⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.12.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-191 ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს და ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.08.2005
ძალის დაკარგვა 25.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-191
სარეგისტრაციო კოდი 340090000.22.032.007644
გამოქვეყნების წყარო სსმ, 101, 29/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,413 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.08.2005 მიღება
25.12.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-191 ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს და ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.5in; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:35.4pt; text-align:justify; text-indent:-17.4pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 42.55pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.007.644 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-191 2005 წლის 17 აგვისტო  ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს და ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ „ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ” და „ჟ” ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს თანდართული დებულება. 2. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ბიოლოგიურფარმაკოლოგიური საბჭოს თანდართული დებულება. 3. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. სარჯველაძეს. 5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სვიმონიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს (შემდგომში – ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს) დებულება შემუშავებულია „ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. ვეტერინარულ საქმეთა საბჭო იქმნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 3. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 15 ერთეულით, მათ შორის: თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი და წევრები. 4. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენეტის თავმჯდომარე – საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი. 5. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს შემადგენლობა ყოველ სამ წელიწადში განახლდება. 6. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურსავეტერინარო უნივერსიტეტის წარმომადგენლები; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტების წარმომადგენლები; გ) ვეტერინარიის სფეროში არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები. 7. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მიწვეულ იქნენ აგრეთვე საერთაშორისო ვეტერინარული ორგანიზაციათა წარმომადგენლები. 8. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ დებულებით. 9. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს დებულებას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.     მუხლი 2🔗. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს ფუნქციები 1. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: ა) ვეტერინარიის სფეროში არსებული, პრობლემური და უახლესი საკითხების განხილვა და სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ბ) ვეტერინარიის სფეროში შემუშავებული კანონპროექტების, კანონქვემდებარე აქტების, დებულებების, წესების პროექტების განხილვა და სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; გ) ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება; დ) ქვეყნის აგრარული სექტორისა და მოსახლეობის ვეტერინარული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) მეცხოველეობის პროდუქტნედლეულის დამზადების, გადამუშავების, შენახვისა და რეალიზაციის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება; ვ) ვეტერინარიის სფეროში უახლესი მიღწევების დანერგვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ქვეყანაში მყარი ეპიზოოტიური (ზოონოზონური, ზოონოანთროპონოზური) სიტუაციის შექმნაში ხელშეწყობა; თ) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა და ადამიანის საერთო განსაკუთრებით საშიში სნეულებების აღმძვრელის შემოტანაგავრცელების აღკვეთისა და სნეულებების გაჩენის შემთხვევაში ინფექციის კერების ლოკალიზაციალიკვიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სათანადო წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება; ი) ქვეყანაში კონკურენტუნარიანი კერძო ვეტერინარული სამსახურების შექმნის ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება. 2. ვეტერინარულ საქმეთა საბჭო მუშაობას წარმართავს დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციები 1. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს განეკუთვნება: ა) დამტკიცებული გეგმის თანახმად მოიწვიოს სხდომები და წარმართოს სხდომების მუშაობა; ბ) ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს მიერ განსახილველი საკითხების შესწავლისა და მასთან დაკავშირებული აქტუალური წინადადებების და მოსაზრებების ჩამოყალიბების მიზნით შექმნას მუშა ჯგუფები და გაუწიოს კოორდინაცია მათ მუშაობას; გ) ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების გაანალიზებისათვის მუშა ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით იწვევს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებსა და მეცნიერებს ექსპერტებად და კონსულტანტებად. 2.  ვეტერინარულ საქმეთა საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა უმრავლესობის ხმით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით.     მუხლი 4🔗. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს წევრთა უფლებები 1. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს წევრთა უფლებებია: ა) აქტიური მონაწილეობა მიიღონ ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს მუშაობაში; ბ) მონაწილეობა მიიღონ საბჭოს მიერ შექმნილი ჯგუფების მუშაობაში, ცალკეული საკითხების მომზადებაში, სხდომის დასკვნებისა და საოქმო გადაწყვეტილებების შემუშავებაში; გ) შეიტანონ საკითხები და წინადადებები საბჭოს მიერ სამუშაო გეგმის შემუშავების დროს; დ) ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების დროს გამოთქვან თავიანთი აზრი საკითხის მიმართ. 2.  ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გასვლის ან ახალი წევრის მიღების საკითხი წყდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები 1. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 2. ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ბიოლოგიურფარმაკოლოგიური საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტთან არსებული ბიოლოგიურფარმაკოლოგიური საბჭო შექმნილია საქართველოს კანონის „ვეტერინარიის შესახებ” მე40 მუხლის შესაბამისად. 2. ბიოლოგიურფარმაკოლოგიური საბჭო წარმოადგენს სათათბიროსაექსპერტო საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც ახორციელებს ვეტერინარული მიზნებისათვის გამოსაყენებელი ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური, სამკურნალო, პროფილაქტიკური საშუალებების ეფექტიანობის ექსპერტულ შეფასებას, ატარებს სახელმწიფო სარეგისტრაციო წიგნში და გასცემს სათანადო მოწმობებს. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედის საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუშაკები, ვეტერინარიის სამსახურის უწყებებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელები, ზოოტექნიკურსავეტერინარო უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერთანამშრომლები, ვეტერინარი სპეციალისტები. 4. თავის მოქმედებაში საბჭო ხელმძღვანელობს კანონით „ვეტერინარიის შესახებ” შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები 1. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: ა) განსაზღვრა და გადაწყვეტილების მიღება ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური ვეტერინარული პრეპარატების შემოწმებაზე; ბ) ბიოლოგიური, ფარმაკოლოგიური პრეპარატების რეგისტრაციაზე, მის გამოყენებაზე, ასევე პრეპარატების წარმოებიდან მოხსნაზე რეკომენდაციების მომზადება; გ) მონაწილეობს ბიოლოგიურ და ფარმაკოლოგიური პრეპარატების ნომენკლატურის რეკომენდაციის მომზადებაში; დ) რეკომენდაციების მიცემა პრეპარატების შემოწმების ორგანიზაციაზე; ე) ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური პრეპარატების შემოწმების ხარისხის და ობიექტურობის შეფასება; ვ) დადგენილი წესით წინადადებების შეტანა ვეტერინარიის დეპარტამენტში პრეპარატების შემოწმების და გამოყენების შესაძლებლობის შესახებ ცხოველებისათვის, ადამიანისათვის და გარემოსათვის საშიში პრეპარატების გამოყენების აკრძალვის შესახებ; ზ) პრეპარატის ნიმუშის საექსპერტო შეფასებაში საჭიროების შემთხვევაში რთავს შესაბამისად სხვა უწყების ლაბორატორიების მუშაკებს; თ) მოითხოვს პრეპარატის განმცხადებლებისაგან შემოწმებისათვის საჭირო დამხმარე მასალებს; ი) ატარებს სპეციალისტთა თათბირებს საბჭოს კომპეტენციის საკითხებზე. 2. ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური პრეპარატების ეფექტურობაზე, უტყუარობაზე და მის ეკოლოგიურ სისუფთავეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ პრეპარატის ავტორებს. 3. წამოდგენილი მასალების ექსპერტიზას აწარმოებს საქართველოს ვეტდეპარტამენტის შესაბამისი სამსახური, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს სამი თვისა ჩაატაროს წარმოდგენილი მასალების ექსპერტიზა და შედეგი გადასცეს ბიოლოგიურფარმაკოლოგიურ საბჭოს.     მუხლი 3🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია 1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას და პასუხისმგებელია საბჭოზე დავალებული ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ადგენს საბჭოს მუშაობის წესს, ორგანიზაციას უკეთებს სხდომების ჩატარებას და ახორციელებს კონტროლს მიღებული დადგენილების შესრულებაზე; გ) აუმჯობესებს საბჭოს მუშაობის სტილს და მეთოდებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს საბჭოს წევრებს შორის. 3 საბჭოს წევრები არიან დამოუკიდებელნი გადაწყვეტილების მიღებაზე. 4. წარმოდგენილი მასალების წინასწარ ექსპერტიზას აწარმოებს ვეტდეპარტამენტის შესაბამისი სამსახური და ამზადებს მასალებს საბჭოს სხდომისათვის. 5. საბჭოს სხდომის ჩატარების ორგანიზაციას, სხდომის ოქმების გაფორმებას, საბჭოს გადაწყვეტილებების კონტროლს აწარმოებს საბჭოს მდივანი, რომელიც წარმოადგენს ვეტპრეპარატების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომელს – სწავლულ მდივანს. 6. საბჭოს სხდომები ტარდება ორ თვეში ერთხელ (აუცილებლობის შემთხვევაში იწვევა რიგგარეშე სხდომა). სხდომა ითვლება უფლებამოსილად თუ მის მუშაობაში მონაწილეობს საბჭოს წევრთა არანაკლები 2/3ისა. გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა შეგროვილ იქნეს საბჭოს წევრთა ხმების არანაკლებ 75%ისა. 7. დღის წესრიგი ეგზავნება საბჭოს წევრებს არა უგვიანეს 7 დღისა სხდომის ჩატარებამდე. 8. აუცილებლობის შემთხვევაში საბჭოს მუშაობაში და საექსპორტო საქმიანობაში შეიძლება ჩართული იქნენ განსახილველი საკითხის პროფილის მიხედვით სხვა სპეციალისტებიც. 9. საბჭოს სხდომის ოქმი გადაეცემა ვეტერინარიის დეპარტამენტს სხდომის ჩატარებიდან 6 დღის განმავლობაში.