საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №394 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 29.12.2006
ძალის დაკარგვა 14.01.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №394
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.009774
გამოქვეყნების წყარო სსმ, 176, 29/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.03.2025
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.03.2013
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 20.01.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №394 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:literaturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"literaturuly","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-.1pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.009.774
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №394
2006 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №247 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
დ. კეზერაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია (ტექსტში შემდგომ – ადმინისტრაცია) არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით.
3. ადმინისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
4. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია თავდაცვის მინისტრის და მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე.
5. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია“ და შტამპები, აგრეთვე ბლანკები საკუთარი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება შიდა და გარე მიმოწერისათვის.
თავი II. ადმინისტრაციის ამოცანები
6. ადმინისტრაციის ამოცანებია:
ა) სამინისტროს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
ბ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
გ) სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო არასაიდუმლო) უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს არქივის მართვა;
ე) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფა;
ზ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, ვიზირება;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
7. თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან.
თავი III. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა
8. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი.
9. ადმინისტრაციის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
10. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
11. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
12. ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას;
ბ) დასამტკიცებლად წარადგენს ადმინისტრაციის ერთიან საშტატო ნუსხას;
გ) ანაწილებს (ამტკიცებს) მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებზე და დისციპლინის დაცვაზე;
ე) ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ წახალისების ან/და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) შუამდგომლობს სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად;
თ) პასუხისმგებელია ადმინისტრაციის ფუნქციების შესრულებაზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონის შესაბამისად, გამოითხოვს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოებიდან.
თავი IV. სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობით ადმინისტრაცია ახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები
13. ადმინისტრაცია მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფი) მეშვეობით:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ე) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო.
14. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
15. ქვედანაყოფს, საჭიროებისამებრ, გააჩნია ბლანკი შიდა და გარე მიმოწერისათვის და ბეჭედი.
16. ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;
თ) ანგარიშს აბარებს ადმინისტრაციის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
17. იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოებთან ურთიერთო-ბის სამმართველოს საჯარო მოხელეებს სასამართლო ინსტანციებში თავდაცვის სამინისტროს ინტერესების დაცვაზე.
18. ქვედანაყოფის სამმართველოსა და განყოფილებას ხელმძღვანელობს შესაბამისად სამმართველოსა და განყოფილების უფროსი.
19. სამმართველოსა და განყოფილების უფროსი:
ა) ანაწილებს ქვედანაყოფში შემოსულ დავალებებს;
ბ) ახორციელებს კონტროლს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
გ) აძლევს დავალებებსა და მითითებებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფის თანამშრომლებს;
დ) შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
20. საქმისწარმოების სამმართველოს ქვედანაყოფებია:
ა) საერთო კანცელარია (განყოფილება);
ბ) საიდუმლო წარმოების კანცელარია (განყოფილება);
გ) სამინისტროს არქივი (განყოფილება).
21. საქმისწარმოების სამმართველო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება, გარდა იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან;
ბ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორეზე კონტროლი;
გ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების კონტროლის რეგულირება;
დ) სამინისტროს საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, გარდა იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან;
ე) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების (დოკუმენტაციის) სისტემატიზირება და გაფორმების სისწორეზე კონტროლის განხორციელება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროში საიდუმლო საქმის წარმოების ორგანიზება, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა;
თ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებებისა და რეზოლუციების აღრიცხვის, შენახვისა და ტექნიკური კონტროლის ორგანიზაცია;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;
კ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია.
22. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:
ა) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო:
ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ა.ბ) მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) დაგეგმვის, პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო;
23. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის თემატური ინფორმაციების დამუშავება;
ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;
გ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;
ვ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;
ზ) თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისათვის განაცხადის წარდგენა ჟურნალ-გაზეთების, ბროშურების, პლაკატებისა და სხვა ბეჭდვითი პროდუქციის მომზადების მიზნით როგორც სამხედრო მოსამსახურეთათვის, ასევე საზოგადოების ფართო ფენებისათვის;
თ) თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;
ი) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამხედრო ობიექტებზე;
კ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;
ლ) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამხედრო მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
ნ) ერთიანი სამხედრო-საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით, შეიარაღებულ ძალებში საზოგადოებრივ ურთიერთობათა ქვედანაყოფების საერთო ხელმძღვანელობა;
ო) სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
პ) ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება.
24. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო.
25. იურიდიული დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) სამართლებრივად უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობას;
ბ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას და ვიზირებას;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებს ნორმატიული აქტების რეესტრში რეგისტრაციისათვის;
დ) იურიდიულ კონსულტაციას უწევს სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ვ) უზრუნველყოფს სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ზ) ხელს უწყობს სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში;
თ) წარმომადგენლობს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ი) განიხილავს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებებს, საჩივრებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
კ) სამინისტროში შემოსული საჩივრების, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებ-რივი დავების ანალიზის საფუძველზე, შეიმუშავებს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე;
ლ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებასა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
მ) აძლევს მეთოდურ მითითებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, სამხედრო ნაწილების (შენაერთების) იურისტებს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას;
ო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოითხოვს ნებისმიერი სახის (მათ შორის, სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ) დოკუმენტაციას;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.
26. პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) დაგეგმარების სამმართველო.
27. პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზების უზრუნველყოფა;
გ) ადგენს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტების პროგრამებს, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხას, გეგმებისა და ბრძანებების პროექტებს და აკონტროლებს მათში განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობას;
დ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა (მათ შორის, საკანცელარიო ნივთები, სასმელები და სხვა);
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საპროტოკოლო სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზება და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლი;
ზ) თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, საპროტოკოლო ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხების მიზნობრივი განკარგვისა და დროულად ჩამოწერის კონტროლი;
თ) საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
ი) ყველა კატეგორიის ვიზიტის საპროტოკოლო ღონისძიებათა უზრუნველყოფის ხარჯთაღრიცხვის შედგენა და ვიზირებისათვის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირისათვის წარდგენა;
კ) უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების, კვებისა და სამახსოვრო საჩუქრების შეძენის ორგანიზება, შიდა საპროტოკოლო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;
ლ) უცხო ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტებისას, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნებში ვიზიტებისას, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა კატეგორიის ვიზების მომზადება;
მ) დამტკიცებული გეგმებითა და ბრძანებებით განსაზღვრული და პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა;
ო) თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების დროს უზრუნველყოფს შეხვედრის თარგმნას.
28. პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
29. პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
30. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფა;
ბ) კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;
გ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სააღრიცხვო და საარქივო სამუშაოთა შესრულება;
დ) საიდუმლო საქმისწარმოებას, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან.
31. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
32. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე.
თავი V. დასკვნითი დებულება
33. ადმინისტრაციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.