„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:
„ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები-საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების-საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2002 წლის 5 დეკემბერი.
№1826–Iს