⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.02.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2005
ძალის დაკარგვა 23.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.340.007330
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 28/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,118 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2005 მიღება
23.02.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Academic;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Academic","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-45.4pt; margin-bottom:0in; margin-left:7.1pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.330 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  ბრძანება №411 2005 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 მუხლის ,,კ” და ,,ნ” ქვეპუნქტებისა და მე-17 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 3 მაისიდან. ი. მერაბიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს, უფლება-მოვალეობებს და სტატუსს.     მუხლი 2🔗. რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდ-გომში – სამინისტროს) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დონორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობას, სამინისტროს ევროატლან-ტიკურ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფას, კოორდინაციას უწევს სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის ეროვნული სეგმენტის მუშაობას.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ეს დებულება და სხვა სახის სამართლებრივი აქტები.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებს.     მუხლი 5🔗. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტი თანამშრომლობს სამთავრობო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.     თავი II. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: ა) სამინისტროსთან არსებული და სამინისტროს რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან თანამშრომლობის საფუძველზე სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო რეფორმების დაგეგმვა, მომზადება და მუშაობის კოორდინირება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, მათთან არსებული სამართალდამცავი სტრუქტურების მოკავშირე ოფიცრებთან თანამშრომლობა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; დ) ,,ევროპოლთან” თანამშრომლობის საფუძველზე საერთაშორისო და სხვა დანაშაულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ამ მიზნით საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა; ე) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება.     მუხლი 8🔗. თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ევროსტრუქტურებში ინტეგრირების მიზნით საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება და მათი შესრულების ორგანიზება; ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის წარმომადგენლობებთან კონტაქტების დამყარება; გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და საქართველოს წარმომადგენლობებთან ურთიერთობის დამყარება და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ინფორმაციის გამოთხოვა; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა და მისი ხელმძღვანელობა     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) რეფორმებისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან მუშაობის კოორდინაციის სამმართველო; ბ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის განყოფილება; გ) ევროპული ინტეგრაციის განყოფილება; დ) კანცელარია.     მუხლი 10🔗. 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს; ე) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ვ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას; ზ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას.     მუხლი 11🔗. 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის დირექტორის განკარგულებით. 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე; გ) ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალებით მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობებს. თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები     მუხლი 12🔗. რეფორმებისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან მუშაობის კოორდინაციის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო რეფორმების დაგეგმვა, მომზადება და კოორდინირება; ბ) სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.     მუხლი 13🔗. ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის განყოფილების ფუნქციას წარმოადგენს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების მიზნით ახალი პროექტების დაგეგმარება, მომზადება.     მუხლი 14🔗. ევროპული ინტეგრაციის განყოფილების ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან სამინისტროს კავშირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის ორგანიზების უზრუნველყოფა; ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ასევე მათთან არსებული სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან და საკონტაქტო ოფიცრებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება; გ) ევროპოლთან თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო და სხვა დანაშაულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ამ მიზნით თანამშრომლობს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან.     მუხლი 15🔗. კანცელარია უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ დაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას, საიდუმლოების რეჟიმის დაცვას.