბაზელის კონვენცია, სახიფათო ნარჩენების გადაზიდვისა და კონტროლის წესი.
22. ,,თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ორმხრივი ხელშეკრულების შესაბამისი საქონლის დაბეგვრის წესი.
23. კორუფციაზე სამოქალაქო სამართლის კონვენცია. 1999 წლის 4 დეკემბერი.
24. კონვენცია ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ. 1990 წლის 8 ნოემბერი.
25. კონვენცია ჩვეულებრივი იარაღის მეტისმეტი დაზიანების მიმყენებელ ან განურჩეველი მოქმედების სახეობათა გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ 1980 წლის 10 ოქტომბერი.
26. კონვენცია საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ. ვენა 1980 წ.
27. ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ. 1959 წლის 20 აპრილი.
დანართი №1
მისაღები კანდიდატების (პოლიციის თანამშრომლების) ფიზიკური მომზადების ნორმატივები
დისციპლინა
ქულა
10
20
30
40
50
60
70
80
90
100
სირბილი 100 მ. (წამი)
16.8
16,4
16,0
15,6
15,2
14,8
14,4
14,0
13,6
13,2
სირბილი 1000 მ. (წუთი)
4,50
4,40
4,30
4,20
4,10
4,00
3,50
3,40
3,30
3,20
იატაკიდან აწევა
15
20
25
30
40
45
50
60
70
80
ტანის აწევა ზურგზე წოლისას ხელებით თავქვეშ
15
20
25
30
40
45
50
60
70
80
ორძელზე ხელების მოხრა-გაშლა ბრჯენში
4
6
8
10
12
14
16
18
20
22
შენიშვნა: 1. ქულათა გამოანგარიშება ხდება შემდეგი მეთოდით, მაგილითად, კანდიდატმა 100 მეტრის გარბენას მოანდომა 14,7 წამი, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ციფრი მოქცეულია 60-სა და 70 ქულას შორის, მას უნდა დაეწეროს 60 ქულა (უფრო მცირე ქულა). ანალოგიურად კეთდება სხვა დისციპლინებშიც.
2. საერთო ქულათა გამოანგარიშება ხდება შემდები თანმიმდევრობით:
მაგალითი: კანდიდატის მიერ ნორმატივების ჩაბარებისას მიებულ იქნა შემდეგი შედეგები: სირბილი (100 მეტრი) 14,9 წამი, სირბილი 1000 მეტრი – 4,13 წუთი, იატაკიდან აწევა 47-ჯერ, ტანის აწევა ზურგზე წოლისას ხელებით თავქვეშ – 58-ჯერ, ორძელზე ხელების მოხრა-გაშლა ბრჯენში – 17-ჯერ. ზემოთ მოყვანილი ცხრილის მეშვეობით კანდიდატის მიერ მოგროვილი ქულათა რაოდენობა იქნება: სირბილი 100 მეტრი – 50 ქულა, სირბილი 1000 მეტრი – 40 ქულა, იატაკიდან აწევა 60 ქულა, ტანის აწევა ზურგზე წოლისას ხელებით თავქვეშ – 70 ქულა, ორძელზე ხელების მოხრა-გაშლა ბრჯენში – 70 ქულა. სულ საეთო ჯამი იქნება 290, ე.ი კანდიდატს მიეცემა უარყოფითი შეფასება, რადგან დადებითი შეფასება მიეცემა იმ კანდიდატებს, რომლებსაც მიიღეს 350 ან მეტი ქულა.