საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვაჟთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №584
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110722012, 22/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,303 სიტყვა · ~7 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვაჟთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №5 84 2011 წლის 22 ივლ ისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 ივლისის №347 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ.ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის თანდართული წესდე ბა. მუხლი 2🔗 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . ბ. ახალაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაჟთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი (შემდგომ – „ცენტრი“ ) არის საქართველო ს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – „ სამინისტრო“ ) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. „ცენტრი” თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე წესდე ბით. 3. „ცენტრი” ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ,,ცენტრს” გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში. 5. „ცენტრს” აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო მცირე გერბის გამოსახულებით და „ცენტრის” სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. „ცენტრის” იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი.     მუხლი 2🔗. „ცენტრის” მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. „ცენტრის” მიზნებია „ცენტრში “ მყოფ ვაჟთა (შემდგომში – ბავშვები) სპორტულ-გამაჯანსაღებელი მომსახურება და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. 2. „ცენტრის” მიზნების უზრუნველსაყოფად, ცენტრის ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი მომსახურება და მათი ფიზიკური მომზადება; ბ ) ბავშვების დღის და სადღეღამისო მომსახურება; გ ) ბავშვებისათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აღსაზრდელის გონებრივ, ემოციურ, სპორტულ და ფიზიკურ განვითარებას; დ ) ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სპორტული აქტივობის, ფსიქოსამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;  ე ) ბავშვთა ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება, მასობრივი სპორტის განვითარება; ვ ) „ცენტრის” სადღეღამისო მომსახურებით მოსარგებლე გარდაცვლილთა დაკრძალვა; ზ ) დღის შესაბამისი დროის მონაკვეთში ბავშვთა სათანადო მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს აღსაზრდელის გონებრივ, ემოციურ, სპორტულ და ფიზიკურ განვითარებას; თ ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა; ი ) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით დონორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება; კ ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებას საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება; ლ ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.     მუხლი 3🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა 1. ,,ცენტრს” ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში –მინისტრი). 2. „ცენტრის“ დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს დაწესებულები ს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, „ცენტრის” მფლობელობაში არსებული ქონების დაცვაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე(ები), რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. დირექტორის მოადგილის/მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება „ცენტრის“ საშტატო ნუსხით. 4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის უფლება-მოვალეობებს ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო მოადგილეების შემთხვევაში – დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით (დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მინისტრის აქტით) განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. 5. მოადგილის/მოადგილეებს ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 4🔗. ,,ცენტრის” დირექტორი „ცენტრის” დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს ,,ცენტრს”, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ,,ცენტრის” გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის სამართლებრივი აქტების და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე; გ) ერთპიროვნულად უძღვება „ცენტრის” საქმიანობას. ახორციელებს ,,ცენტრის” საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს ,,ცენტრის” სტრუქტურული ერთეულების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს; ე) განკარგავს ,,ცენტრის” სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია ,,ცენტრის” საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის; ვ) წარმოადგენს ,,ცენტრს” მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ზ) მინისტრს წარუდგენს დირექტორის მოადგილ(ეებ)ის კანდიდატურას, განსაზღვრავს მოადგილ(ეებ)ის უფლებამოსილებებს; თ) ახორციელებს „ცენტრში” ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „ცენტრის” თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) ,,ცენტრის” საქმიანობასთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს. აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილ(ეებ)ის ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალი) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; ლ) ანაწილებს მოვალეობებს „ცენტრის” თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს „ცენტრის” თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; მ ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს „ცენტრის” საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ; ნ ) ზრუნავს „ცენტრის“ თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ო ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს „ცენტრის” სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას; პ ) სამინისტროში დასამტკიცებლად წარადგენს „ცენტრის” ბიუჯეტის პროექტს; ჟ ) ამტკიცებს „ცენტრის” შინაგანაწესს; რ ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და სამინისტროს სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. „ცენტრის” სტრუქტურა „ცენტრის” სტრუქტურა და თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება „ცენტრის” საშტატო ნუსხით .     მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. „ცენტრის” სახლმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს „ცენტრის” საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე „ცენტრის” მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას. 2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს „ცენტრის” არამართლზომიერ გადაწყვეტილებას. 3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. 4. „ცენტრში” მისაღები ბავშვთა კონტინგენტი განისაზღვრება სამინისტროს მიერ. 5 . „ცენტრმა“ სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია „ცენტრის” ქონებასთან, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 6 . ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ ბ” და „ გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 7🔗. „ცენტრის” ქონება და დაფინანსების წყაროები 1. „ცენტრს” გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. „ცენტრის” ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები. 3. „ცენტრის” დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება „ცენტრის” მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 5. „ცენტრი” კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.     მუხლი 8🔗. „ცენტრის” ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. „ცენტრის” ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.