„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.03.2006
ძალის დაკარგვა 16.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №229
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.033.008294
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 23/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 45.0pt 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.008.294
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №229
2006 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის №2235 კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის, ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული სახით დებულება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის პირობების შესახებ”.
მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დებულება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის პირობების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში (შემდგომში – პოლიცია) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და მომზადების, მათი პროფესიული დონის ამაღლების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, პოლიცია უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3🔗.
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – პოლიციაში ამ დებულებით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად ფინანსურ პოლიციაში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
დ) მინისტრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 4🔗.
1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ბოლო წელი.
მუხლი 5🔗.
1. პოლიციაში სტაჟირების გავლის მსურველმა კანდიდატმა პოლიციის კადრების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) პირადი განცხადება;
ბ) დახასითება-შუამდგომლობა – ფინანსური პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი პირის, ხოლო დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის ან დეკანის დახასიათება-შუამდგომლობა;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) დიპლომის ასლი (უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის);
ე) ორი ფოტოსურათი.
2. კანდიდატს საბუთების წარდგენის შემდგომ ეძლევა სარეგისტრაციო ბარათი, სადაც მითითებულია გასაუბრების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი.
3. კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს გასაუბრებაზე სარეგისტრაციო ბარათში მითითებულ დროს, დაგვიანებული კანდიდატები გასაუბრებაზე არ დაიშვებიან, რაც ავტომატურად ნიშნავს მათთვის უარყოფითი შეფასების მიცემას.
მუხლი 6🔗.
1. სტაჟიორად მიღება ხდება გასაუბრების წესით.
2. გასაუბრებას ატარებს ფინანსური პოლიციის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შექმნა და ფუნქციონირება განისაზღვრება ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის” მიხედვით.
3. კომისია აფასებს კანდიდატის მომზადების დონეს, განათლებას, მის კომუნიკაბელურობას, ანალიზის და მართვის უნარს, პიროვნულ თვისებებს.
4. კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, კომისია სხდომაზე კანდიდატის დაუსწრებლად განიხილავს კანდიდატურების შერჩევის საკითხს.
5. კომისიის თითოეული წევრის მიერ კანდიდატის შეფასება ხდება მაქსიმუმ 20 ქულით, კანდიდატზე საშუალო ქულის გამოთვლა ხდება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამის გაყოფით კომისიის იმ წევრების რაოდენობაზე, რომლებიც ესწრებოდნენ კომისიის სხდომას.
6. კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული შედეგების ქულების შეჯამება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბლანკებში, შესარჩევი კომისიის სამდივნოს მიერ თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ქულის დადგენის მიზნით.
7. გასაუბრების დამთავრების შემდგომ კომისია აჯამებს შედეგებს და დაგროვილი ქულათა რაოდენობის შესაბამისად ადგენს კანდიდატთა სიას. სტაჟირებაზე მიიღება დადებითი შეფასების მქონე კანდიდატთა მხოლოდ ის რაოდენობა, რა ოდენობაც არის დადგენილი პოლიციაში მისაღებად.
8. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის უფრო მეტი სტაჟი. თუ აღნიშნულით ვერ დადგინდა, თუ რომელი კანდიდატი უნდა იქნეს მიღებული პოლიციაში სტაჟირების გავლის მიზნით, მაშინ გადაწყვეტილება მიიღება დამატებითი კენჭისყრით.
9. დადებითი შეფასების შემთხვევაში პოლიციის უფროსის ბრძანებით კანდიდატი გაივლის პოლიციაში სტაჟირებას და დაენიშნება ხელმძღვანელი.
10. დანიშვნის შემდეგ სტაჟიორი გაივლის სავალდებულო ტრენინგს, შესასრულებელი უფლება-მოვალეობების სპეციფიკის გათვალისწინებით.
მუხლი 7🔗.
1. პოლიციის ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში სტაჟიორთა რაოდენობას განსაზღვრავს პოლიციის უფროსი ბრძანებით.
2. პოლიციის უფროსი კანდიდატების საბუთების მიღების დაწყებამდე ორი კვირით ადრე გამოსცემს ბრძანებას პოლიციაში სტაჟიორთა მიღების შესახებ, სადაც მიუთითებს მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობას, საბუთების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღს, თუ სად ხდება წარსადგენი საბუთების ჩაბარება (მისამართი) და წარსადგენი საბუთების ნუსხას.
3. პოლიციის უფროსის ბრძანება ცხადდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
მუხლი 8🔗.
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება სამ თვემდე ვადით.
2. კადრების სამსახურის უფროსი პერიოდულად ისმენს და განიხილავს სტაჟიორის ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
3. კადრების სამსახურის უფროსი ისმენს სტაჟიორის ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის აზრს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
4. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ პოლიციის უფროსის ბრძანებით უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან პოლიციის უფროსს.
5. გასაუბრებაზე განიხილება სტაჟიორის მიერ წარმოდგენილი, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებული რეფერატი იმ ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას. აგრეთვე, პოლიციის ხელმძღვანელობის დასკვნა სტაჟიორის მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
7. სტაჟირების შედეგები ცხადდება პოლიციის უფროსის ბრძანებით.
8. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი და ირიცხება პოლიციის მონაცემთა ბაზაში.
თავი III
სტაჟიორის უფლებები
მუხლი 9🔗.
1. სტაჟიორს უფლება აქვს პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს პოლიციაში შემოსულ დოკუმენტებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკა, ელექტრონული საშუალებები და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს.
2. სტაჟიორს უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს პოლიციისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ ღონისძიებებში და თათბირებში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ წესებს.
3. გაეცნოს პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესასრულებლად.
4. სტაჟიორი პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს ამ ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗.
1. სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება პოლიციის უფროსის წინაშე ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მეორეში გადაყვანის თაობაზე.
2. კადრების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სტაჟიორის ცოდნის დონის, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვეადნაყოფის ხელმძღვანელის აზრის მოსმენის საფუძველზე მოამზადოს შუამდგომლობა სტაჟიორის ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის თაობაზე.
თავი IV
სტაჟიორის მოვალეობები
მუხლი 11🔗.
1. სტაჟიორი ვალდებულია გაეცნოს და იხელმძღვანელოს „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ფინანსური პოლიციის დებულებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, იგი ასევე ვალდებულია დაიცვას შრომის შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
2. დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები.
3. მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა პოლიციის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
4. არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი მოვალეობების შესრულებისას.
თავი V
პოლიციის მოვალეობა
მუხლი 12🔗
პოლიცია ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევების, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.
მუხლი 13🔗
1. სტაჟიორს ენიშნება ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს.
2. ხელმძღვანელი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და კონკრეტულად განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს ვადა, მიაწოდოს მას აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი მითითებები.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
5. სტაჟირების გავლის საერთო კოორდიანციას და მონაცემთა ბაზის შექმნასა და შევსებას ახორციელებს ფინანსური პოლიციის კადრების სამსახური.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 14🔗.
1. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) სავალდებულო ტრეინინგის არგავლა ან უარყოფითი შეფასების მიღება;
დ) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ე) გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისას არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება.
2. გადაწყვეტილებას სტაჟირების შეწყვეტის თაობაზე იღებს ფინანსური პოლიციის უფროსი.