⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.01.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2005
ძალის დაკარგვა 13.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №413
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.340.007332
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 28/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,507 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2005 მიღება
13.01.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.332 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №413 2005 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულების მე-11 პუნქტის ,,კ” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 3 მაისიდან. ი. მერაბიშვილი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ასრულებს ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.     მუხლი 2🔗. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 3🔗. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. თავი II. სამსახურის კომპეტენცია     მუხლი 4🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებების შემუშავება და მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა; ბ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზება; გ) ხანძრის ჩაქრობის ორგანიზება.     მუხლი 5🔗. დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშავებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ზედამხედველობას უწევს მათ განხორციელებას; ბ) შეიმუშავებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორცილების მარეგლამენტირებელ სამართლებრივ აქტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს; გ) კოორდინაციას უწევს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სხვადასხვა სახეების საქმიანობას; დ) ეკისრება სახანძრო უსაფრთხოების მეცნიერული გამოკვლევების კოორდინირება; ე) ორგანიზაციას უწევს და ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას; ვ) დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშავებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ და სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოებისა და გამოყენების მარეგლამენტირებელ აქტებს; ზ) შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სამეცნიერო-ტექნიკურ პოლიტიკას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში; თ) ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების კადრების მომზადებას, გადამზადებას და მათი კვალიფაკაციის ამაღლებას ი) რთული და დიდი ხანძრის შემთხვევაში ორგანიზაციას უწევს სხვადასხვა სახის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების საქმიანობას; კ) ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ინსპექტირებას და მეთოდური დახმარების გაწევას; ლ) ახორციელებს ხანძრის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის საქმეში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების უფლებამოსილებისა და ორგანიზაციის საფუძვლების დადგენას; მ) კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციას უწევს კონტროლის განხორციელებას იმ პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომლებიც ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას, აგრეთვე რომლებსაც აქვს მაღალი ხანძარსაშიშროება; ნ) განიხილავს და ათანხმებს სტანდარტების, ნორმების და წესების პროექტებს, სხვა ნორმატიულ აქტებს, რომლებიც შეიცავენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს; ო) ორგანიზაციას უწევს ქვეყანაში ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკურ) სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახლმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნას; პ) აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სანძარსაწინააღმდეგო სამსახურში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციისა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას; ჟ) შეიმუშავებს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის თანამდებობათა ჩამონათვალს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში. თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა     მუხლი 6🔗. 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს სამსახურში შემავალი დანაყოფების საქმიანობას. 3. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მოადგილეებსა და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს შორის; გ) დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგენს მინისტრს დასანიშნად სამსახურის უფროსის მოადგილეების, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კანდიდატურებს; დ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ მინისტრის ხელმოსაწერ დოკუმენტებს; ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის თანამშრომლების წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ი) პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 7🔗. 1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც სამსახურის უფროსის წარდგინებითა და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილეები მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ თავიანთ საკურატორო სამსახურების საქმიანობას. მოადგილეები მინდობილ სფეროში მუშაობის სწორი ორგანიზაციისათვის პასუხს აგებენ სამსახურის უფროსის წინაშე. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მინისტრის გადაწყვეტილებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 8🔗. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად არის საქართველოში ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო მისი მოადგილეები შესაბამისად საქართველოში ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები. თავი IV. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ფუნქციები     მუხლი 9🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციის განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია საორგანიზაციო-ანალიტიკური ჯგუფი; ბ) სახანძრო საგამოცდო ცენტრი; გ) ხანძრის ჩაქრობისა და საბრძოლო მომზადების ორგანიზაციის განყოფილება; დ) პროფესიული მომზადების, გადამზადების კვალიფიკაციის ამაღლების განყოფილება; ე) სახანძრო ტექნიკისა და ექსპლუატაციის ჯგუფი; ვ) ნორმირებისა და სტანდარტიზაციის განყოფილება; ზ) სამორიგეო ნაწილი; თ) ოპერატიული კავშირგაბმულობის განყოფილება; ი) მომსახურების ჯგუფი.     მუხლი 10🔗. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციის განყოფილება უზრუნველყოფს – სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების ორგანიზებასა და განხორციელებას; ხანძრების პროფილაქტიკას ქვეყნის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებში; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების მიერ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებაზე კონტროლს; დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ინფორმირებას დასახლებულ პუნქტებში და ორგანიზაცია-დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის თანამდებობათა ჩამონათვალის, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში მათი უფლებებისა და მოვალეობების შემუშავებას; ბ) საორგანიზაციო-ანალიტიკური ჯგუფი ახორციელებს – სამსახურის სამუშაო გეგმების შემუშავებას და შესრულების კონტროლს; ქვეყანაში შექმნილი სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზს, პროგნოზს და მის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნას; გ) სახანძრო საგამოცდო ცენტრი ახორციელებს – სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო ტექნიკური შეიარაღების, ცეცხლსაქრობი საშუალებების, ნივთიერებების, მასალების დანადგარების, კონტრუქციების გამოცდას მათი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე; სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციულ და ტექნიკურ გადაწყვეტილებათა გამოკვლევა-შესწავლას; დ) ხანძრის ჩაქრობისა და საბრძოლო მომზადების ორგანიზაციის განყოფილება ახორციელებს – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ინსპექტირებას და მეთოდური დახმარების გაწევას; ხანძრებთან ბრძოლის საქმეში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების უფლებამოსილებისა და ორგანიზაციის საფუძვლების დადგენას; აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციისა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას; ე) ნორმირებისა და სტანდარტიზაციის განყოფილება ახორციელებს – სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების შემუშავებას; სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მეცნიერებისა და ტექნიკის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას, სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შემუშავების ორგანიზაციას. კომპეტენციის ფარგლებში ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების, წესების შემუშავებას; ვ) სახანძრო ტექნიკისა და ექსპლუატაციის ჯგუფი ახორციელებს – სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოებისა და გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების შეიმუშავებას და კონტროლს მათ შესრულებაზე; სახანძრო უსაფრთხოებისათვის აუცილებელი სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ნომენკლატურის განსაზღვრას და წინადადებების მომზადებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის; ზ) პროფესიული მომზადების, გადამზადების კვალიფიკაციის ამაღლების განყოფილება ახორციელებს – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების კადრების მომზადებას, გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას; წინადადებების მომზადებას სამსახურების სტრუქტურული სრულყოფისათვის, კადრების ხარისხობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, შერჩევა-განაწილებისათვის, პირადი შემადგენლობის მორალურ-ზნეობრივი თვისებების ამაღლებისა და განმტკიცებისათვის; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების ორგანიზებას და მათი სწავლების მიმართულებების პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებაზე კონტროლს; თ) სამორიგეო ნაწილი – რთული და დიდი ხანძრის შემთხვევაში ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს სხვადასხვა სახის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების საქმიანობას; სახანძრო ტექნიკის საბრძოლო გათვლაში დროულ ჩაყენებას; ი) ოპერატიული კავშირგაბმულობის განყოფილება ახორციელებს – შეტყობინების მიღებას ხანძართან დაკავშირებით; გამოძახების ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ძალებისა და საშუალებების გაგზავნას; ინფორმაციის მიწოდებას ქვედანაყოფებისათვის ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის განკარგულებებთან დაკავშირებით; ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი თანამდებობის პირებისა და სამსახურებისათვის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დანაყოფების ხანძარზე გასვლისა და მუშაობის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ; კ) მომსახურების ჯგუფი ახორციელებს – შემოსული დოკუმენტაციისა და საქმეების წარმოების ორგანიზებას; სამსახურის პირადი შემადგენლობის ფუნქციონალური მოვალეობის შესრულების სატრანსპორტო უზრუნველყოფას.