საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.01.2007
ძალის დაკარგვა 17.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.009800
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 12/01/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 818 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2007 მიღება
17.03.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიოფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.800 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №7 2007 წლის 11 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 19 აგვისტოს №1520 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შე-სახებ“. 3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. გ. ქავთარაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულება     მუხლი 1🔗. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ცალკეული დავალებებით. თავი II. დეპარტამენტის ამოცანები     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე. თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა     მუხლი 5🔗. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; მ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტის მრჩეველი: ა) ამზადებს პრესის მიმოხილვას ყოველდღიურად; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს და ავრცელებს პრესრელიზებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე; გ) აგვარებს პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ტექნიკურ მხარეს; დ) ავრცელებს ანონსებს პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და შეხვედრების თაობაზე; ე) ახდენს სამინისტროში გამართული ბრიფინგების, პრესკონფერენციების, შეხვედრების, სისტემაში მიმდინარე სხვა გასაშუქებელი მოვლენების ვიდეო- და ფოტო გადაღების უზრუნველყოფას; ვ) პასუხისმგებელია სამინისტროს ფოტო- და ვიდეოკადრების არქივის შექმნაზე; ზ) ახდენს საინფორმაციო საშუალებებში იუსტიციის სამინისტროს თემატიკასთან დაკავშირებული სიუჟეტების ჩაწერას; თ) მუშაობს სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის განახლებაზე; ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის მრჩევლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 10🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით. თავი IV. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 11🔗. დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.