„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №283
2011 წლის 20ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებ აში (სსმ, 18.03.2011წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ი დებულებ ის :
1. მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს სახელით ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებისა და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან;“.
2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მომზადება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) გარემოს დაცვის ეფექტ იანი სისტემის დაგეგმვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;
გ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინირება და ორგანიზება;
დ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება;
ე) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გარემოსდაცვითი ცალკეული თემატური მიმართულებების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების და მოქმედებათა გეგმების მომზადების პროცესში თანამშრომლობა და ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ვ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე სექტორული გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მოსმენის ორგანიზება და პროგრამების ა და გეგმების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი;
ზ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს სახელით ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებისა და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან;
ი) საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი/ საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია;
კ) საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა;
ლ) სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მოძიების კოორდინაცია;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.07.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.07.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №283. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.016442.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №283, 20.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016442 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1425599/