საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №111 ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.08.2005
ძალის დაკარგვა 08.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.007672
გამოქვეყნების წყარო სსმ, 106, 08/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №111 ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:37.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .5in 63.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.007.672
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №111
2005 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე და 23-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ზურაბიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
საფინანსო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ფინანსურ უზრუნველყოფას.
მუხლი 2🔗.
თავის საქმიანობაში სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ”, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”, „საკონსულო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით.
მუხლი 3🔗.
სამსახური აწარმოებს თავის საქმიანობას სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებთან და საზღვარგარეთის დაწესებულებებთან, საქართველოს სხვა სამინისტროებთან, უწყებებთან და ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთკავშირში.
მუხლი 4🔗.
სამსახურის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, რომელთაც უფლებამოსილება ენიჭებათ ხელი მოაწერონ საფინანსო დოკუმენტაციას, განსაზღვრავს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო განაკვეთს ამტკიცებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
თავი II. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები:
ა) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირება და შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარსადგენად, საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის სრულყოფისათვის არგუმენტირებული წინადადებების მომზადება;
გ) საფინანსო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება და/ან წინადადებების შემუშავება;
დ) მოამზადოს წინადადებები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით (დამტკიცებული გეგმის ფარგლებში) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების დაფინანსების განხორციელება და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ძირითად საშუალებათა ბუღალტრული ბალანსიდან ჩამოწერაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა საფუძველზე;
თ) პოტენციური მიმწოდებლის გამოვლენისა და საქართველოს დიპლომატიური სამსახურისათვის მისაღები სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგების შესწავლა და ანალიზი;
ი) საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები:
ა) ახორციელებს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საფინანსო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს მათ;
ბ) შეიმუშავებს და წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებებს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საფინანსო პოლიტიკის სრულყოფის შესახებ;
გ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს შესაბამის უწყებებთან;
დ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების გახსნასთან დაკავშირებით, საფინანსოეკონომიკური საკითხების გადაწყვეტის მიზნით, შეიმუშავებს ხარჯთა-ნუსხის პროექტებს;
ე) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ტექნიკურეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე, შეიმუშავებს პროგნოზულ საფინანსო საგეგმო მაჩვენებლებს;
ვ) ანალიზს უკეთებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის გეგმის პროექტებსა და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციულ მასალებს, აკეთებს დასკვნებსა და მომავალი საანგარიშგებო პერიოდის ბიუჯეტებს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) სამინისტროს ქვედანაყოფებიდან იღებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების ფორმებს შემდგომი დამუშავებისა და ეკონომიკური ანალიზის მიზნით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების მიზნით, ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ფინანსური მდგომარეობის შესწავლას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებსა და მეთოდურ მითითებებს, რომლებიც ეხება საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;
კ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვას, ორგანიზაციას და კონტროლს უწევს მათი შესრულების მიმდინარეობას;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ატარებს შემოწმებებს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე და შემოწმების მასალებს დადგენილ ვადაში წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას.
თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 8🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
ა) სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი;
ბ) სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 9🔗.
საფინანსო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
მუხლი 10🔗.
სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას, პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურის მიერ თავისი ამოცანებისა და ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად;
გ) ანაწილებს მოვალეობებს თავის მოადგილესა და სამმართველოს უფროსს შორის;
დ) მონაწილეობს სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოწვეულ თათბირებში;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას მოახსენებს იმ საკითხების შესახებ, რომლებიც განეკუთვნება სამსახურის კომპეტენციას;
ვ) პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურის კადრების შერჩევასა და მათ შორის ფუნქციათა განაწილებაზე;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს რეკომენდაციებს სამსახურის თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინებაში და სტაჟირებაზე გაგზავნის თაობაზე;
თ) დადგენილი წესით წარადგენს თანამშრომლებს თანამდებობაზე დასანიშნად, გასათავისუფლებლად ან დასაწინაურებლად;
ი) ხელს აწერს სამსახურის წერილებსა და სხვა დოკუმენტაციას ან ცალკეულ შემთხვევებში ავალებს მოადგილეს;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების თაობაზე;
ლ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო განაკვეთების სრულყოფისათვის;
მ) ადგენს სამსახურის თანამშრომელთა შვებულებით სარგებლობის გრაფიკს;
ნ) ასრულებს სხვა ფუნქციებს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესაბამისად.
მუხლი 11🔗.
სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;
ბ) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურის დოკუმენტაციას;
ე) წარუდგენს სამსახურის უფროსს კანდიდატურებს დასანიშნად, დასაწინაურებლად და წასახალისებლად.
მუხლი 12🔗.
სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მუშაობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოს მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და კვალიფიციურობას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს მის სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს საფინანსო სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ვ) წარუდგენს სამსახურის უფროსს კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად, დასაწინაურებლად და წასახალისებლად.
მუხლი 13🔗.
1. სამსახურის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
თავი IV. დაკვნითი დებულებები
მუხლი 14🔗.
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.